ანჩელოტი : "ბენზემას შემცვლელი ხშირად ისკო იქნება"

კარლო ანჩელოტის განცხადებით, მადრიდი "რეალს" ალვარო მორატას შემცვლელი არ სჭირდება და სავარაუდოდ, კლუბი წინახაზელს არ დაიმატებს...


"მადრიდის "რეალში" ირიცხება ისეთი მაღალი დონის ფორვარდი, როგორიც კარიმ ბენზემა გახლავთ. ფრანგ ფეხბურთელს სრულ ნდობას ვუცხადებ და მისი მჯერა, მსოფლიო ჩემპიონატზე "ცრხიანმა" იდეალურად იასპარეზა და კიდევ ერთხელ დაანახა მთელ მსოფლიოს, რომ ექსტრა კლასის მოთამაშე გახლავთ."

"გვყავს ისკო ალარკონი, რომელსაც ნახევარდაცვაში უდიდესი კონკურენციის ქვეშ მოუწევს გარჯა, მაგრამ მას ხშირად გამოვიყენებ ცრუ ცხრიანის პოზიციაზე, ესპანელი მოედნის ცენტრის ნებისმიერ წერტილში სახიფათოა."

"გამოჯანმრთელდება ხესე როდრიგესი, რომელსაც როგორც ფლანგზე, ასევე ცენტრ ფორვარდის პოზიციაზეც შეუძლია თამაში, რაც ძალიან მნიშვნელოვანია."

"თავდამსხმელის საჭიროებას ვერ ვხედავ, ჩემი აზრით კლუბში საკმაოდ დიდი რესურსია, რომელსაც სწორი გამოყენება სჭირდება."

"დაცვის ხაზი საკმაოდ სოლიდურია. სერხიო რამოსი და პეპე ბრწყინვალე დუეტს ქმნიან, თუმცა ვარანი და ნაჩო ნამდვილ ვარსკვლავებად ყალიბდებიან, ფრანგის თამაში ბრაზილიაში ძალიან მომეწონა, მისი მსოფლმხედველობა მხოლოდ კმაყოფილებას მგვრის."

"გარეთ ბეილი საოცარი ფეხბურთელი გახლავთ, იგი ნაყოფიერ პრე-სეზონს გაივლის და ძალიან დაგვეხმარება ურთულეს დაპირისპირებებში. უელსელმა შემტევმა ულამაზესი გოლის გატანა მოახერხა მილანის "ინტერის" კარში, დარწმუნებული ვარ ის კიდევ ბევრჯერ გაგვახარებს მეტოქის კარის დალაშქვრით."

"ბეილი ყოველდღიურად უმჯობესდება, სამეფო კლუბი მისთვის აღარ არის უცხო, რაც ყველაზე მთავარი ფაქტორია."

"ხამესს მოუთმენლად ველი, პირველ აგვისტოს ის ამერიკაში იქნება და ვარჯიშს დაიწყებს." dle 10.1

  • Hala
  • 27 ივლისი 2014
  • 3017
  • 0

ინფორმაცია


ჯგუფ სტუმარი-ის წევრებს არ აქვთ კომენტარის დატოვების უფლება.

რეკლამა

სარეკლამო ადგილი

ლა ლიგის ცხრილი

ლა ლიგის ბომბარდირები

ფეხბურთელი
გოლი
1 დოვბიკი 18
2 ბელინგემი 17
3 მაიორალი 15
4 ბუდიმირი 15

ჩემპ. ლიგის ცხრილი

გუნდი
1 რეალი 6 6 0 0 18
2 ნაპოლი 6 3 1 2 10
3 ბრაგა 6 1 1 4 4
4 იუნიონ ბერლინი 6 0 2 4 2

სარეკლამო ადგილი

ჩვენ Facebook-ზე

სარეკლამო ადგილი

გამოკითხვა

„რეალის“ საუკეთესო ტაქტიკა ამ სეზონში არის...

4-3-3
4-4-2
4-2-3-1



მთვლელები

საიტის არქივი:

აპრილი 2024 (303)
მარტი 2024 (335)
თებერვალი 2024 (456)
იანვარი 2024 (411)
დეკემბერი 2023 (372)
ნოემბერი 2023 (391)