რამოსი : "დი მარიას მადრიდში ცხოვრება სურს"

სერხიო რამოსი მატჩის შემდეგ ჟურნალისტებს შეხვდა და ინტერვიუ ჩაწერა...


"რთული დაპირისპირება გამოდგა. ჩვენ ინტენსიურად ვუტევდით, მაგრამ ბოლო წუთებში სისწრაფე დავკარგეთ და დავისაჯეთ კიდეც. ხამეს როდრიგესის გოლის შემდეგ რატომღაც მოვეშვით."

"ბევრი მუშაობა გვმართებს, რადგან კალდერონზე მოგება გვჭირდება, ჩვენ კოლექტივს სუპერთასის დაუფლება ნამდვილად ძალუძს, მაგრამ ამისთვის სწორი თამაშია საჭირო."

"სიმეონეს პრობლემები არ აქვს, მან რამდენიმე წამყვანი მოთამაშე დაკარგა, მაგრამ საკმაოდ ნაყოფიერი სატრანსფერო პოლიტიკა აწარმოა, რის შედეგადაც კვლავაც ბრძოლისუნარიანი კლუბი ჰყავს."

"ატლეტიკომ შარშან პრიმერა მოიგო, ახლა კვლავაც დიდი ძალისხმევით იბრძვის პროგრესისთვის."

"იმედი მაქვს კრიშტიანო რონალდუს არაფერი სჭირს და მან უბრალოდ დისკომფორტი იგრძნო, სხვა შემთხვევაში ის ძალიან დაგვაკლდება. კარლო ანჩელოტის გადაწყვეტილების მოტივის შესახებ ჯერ-ჯერობით არ ვიცი, თუმცა პორტუგალიელს ტყუილად არავინ გაიყვანდა მოედნიდან."

"დანამდვილებით შემიძლია გითხრათ, რომ ანხელ დი მარიას მადრიდში ცხოვრება სურს, ის კლუბში დიდი მონდომებით ვარჯიშობს და არამგონია წასვლას გეგმავდეს. ხელმძღვანელობას რეკომენდაციებს ნამდვილად ვერ მივცემ, მაგრამ ალბათ ყველა ხედავს, რომ არგენტინელი მოთამაშე დღევანდელი ფორმაციის "ბლანკოსში" უმნიშვნელოვანესი ფიგურა გახლავთ." dle 10.1

  • Hala
  • 20 აგვისტო 2014
  • 2612
  • 0

ინფორმაცია


ჯგუფ სტუმარი-ის წევრებს არ აქვთ კომენტარის დატოვების უფლება.

რეკლამა

სარეკლამო ადგილი

ლა ლიგის ცხრილი

ლა ლიგის ბომბარდირები

ფეხბურთელი
გოლი
1 ბელინგემი 16
2 დოვბიკი 16
3 მაიორალი 15
4 ბუდიმირი 15

ჩემპ. ლიგის ცხრილი

გუნდი
1 რეალი 6 6 0 0 18
2 ნაპოლი 6 3 1 2 10
3 ბრაგა 6 1 1 4 4
4 იუნიონ ბერლინი 6 0 2 4 2

სარეკლამო ადგილი

ჩვენ Facebook-ზე

სარეკლამო ადგილი

გამოკითხვა

„რეალის“ საუკეთესო ტაქტიკა ამ სეზონში არის...

4-3-3
4-4-2
4-2-3-1



მთვლელები

საიტის არქივი:

აპრილი 2024 (225)
მარტი 2024 (335)
თებერვალი 2024 (456)
იანვარი 2024 (411)
დეკემბერი 2023 (372)
ნოემბერი 2023 (391)