დიპლომატი ანჩელოტი

კარლო ანჩელოტი ნამდვილი დიპლომატი გახლავთ და ეს მადრიდის "რეალში" არაერთხელ დაამტკიცა. მისი მოსვლის შემდეგ თითოეული ფეხბურთელი აცხადებს, რომ იტალიელი ყველა მოთამაშესთან განსაკუთრებული ურთიერთობით გამოირჩევა, თუმცა ამასთანავე ის მკაცრიც არის...


კარლიტოს დიპლომატიას უკავშირებდა დიეგო ლოპესის "მილანში" წასვლაც. ესპანელ მეკარესთან მადრიდული ხელმძღვანელობა სერიოზულ პრობლემებს ელოდა, თუმცა იტალიელმა სპეციალისტმა დაარწმუნა კიპერი, რომ "როსონერი" ბევრად უფრო ოპტიმალური ვარიანტი იყო ვიდრე რეალი.

როგორც ჩანს ახლაც იგივე ხდება ანხელ დი მარიასთან და სამი ხედირასთან მიმართებაშიც, რომლებიც არც "სევილიასთან" მატჩში გამოჩენილან მოედანზე და არც "ფიორენტინასთან" მოიაზრებიან კანდიდატებად.

კარლომ მათ ზურგი აქცია, თუმცა ორივე ფეხბურთელთან ისეთი ურთიერთობა ჩამოაყალიბა, რომ მათ თავი გუნდის ნაწილად იგრძნონ და იმავე ტემპში ივარჯიშონ, როგორც ადრე.

არგენტინელი და გერმანელი მეტწილად კლუბისგან გამოყოფილად ვარჯიშობენ, თუმცა ეს საყოველთაოდ არ ჩანს. იგივეს თქმა შეიძლება ევროპის სუპერთასის აღნიშვნაზე, სადაც ორივე მათგანი კლუბთან ერთად ზეიმობდა ოქროს მედალს.

ანჩელოტიმ კარგად იცის თუ რა სიტუაციაა ამ ორ ფეხბურთელთან დაკავშირებით, დი მარიას შემთხვევაში თითქმის ყველაფერი გადაწყვეტილია, ხოლო სამი სავარაუდოდ ინგლისს დაუკავშირებს საკუთარ ბედს. "ბლანკოსის" ხელმძღვანელობა მსოფლიო ჩემპიონთან დაკავშირებით საუკეთესო წინადადებას ეძებს. dle 10.1

  • Hala
  • 16 აგვისტო 2014
  • 2790
  • 0

ინფორმაცია


ჯგუფ სტუმარი-ის წევრებს არ აქვთ კომენტარის დატოვების უფლება.

რეკლამა

სარეკლამო ადგილი

ლა ლიგის ცხრილი

ლა ლიგის ბომბარდირები

ფეხბურთელი
გოლი
1 დოვბიკი 18
2 ბელინგემი 17
3 მაიორალი 15
4 ბუდიმირი 15

ჩემპ. ლიგის ცხრილი

გუნდი
1 რეალი 6 6 0 0 18
2 ნაპოლი 6 3 1 2 10
3 ბრაგა 6 1 1 4 4
4 იუნიონ ბერლინი 6 0 2 4 2

სარეკლამო ადგილი

ჩვენ Facebook-ზე

სარეკლამო ადგილი

გამოკითხვა

„რეალის“ საუკეთესო ტაქტიკა ამ სეზონში არის...

4-3-3
4-4-2
4-2-3-1



მთვლელები

საიტის არქივი:

აპრილი 2024 (303)
მარტი 2024 (335)
თებერვალი 2024 (456)
იანვარი 2024 (411)
დეკემბერი 2023 (372)
ნოემბერი 2023 (391)