ინძაგის ბენზემას დამატებაც სურს?

იტალიურ პრესაზე დაყრდნობით, "მილანის" მთავარი მწვრთნელი ფილიპო ინძაგი ისკოსთან ერთად კარიმ ბენზემას გადაბირებასაც გეგმავს...


რამდენიმე დღეში ადრიანო გალიანი ფლორენტინო პერესთან შეხვედრას გეგმავს, მთავარი თემა კი ისკო ალარკონი იქნება, რომლითაც ძალიან მოხიბლულია "როსონერის" დამრიგებელი და თვლის, რომ ესპანელი სერია "ა"-ს ძალიან მარტივად მოერგება.

Cafe-Football კი იუწყება, რომ ფილიპომ გალიანის ბენზემას თაობაზე საუბარიც სთხოვა.

ალბათ ეჭვი არავის ეპარება, რომ პერესი კარიმს ისკოს ფასში (25 მილიონი ევრო) ნამდვილად არ შეელევა, აქედან გამომდინარე თუკი "შავ-წითლებს" "თეთრების" დარწმუნება სურთ, საკმაოდ სერიოზული თანხის გადახდა მოუწევთ ფრანგის სანაცვლოდ.

არ არის გამორიცხული ორივე ფეხბურთელი "როსონერის" დაახლოებით 70-75 მილიონი ევრო დაუჯდეს. dle 10.1

  • Hala
  • 25 ივლისი 2014
  • 1809
  • 0

ინფორმაცია


ჯგუფ სტუმარი-ის წევრებს არ აქვთ კომენტარის დატოვების უფლება.

რეკლამა

სარეკლამო ადგილი

ლა ლიგის ცხრილი

ლა ლიგის ბომბარდირები

ფეხბურთელი
გოლი
1 დოვბიკი 18
2 ბელინგემი 17
3 მაიორალი 15
4 ბუდიმირი 15

ჩემპ. ლიგის ცხრილი

გუნდი
1 რეალი 6 6 0 0 18
2 ნაპოლი 6 3 1 2 10
3 ბრაგა 6 1 1 4 4
4 იუნიონ ბერლინი 6 0 2 4 2

სარეკლამო ადგილი

ჩვენ Facebook-ზე

სარეკლამო ადგილი

გამოკითხვა

„რეალის“ საუკეთესო ტაქტიკა ამ სეზონში არის...

4-3-3
4-4-2
4-2-3-1



მთვლელები

საიტის არქივი:

აპრილი 2024 (307)
მარტი 2024 (335)
თებერვალი 2024 (456)
იანვარი 2024 (411)
დეკემბერი 2023 (372)
ნოემბერი 2023 (391)