კარვახალი : "მეორე ტიტულის მოგება ძალიან მნიშვნელოვანია"

დანიელ კარვახალმა, მადრიდის "რეალის" ოფიციალურ ვებ-გვერდთან ინტერვიუ ჩაწერა და საკმაოდ საინტერესო თემებზე ისაუბრა...


დანიელისთვის მადრიდში მეორე სეზონი იწყება, მან პირველივე წელს ჩემპიონთა ლიგისა და სამეფო თასის მოგება შეძლო, ცოტა ხნის წინ კი ევროპის სუპერთასზე მიიღო მონაწილეობა და ოქროს მედალიც მოიპოვა. ახლა კი ესპანელი ახალგაზრდა "ატლეტიკოს" დასამარცხებლად ემზადება.

"ურთულესი ოპონენტი გვყავს, მაგრამ არაფრის გვეშინია, ჩვენი მიზანი ესპანეთის სუპერთასის მოგება გახლავთ, ამისთვის მოედანზე ყველაფერს დავდებთ და ოქროს მედლების მოპოვებას ვეცდებით, ეს ტიტული "ბლანკოსისთვის" უმნიშვნელოვანესია."

"არავის არასდროს დაავიწყდება მადრიდული ფინალი, რომელიც ჩემპიონთა ლიგის ფინალში გაიმართა. დიეგო სიმეონეს გუნდს ჩემპიონობა 90-ე წუთზე გამოვტაცეთ ხელიდან, ახლა კი სიტუაცია კიდევ უფრო იძაბება. "როხიბლანკომ" ლა ლიგა მოიგო, ჩვენ კი კოპას გამარჯვებულის სტატუსით მივიღებთ სუპერთასზე მონაწილეობას. ორივე გუნდი უშეღავათო ბრძოლისთვის ემზადება."

"სიმეონეს შესანიშნავი კოლექტივი ჰყავს, მათ რამდენიმე წამყვანი მოთამაშე დაკარგეს, მაგრამ ასევე დიდი შენაძენები გააკეთეს, დარწმუნებული ვარ თანაქალაქელებს შურისძიება სურთ და 200%-ით დაიხარჯებიან."

"როდესაც კლუბში მოვედი ვიცოდი, რომ დიდი მიზნებისთვის ვიბრძოლებდით, მაგრამ არ მეგონა თუ პირველივე სეზონი ასეთი წარმატებული გამოდგებოდა. ანჩელოტიმ ბევრი რამ დახვეწა. ამ კლუბს გრანდიოზული გეგმები აქვს, რომელსაც ნელ-ნელა ანხორციელებს."

"გულშემატკივართა მხარდაჭერა არასდროს მოგვკლებია, თუმცა უნდა აღვნიშნოთ, რომ სანტიაგო "ბერნაბეუს" გავსება სუპერთასის მატჩზე აუცილებელია, დარწმუნებული ვარ "ალა მადრიდ" ხშირად გაისმება."

"სამეფო კლუბში ბევრი გოლი არ გამიტანია, თუმცა რაიო ვალეკანოს კარის აღება კარგად მახსოვს, შესანიშნავი დარტყმა სევასრულე."

"ჩემი კუმირი რაულ გონსალეს ბლანკო გახლავთ. "ელ კაპიტანო" ნამდვილი ლეგენდა იყო, "ბლანკოსის" საუკეთესო მარჯვენა მცველი კი მიჩელ სალგადოა." dle 10.1

  • Hala
  • 19 აგვისტო 2014
  • 1176
  • 0

ინფორმაცია


ჯგუფ სტუმარი-ის წევრებს არ აქვთ კომენტარის დატოვების უფლება.

რეკლამა

სარეკლამო ადგილი

ლა ლიგის ცხრილი

ლა ლიგის ბომბარდირები

ფეხბურთელი
გოლი
1 დოვბიკი 18
2 ბელინგემი 17
3 მაიორალი 15
4 ბუდიმირი 15

ჩემპ. ლიგის ცხრილი

გუნდი
1 რეალი 6 6 0 0 18
2 ნაპოლი 6 3 1 2 10
3 ბრაგა 6 1 1 4 4
4 იუნიონ ბერლინი 6 0 2 4 2

სარეკლამო ადგილი

ჩვენ Facebook-ზე

სარეკლამო ადგილი

გამოკითხვა

„რეალის“ საუკეთესო ტაქტიკა ამ სეზონში არის...

4-3-3
4-4-2
4-2-3-1



მთვლელები

საიტის არქივი:

აპრილი 2024 (326)
მარტი 2024 (335)
თებერვალი 2024 (456)
იანვარი 2024 (411)
დეკემბერი 2023 (372)
ნოემბერი 2023 (391)