კეილორის შანსი

ფლორენციის "ფიორენტინასთან" მატჩში ძირითად შემადგენლობაში მადრიდის "რეალის" ახალწვეული, კეილორ ნავასი იქნება...


კარლო ანჩელოტის სურს კოსტა-რიკელ მეკარეს მისცეს შანსი იმისათვის, რომ ყველას დაანახოს საკუთარი შესაძლებლობები.

"ლევანტეში" შარშანდელი სეზონი ნავასისთვის იდეალური იყო, იგივეს თქმა შეიძლება ბრაზილიაში ჩატარებულ მსოფლიო ჩემპიონატზე, კეილორი იქაც მოწოდების სიმაღლეზე იდგა ეროვნული ნაკრებთან ერთად, თუმცა ყველა თანხმდება, რომ "ბლანკოსი" სულ სხვა განზომილებაა.

ნავასი "მერენგებში" უკვე 10 დღეა ვარჯიშობს, მან მწვრთნელთა ჯგუფი უკვე გააოცა, განსაკუთრებით კი ეს კიპერთა დამრიგებელ ვილიამ ვეკიზე ითქმის, რომელმაც ანჩელოტის უთხრა, რომ ამხანაგურ დაპირისპირებაში ახალწვეულს შანსი უნდა მიეცეს.

"ლევანტეს" ყოფილი მეკარისთვის ეს მატჩი ისეთი მნიშვნელოვანი იქნება, როგორც არცერთი ახალბედა მადრიდისტასთვის.

"სევილიასთან" დამაჯერებელი თამაშით იკერ კასილასმა თავდაჯერებულობა მოიხვეჭა, ასევე ანახა ყველას, რომ მის მატარებელს ჯერ არ ჩაუვლია, თუმცა როგორც ჩანს კარის დარაჯებს შორის კონკურენცია იქნება. dle 10.1

  • Hala
  • 16 აგვისტო 2014
  • 1848
  • 0

ინფორმაცია


ჯგუფ სტუმარი-ის წევრებს არ აქვთ კომენტარის დატოვების უფლება.

რეკლამა

სარეკლამო ადგილი

ლა ლიგის ცხრილი

ლა ლიგის ბომბარდირები

ფეხბურთელი
გოლი
1 დოვბიკი 18
2 ბელინგემი 17
3 მაიორალი 15
4 ბუდიმირი 15

ჩემპ. ლიგის ცხრილი

გუნდი
1 რეალი 6 6 0 0 18
2 ნაპოლი 6 3 1 2 10
3 ბრაგა 6 1 1 4 4
4 იუნიონ ბერლინი 6 0 2 4 2

სარეკლამო ადგილი

ჩვენ Facebook-ზე

სარეკლამო ადგილი

გამოკითხვა

„რეალის“ საუკეთესო ტაქტიკა ამ სეზონში არის...

4-3-3
4-4-2
4-2-3-1



მთვლელები

საიტის არქივი:

აპრილი 2024 (312)
მარტი 2024 (335)
თებერვალი 2024 (456)
იანვარი 2024 (411)
დეკემბერი 2023 (372)
ნოემბერი 2023 (391)