მოია : "ანჩელოტის გუნდს დავამარცხებთ"

მადრიდის "ატლეტიკოს" ახალი ძირითადი კიპერის, მიგელ ანხელ მოიას განცხადებით, მისი გუნდი კარლო ანჩელოტის კოლექტივის ძლევას შეძლებს...


"ძალიან ნაყოფიერი პრე-სეზონი ჩავატარეთ. ჩვენ არაერთი მნიშვნელოვანი მეტოქე დავამარცხეთ და გვჯერა, რომ სეზონს კარგ ფორმაში ვხვდებით."

"პრე-სეზონზე მხოლოდ 2 გოლი მივიღე საკუთარ კარში და იმედი მაქვს "ბლანკოსთან" ორივე პაექრობაში მშრალად შევინახავ საკუთარი გუნდის კარს."

"სამეფო კლუბს ძალიან სახიფათო შემტევები აქვს, რომელთაგან პირველ რიგში კრიშტიანო რონალდუს გამოვარჩევ, პორტუგალიელი ფეხბურთელი ძალიან დიდ სისწრაფეს ანვითარებს."

"არ შეიძლება დავივიწყოთ კარიმ ბენზემა, რომელიც ძალიან ძლიერ ფორვარდად ჩამოყალიბდა, ფრანგი ფორვარდი ყოველთვის კარის აღებაზეა დაგეშილი."

"ჩვენ გუნდში არაერთი ცვლილება მოხდა, ახალწვეულები ადაპტაციას კარგად გადიან. დარწმუნებული ვარ ლა ლიგის მოსაგებად კვლავაც ვიბრძოლებთ, თუმცა მანამდე ესპანეთის სუპერთასის ოქროს მედლებს უნდა დავეუფლოთ." dle 10.1

  • Hala
  • 17 აგვისტო 2014
  • 1965
  • 0

ინფორმაცია


ჯგუფ სტუმარი-ის წევრებს არ აქვთ კომენტარის დატოვების უფლება.

რეკლამა

სარეკლამო ადგილი

ლა ლიგის ცხრილი

ლა ლიგის ბომბარდირები

ფეხბურთელი
გოლი
1 დოვბიკი 18
2 ბელინგემი 17
3 მაიორალი 15
4 ბუდიმირი 15

ჩემპ. ლიგის ცხრილი

გუნდი
1 რეალი 6 6 0 0 18
2 ნაპოლი 6 3 1 2 10
3 ბრაგა 6 1 1 4 4
4 იუნიონ ბერლინი 6 0 2 4 2

სარეკლამო ადგილი

ჩვენ Facebook-ზე

სარეკლამო ადგილი

გამოკითხვა

„რეალის“ საუკეთესო ტაქტიკა ამ სეზონში არის...

4-3-3
4-4-2
4-2-3-1



მთვლელები

საიტის არქივი:

აპრილი 2024 (303)
მარტი 2024 (335)
თებერვალი 2024 (456)
იანვარი 2024 (411)
დეკემბერი 2023 (372)
ნოემბერი 2023 (391)