ანჩელოტი : "კლუბში მატება აღარ იქნება"

ვარშავაში ჩასვლის შემდეგ, მადრიდის "რეალის" მთავარმა მწვრთნელმა, კარლო ანჩელოტიმ პრეს-კონფენრეცია გამართა...


კიდევ აპირებთ ფეხბურთელების დამატებას?

არა. მადრიდის "რეალისთვის" შეძენის კუთხით სატრანსფერო ფანჯარა უკვე დაიხურა, შესაძლოა რამდენიმე მოთამაშემ დაგვტოვოს. მატება აღარ გვექნება.

თქვენს სქემაში ჩაბი ალონსო, ლუკა მოდრიჩი და ტონი კროოსი ჯდებიან? მათ შეუძლიათ ერთად თამაში თუ ცვლილებებს გეგმავს?

მერწმუნეთ, სამივე მოთამაშეს ინდივიდუალურად სხვადასხვა დადებითი თვისება აქვს, ამ ფეხბურთელებს ერთმანეთის მშვენივრად ესმით და საქმეს თავს ბრწყინვალედ გაართმევენ. ნახევარმცველებს სხვადასხვა მახასიათებლები აქვთ, რომელიც საბოლოო ჯამში დიდ რესურსს გვაძლევს.

რა სიტუაციაა სამი ხედირასა და ანხელ დი მარიასთან მიმართებაში?

როგორც გერმანელი, ასევე არგენტინელი ჩვენს კოლექტივში ირიცხება, შესაბამისად ისინი მაქსიმალურად იხარჯებიან. მსოფლიო ჩემპიონატის გამო ფეხბურთელები 5 აგვისტოს შემოგვიერთდნენ, სწორედ ამიტომ ვერ მიიღეს სათამაშო წუთები ევროპის სუპერთასის დაპირისპირებაში. ისინი აუცილებლად გამოვლენ მოედანზე.

ფიორენტინასგან რას ელით?

შესანიშნავი მოწინააღმდეგე გვყავს, ისინი საკმაოდ დალაგებულ და კომპაქტურ ფეხბურთს თამაშობენ. ჩვენ გარკვეული დანაკლისით ვხვდებით ფლორენციელებს. ვერ ითამაშებენ ისკო და მოდრიჩი, ასევე გვაკლდება ბეილი, პეპეს დასვენება კი მე ვარჩიე, რადგან მას მცირე პრობლემები აქვს. კრიშტიანო რონალდუ მინიმუმ 1 ტაიმს ითამაშებს, შემდეგ კი ალბათ დავასვენებ. 19 აგვისტოს პაექრობისთვის ფეხბურთელები მწყობრში უნდა მყავდეს.

კეილორს სასტარტოში ვიხილავთ?

აუცილებლად. ახალწვეულმა უნდა ითამაშოს, ეს დაპირისპირება როგორც მისთვის, ასევე ჩემთვის მნიშვნელოვანია. ესპანეთის სუპერთასის პირველი დაპირისპირებისთვის მეკარის არჩევა მომიწევს, ამიტომ სერიოზულ დაკვირვებას ვაწარმოებ.

არ ფიქრობთ, რომ ფლორენციელებთან მატჩი სუპერთასის წინ ზედმეტია?

ვერ დაგეთანხმებით. ეს ამხანაგური მატჩია, რომელიც არაფერს წყვეტს, სამაგიეროდ ისეთ ფეხბურთელებს მივცემ შანსს, რომლებსაც პრაქტიკა ძალიან სჭირდებათ. ამასთანავე გუნდი სულ ახალი შეკრებილია, ჩვენ ვერ ვახერხებდით სრული შემადგენლობით ვარჯიშს, იტალიელებთან დაპირისპირება კი 90 წუთიანი საკმაოდ შედეგიანი მომზადება იქნება "ატლეტიკოსთან" პაექრობის წინ. dle 10.1

  • Hala
  • 16 აგვისტო 2014
  • 3072
  • 0

ინფორმაცია


ჯგუფ სტუმარი-ის წევრებს არ აქვთ კომენტარის დატოვების უფლება.

რეკლამა

სარეკლამო ადგილი

ლა ლიგის ცხრილი

ლა ლიგის ბომბარდირები

ფეხბურთელი
გოლი
1 დოვბიკი 18
2 ბელინგემი 17
3 მაიორალი 15
4 ბუდიმირი 15

ჩემპ. ლიგის ცხრილი

გუნდი
1 რეალი 6 6 0 0 18
2 ნაპოლი 6 3 1 2 10
3 ბრაგა 6 1 1 4 4
4 იუნიონ ბერლინი 6 0 2 4 2

სარეკლამო ადგილი

ჩვენ Facebook-ზე

სარეკლამო ადგილი

გამოკითხვა

„რეალის“ საუკეთესო ტაქტიკა ამ სეზონში არის...

4-3-3
4-4-2
4-2-3-1



მთვლელები

საიტის არქივი:

აპრილი 2024 (303)
მარტი 2024 (335)
თებერვალი 2024 (456)
იანვარი 2024 (411)
დეკემბერი 2023 (372)
ნოემბერი 2023 (391)