სიმეონე : "დი მარია "რეალის" საუკეთესო ფეხბურთელია"

დიეგო სიმეონემ "ბლანკოსთან" ყაიმის შემდეგ პრეს-კონფერენცია გამართა...


"ჩვეულ სტილში ვითამაშეთ, მე ბიჭებს ყოველთვის ვეუბნები, რომ უკან არასდროს დაიხიონ და ბოლო წამამდე იბრძოლონ. რაულ გარსიას გოლმა ბევრი რამ შეცვალა, სხვა შემთხვევაში 2-0 გვექნებოდა მოსაგები, რაც არც ისე იოლი გახლავთ, ახლა კი ფავორიტის სტატუსით გავალთ მოედანზე."

"ანხელ დი მარიას მოედანზე შესვლის შემდეგ "მერენგების" შეტევები ძალიან გამწვავდა, რასაც გოლი მოჰყვა."

"არ მსურს ვინმეს აზრებში ან პოლიტიკაში ჩავერიო. არც ის ვიცი დატოვებს თუ არა არგენტინელი ფეხბურთელი "ბლანკოსს", მაგრამ ვთვლი, რომ ის სამეფო კლუბის საუკეთესო ფეხბურთელია. ანჩელოტის გუნდი ანხელის გარეშე ვერ არის ისეთი ეფექტური, როგორიც მასთან ერთად, ამაში ალბათ ყველა დამეთანხმება."

"მანჯუკიჩი და რამოსი ერთმანეთს მთელი მატჩის განმავლობაში ებრძოდნენ, რადგან ერთი ფორვარდია, მეორე კი მცველი, განსაკუთრებულს ამაში ვერაფერს ვხედავ. მატჩის შემდეგ მათ ერთმანეთს ხელი ჩამოართვეს."

"გადაწყვეტილი არაფერია. ბოლომდე უნდა ვიბრძოლოთ და საკუთარ მოედანზე გულშემატკივრები გავახაროთ." dle 10.1

  • Hala
  • 20 აგვისტო 2014
  • 3016
  • 0

ინფორმაცია


ჯგუფ სტუმარი-ის წევრებს არ აქვთ კომენტარის დატოვების უფლება.

რეკლამა

სარეკლამო ადგილი

ლა ლიგის ცხრილი

ლა ლიგის ბომბარდირები

ფეხბურთელი
გოლი
1 დოვბიკი 18
2 ბელინგემი 17
3 მაიორალი 15
4 ბუდიმირი 15

ჩემპ. ლიგის ცხრილი

გუნდი
1 რეალი 6 6 0 0 18
2 ნაპოლი 6 3 1 2 10
3 ბრაგა 6 1 1 4 4
4 იუნიონ ბერლინი 6 0 2 4 2

სარეკლამო ადგილი

ჩვენ Facebook-ზე

სარეკლამო ადგილი

გამოკითხვა

„რეალის“ საუკეთესო ტაქტიკა ამ სეზონში არის...

4-3-3
4-4-2
4-2-3-1



მთვლელები

საიტის არქივი:

აპრილი 2024 (326)
მარტი 2024 (335)
თებერვალი 2024 (456)
იანვარი 2024 (411)
დეკემბერი 2023 (372)
ნოემბერი 2023 (391)