გარეთ ბეილი - 3 ფინალი და 3 ოქროს მედალი

გარეთ ბეილი მადრიდის "რეალის" წარმატების გასაღები გალხავთ. უელსელი ფეხბურთელი სულ რაღაც 1 წელია გუნდში მოვიდა, თუმცა უკვე მოახერხა 3 ფინალური დაპირისპირების გამართვა და სამივეში ოქროს მედლის მფლობელი გახდა...


გარეთი კარლო ანჩელოტის ნდობით აღჭურვილი პირია, ის ერთგვარ თილისმად ჩამოყალიბდა, უელსელთან ერთად "ბლანკოსმა" ყველა ფინალში მოახერხა თასის აღმართვა.

სამეფო თასი

ეს იყო პირველი ტურნირი, სადაც სწორედ უელსელი ფეხბურთელის ბრწყინვალე გარღვევამ მადრიდის "რეალს" მოსისხლე მტერ კატალონიის "ბარსელონასთან" გამარჯვება მოუპოვა. მაშინ ბეილმა "ბლაუგრანელ" ბარტრას ნამდვილი საფეხბურთო გაკვეთილი ჩაუტარა და ბრწყინვალე სოლორეიდი გოლით დააგვირგვინა, ეს იყო პირველი ტიტული, რომელიც ახალწვეულმა "მერენგების" შემადგენლობაში მოიგო.

ჩემპიონთა ლიგა

არავის დაავიწყდება დრამატული ფინალი, რომელიც დიეგო სიმეონეს "ატლეტიკოსა" და მადრიდის "რეალს" შორის შედგა, ეს იყო დიდებული მატჩი, სადაც თანაქალაქელებმა ერთმანეთს თავი შეაკლეს. არგენტინელ სპეციალისტს ტიტული თითქმის განაღდებული ჰქონდა, თუმცა სერხიო რამოსმა 90-ე წუთზე ბრწყინვალე თაური დარტყმით ანგარიში გაათანაბრა, რასაც დამატებითი დრო და "რეალის" მიერ "როხიბლანკოს" განადგურება მოჰყვა, იმ მატჩში გარეთმა გოლის გატანაც მოახერხა.

ევროპის სუპერთასი

კიდევ ერთი ფინალი, სადაც გარეთი ოქროს მედალს დაეუფლა. ის ალბათ ვერც იოცნებებდა იმაზე, რომ უმოკლეს დროში ამდენ ტიტულს მოიგებდა. სამწუხაროდ მან გოლის გატანა ვერ მოახერხა, მაგრამ შესანიშნავი ასისტი გაუკეთა კრიშტიანო რონალდუს, რომელმაც არ დააყოვნა და "სევილიას" კარის ბადეში გაახვია ბურთი.

ბეილი მეოთხე ოქროს მედლისთვის ემზადება

და დადგა დრო, როდესაც მადრიდის "რეალისა" და "ატლეტიკოს" გზები კვლავ გადაიკვეთა, ისინი ერთმანეთს ესპანეთის სუპერთასისთვის გაეჯიბრებიან. "ბლანკოსი" ამ დაპირისპირებაში კოპა დელ რეის გამარჯვებულის სტატუსით გამოვა, სიმეონეს კლუბი კი ლა ლიგის ტრიუმფატორის. ეს პაექრობა გარეთისთვის დიდი მნიშვნელობის მქონეს, მას სურს არ დაარღვიოს სასიამოვნო ტრადიცია და განაგრძოს ტიტულების მოგება. ორრაუნდიან ბრძოლაში უელსელი მოწოდების სიმარლეზე დგომას აპირებს.

"როხიბლანკოს" მთავარი მწვრთნელის, დიეგო სიმეონეს განცხადებით, უელსელი ფეხბურთელი გაცილებით უფრო ძლიერია ახლა, ვიდრე იმ დროს, როდესაც პირველად მოირგო მადრიდული კლუბის ფორმა, ამიტომ მისი კოლექტივის მცველებმა მაქსიმალური ყურადღება უნდა მიაქციონ უელსელ შემტევს.
dle 10.1

  • Hala
  • 19 აგვისტო 2014
  • 1293
  • 0

ინფორმაცია


ჯგუფ სტუმარი-ის წევრებს არ აქვთ კომენტარის დატოვების უფლება.

რეკლამა

სარეკლამო ადგილი

ლა ლიგის ცხრილი

ლა ლიგის ბომბარდირები

ფეხბურთელი
გოლი
1 ბელინგემი 16
2 დოვბიკი 16
3 მაიორალი 15
4 ბუდიმირი 15

ჩემპ. ლიგის ცხრილი

გუნდი
1 რეალი 6 6 0 0 18
2 ნაპოლი 6 3 1 2 10
3 ბრაგა 6 1 1 4 4
4 იუნიონ ბერლინი 6 0 2 4 2

სარეკლამო ადგილი

ჩვენ Facebook-ზე

სარეკლამო ადგილი

გამოკითხვა

„რეალის“ საუკეთესო ტაქტიკა ამ სეზონში არის...

4-3-3
4-4-2
4-2-3-1



მთვლელები

საიტის არქივი:

აპრილი 2024 (236)
მარტი 2024 (335)
თებერვალი 2024 (456)
იანვარი 2024 (411)
დეკემბერი 2023 (372)
ნოემბერი 2023 (391)