ბორხა ვალერო : "რეალმა თავი შეინახა"

ფიორენტინას ფეხბურთელის, ბორხა ვალეროს განცხადებით, მისი გუნდისთვის "რეალთან" დაპირისპირება დიდი გამოცდილება იყო, თუმცა კარლოს გუნდმა თავი შეინახა და არ იყო ისეთი ძლიერი, როგორც სჩვევია ხოლმე...


"ალბათ ეჭვი არავის ეპარება იმაში, რომ ანჩელოტის გუნდს გაცილებით მეტი შეეძლო. იტალიელი სპეციალისტი ოპტიმალური შემადგენლობის ძიებაშია, ამიტომ სხვადასხვა გუნდი გამოჰყავს მოედანზე. ჩვენ მათ წინააღმდეგ მთელი ძალით ვითამაშეთ და გამარჯვებასაც მივაღწიეთ."

"სამეფო კლუბი 19 აგვისტოსთვის ემზადება და ეს ამ თამაშშიც დამტკიცდა. მათ წარმატებებს ვუსურვებ სუპერთასზე."

"მადრიდული გიგანტი რეკორდულ დროში ახერხებს მოწინააღმდეგის ნახევარზე გადასვლას, "რეალი" ძალიან სწრაფ გუნდად ჩამოყალიბდა, მათი შეჩერება ფაქტიურად წარმოუდგენელი გახლავთ, თუმცა მწვავედ დედაქალაქელებმა რამდენჯერმე შემოგვიტიეს."

"სუპერთასზე ორივე დაპირისპირება საინტერესო იქნება. დარწმუნებული ვარ, არცერთი გუნდი არ დათმობს პოზიციებს და 90 წუთის მანძილზე იბრძოლებს."

"გამარჯვებას ის გუნდი მიაღწევს, რომელიც კონკრეტული პაექრობისთვის უკეთ იქნება მომზადებული." dle 10.1

  • Hala
  • 17 აგვისტო 2014
  • 1675
  • 0

ინფორმაცია


ჯგუფ სტუმარი-ის წევრებს არ აქვთ კომენტარის დატოვების უფლება.

რეკლამა

სარეკლამო ადგილი

ლა ლიგის ცხრილი

ლა ლიგის ბომბარდირები

ფეხბურთელი
გოლი
1 დოვბიკი 18
2 ბელინგემი 17
3 მაიორალი 15
4 ბუდიმირი 15

ჩემპ. ლიგის ცხრილი

გუნდი
1 რეალი 6 6 0 0 18
2 ნაპოლი 6 3 1 2 10
3 ბრაგა 6 1 1 4 4
4 იუნიონ ბერლინი 6 0 2 4 2

სარეკლამო ადგილი

ჩვენ Facebook-ზე

სარეკლამო ადგილი

გამოკითხვა

„რეალის“ საუკეთესო ტაქტიკა ამ სეზონში არის...

4-3-3
4-4-2
4-2-3-1



მთვლელები

საიტის არქივი:

აპრილი 2024 (307)
მარტი 2024 (335)
თებერვალი 2024 (456)
იანვარი 2024 (411)
დეკემბერი 2023 (372)
ნოემბერი 2023 (391)