ბენიტესს ილიარამენდის იჯარით აყვანა სურს

იტალიური "ნაპოლი" მადრიდის "რეალის" ბასკი ნახევარმცველის, ასიერ ილიარამენდის გადაბირებით გახლავთ დაინტერესებული...


საქმე 2 წლიან იჯარას ეხება. რაფაელ ბენიტესი თვლის, რომ ცენტრალური ნახევარმცველი იტალიურ სტილს ძალიან კარგად მოერგება.

მთავარმა მწვრთნელმა ხელმძღვანელობას ილიარამენდიზე მუშაობას სთხოვა. იტალიელთა შეთავაზება 2+2 იქნება, რის სანაცვლოდაც "ნაპოლი" 11 მილიონ ევროს გადაიხდის. იმ შემთხვევაში თუ მადრიდელები ფეხბურთელის გაშვებას დათანხმდებიან, ასიერი მინიმუმ 2 წელიწადს გაატარებს სერია "ა"-ში, შემდეგ კი ფლორენტინო პერესს მისი დაბრუნების საშუალება ექნება, მაგრამ თუ ესპანელმა პრეზიდენტმა ფეხბურთელის დაბრუნებაზე უარი განაცხადა იტალიელები გადახდილ 11-ს კიდევ 11 "ლიმონს" დაამატებენ და ფეხბურთელის სატრანსფერო უფლებებს სრულად ჩაიგდებენ ხელში.

თავად ფეხბურთელი ამჟამად ამერიკაში იმყოფება კლუბთან ერთად პრე-სეზონს გადის. მისი პოზიცია საყოველთაოდ ცნობილია. ბასკს დარჩენა და საკუთარი ძალების დამტკიცება სურს, თუმცა რამდენად გამოუვა მეორე საკითხია, რადგან ნახევარდაცვაში ძალიან დიდი კონკურენცია დამკვიდრდა.

წესით ფლორენტინო პერესი და კარლო ანჩელოტი ამ წინადადებაზე უნდა დაფიქრდნენ. პირველ რიგში ასიერი იტალიაში წავა და გამოცდილებას მიიღებს, მას არ მოაკლდება სათამაშო პრაქტიკა, რაც პროგრესირებაში დაეხმარება. მეორე რიგში კი პრეზიდენტს 2 წლის შემდეგ სრულიად უსასყიდლოდ შეეძლება მოთამაშის სახლში დაბრუნება, თუ რა თქმა უნდა ილიარამ მოწონება დაიმსახურა. dle 10.1

  • Hala
  • 25 ივლისი 2014
  • 1558
  • 0

ინფორმაცია


ჯგუფ სტუმარი-ის წევრებს არ აქვთ კომენტარის დატოვების უფლება.

რეკლამა

სარეკლამო ადგილი

ლა ლიგის ცხრილი

ლა ლიგის ბომბარდირები

ფეხბურთელი
გოლი
1 ბელინგემი 16
2 დოვბიკი 16
3 მაიორალი 15
4 ბუდიმირი 15

ჩემპ. ლიგის ცხრილი

გუნდი
1 რეალი 6 6 0 0 18
2 ნაპოლი 6 3 1 2 10
3 ბრაგა 6 1 1 4 4
4 იუნიონ ბერლინი 6 0 2 4 2

სარეკლამო ადგილი

ჩვენ Facebook-ზე

სარეკლამო ადგილი

გამოკითხვა

„რეალის“ საუკეთესო ტაქტიკა ამ სეზონში არის...

4-3-3
4-4-2
4-2-3-1



მთვლელები

საიტის არქივი:

აპრილი 2024 (240)
მარტი 2024 (335)
თებერვალი 2024 (456)
იანვარი 2024 (411)
დეკემბერი 2023 (372)
ნოემბერი 2023 (391)