რელანო : "იკერი დერბისთვის ზედგამოჭრილია"

საფეხბურთო ექსპერტმა, ალფრედო რელანომ მადრიდული დერბის შესახებ ისაუბრა...


"ძალიან სანახაობრივ თამაშს ველი. "ატლეტიკო" კიდევ უფრო და ძლიერი გახდა, რადგან მათ უდიდესი გამოცდილება მიიღეს. "რეალს" გამოცდილება არასდროს აკლდა, თუმცა მათ დიდი ხნის მანძილზე არ ჰქონდათ ჩემპიონთ ლიგა მოგებული, რისი გაკეთებაც კარლო ანჩელოტიმ მოახერხა."

"ფინალის პერიპეტიები ალბათ ყველას გვახსოვს. დარწმუნებული ვარ დიეგო სიმეონემ დიდი სტრესი მიიღო მაშინ, როდესაც ბოლო წუთზე გამოსტაცეს ხელიდან ჩემპიონთა ლიგის თასი, თანაც ის თასი, რომელსაც "როხიბლანკოს" არავინ სთხოვდა. ეს იქნებოდა უდიდესი მოულოდნელობა."

"სამეფო კლუბის წინააღმდეგ "როხიბლანკოს" მოთამაშეები გაასმაგებული ძალებით ითამაშებენ, მათ შური აქვთ საძიებელი, ამიტომ მოედანზე ყველაფერს დადებენ."

"იკერ კასილასს დიდებული სტატისტიკა აქვს, მას თანაქალაქელებთან არასდროს წაუგია, ის წარმატების ერთგვარი თილისმა გახლავთ. მიუხედავად იმისა, რომ კაპიტანი პირველ მარცხთან სწორედ ლიგის ფინალში იყო ახლოს, ფორტუნამ ყველაფერი "მერენგების" სასარგებლოდ გადაწყვიტა. 27 დაპირისპიება და 21 გამარჯვება. დამეთანხმებით დიდებული შედეგი გახლავთ."

"ეს დაპირისპირება კასილასისთვის გამოცდაც იქნება, ძალიან დიდი მნიშვნელობა მიენიჭება მისი მარგი ქმედების კოეფიციენტს. კაპიტანს თვალ-ყურს კარლო ანჩელოტი და ვილიამ ვეკი მიადევნებენ."

"ხამეს როდრიგესს შესაძლოა სათადარიგოთა სკამზე მოუწიოს დაჯდომა, რადგან კოლუმბიელი ჯერ-ჯერობით ადაპტაციას გადის და ასეთ მნიშვნელოვან თამაშზე ნდობა სარისკოა, თუმცა არაფერს გამოვრიცხავ, ყველაზე კარგად მთავარმა მწვრთნელმა იცის ვინ უნდა ითამაშოს."

"საინტერესო იქნება "ტრიბუნა 93"-ზე თვალის დევნება, ისინი მადრიდულ კლუბს უგულშემატკივრებენ. ზოგადად, "ბლანკოსს" მხარდაჭერა არასდროს აკლია, თუმცა გულშემატკივართა ახალი არმია სტადიონზე ცეცხლის დანთებას გეგმავს." dle 10.1

  • Hala
  • 19 აგვისტო 2014
  • 1192
  • 0

ინფორმაცია


ჯგუფ სტუმარი-ის წევრებს არ აქვთ კომენტარის დატოვების უფლება.

რეკლამა

სარეკლამო ადგილი

ლა ლიგის ცხრილი

ლა ლიგის ბომბარდირები

ფეხბურთელი
გოლი
1 ბელინგემი 16
2 დოვბიკი 16
3 მაიორალი 15
4 ბუდიმირი 15

ჩემპ. ლიგის ცხრილი

გუნდი
1 რეალი 6 6 0 0 18
2 ნაპოლი 6 3 1 2 10
3 ბრაგა 6 1 1 4 4
4 იუნიონ ბერლინი 6 0 2 4 2

სარეკლამო ადგილი

ჩვენ Facebook-ზე

სარეკლამო ადგილი

გამოკითხვა

„რეალის“ საუკეთესო ტაქტიკა ამ სეზონში არის...

4-3-3
4-4-2
4-2-3-1



მთვლელები

საიტის არქივი:

აპრილი 2024 (236)
მარტი 2024 (335)
თებერვალი 2024 (456)
იანვარი 2024 (411)
დეკემბერი 2023 (372)
ნოემბერი 2023 (391)