ქაოტური ბეილი

გუშინდელმა დაპირისპირებამ მადრიდის "რეალსა" და "ატლეტიკოს" შორის კიდევ ერთხელ დაამტკიცა, რომ გარეთ ბეილი საუკეთესო ფორმაში ჯერ-ჯერობით არ იმყოფება...


გუნდის სამწვრთნელო შტაბი უელსელი ფეხბურთელის ფიზიკური მონაცემებით ძალიან კმაყოფილია, ის ბევრად უფრო გაძლიერდა, ვიდრე ადრე იყო, თუმცა მატჩის დროს მარგი ქმედების კოეფიცინეტი არც ისე დიდი გახლავთ.

ბეილმა პრე-სეზონის პირველ დაპირისპირებაში "მილანის" ინტერს ულამაზესი გოლი გაუტანა და საკმაოდ კარგი შთაბეჭდილება დატოვა, თუმცა მას შემდეგ მოედანზე ღირებული ბევრი არაფერი გაუკეთებია.

"სევილიასთან" დაპირისპირებაში გარეთმა კრიშტიანო რონალდუს საგოლე გადაცემა გაუკეთა, თუმცა საერთო ჯამში შესანიშნავი შთაბეჭდილება ნამდვილად არ დაუტოვებია, იგივეს თქმა შეიძლება "ატლეტიკოსთან" ბერნაბეუს მატჩზე. გარეთ ძალიან ბევრს მოძრაობს, მუდმივად იპყრობს მეტოქე ფეხბურთელების ყურადღება და სხვა მოთამაშეებს სივრცეებს უთავისუფლებს, თუმცა ნამდვილად ვერ დაიქვეყნის პროდუქტიული თამაშით.

ბოლო მატჩებში უელსელი მეტად ქაოტურად გამოიყურება, ის სულ აქტიურობს, თუმცა კარგი თამაში მხოლოდ სირბილში არ გამოიხატება.

ლა ლიგის დაწყებამდე სულ ცოტა რჩება, იმედი ვიქონიოთ გარეთი სეზონის სტარტზე საუკეთესო თამაშს გვაჩვენებს. dle 10.1

  • Hala
  • 20 აგვისტო 2014
  • 3834
  • 0

ინფორმაცია


ჯგუფ სტუმარი-ის წევრებს არ აქვთ კომენტარის დატოვების უფლება.

რეკლამა

სარეკლამო ადგილი

ლა ლიგის ცხრილი

ლა ლიგის ბომბარდირები

ფეხბურთელი
გოლი
1 ბელინგემი 16
2 დოვბიკი 16
3 მაიორალი 15
4 ბუდიმირი 15

ჩემპ. ლიგის ცხრილი

გუნდი
1 რეალი 6 6 0 0 18
2 ნაპოლი 6 3 1 2 10
3 ბრაგა 6 1 1 4 4
4 იუნიონ ბერლინი 6 0 2 4 2

სარეკლამო ადგილი

ჩვენ Facebook-ზე

სარეკლამო ადგილი

გამოკითხვა

„რეალის“ საუკეთესო ტაქტიკა ამ სეზონში არის...

4-3-3
4-4-2
4-2-3-1



მთვლელები

საიტის არქივი:

აპრილი 2024 (234)
მარტი 2024 (335)
თებერვალი 2024 (456)
იანვარი 2024 (411)
დეკემბერი 2023 (372)
ნოემბერი 2023 (391)