ანჩელოტი: „დი მარია მალე შემოგვიერთდება“

კარლო ანჩელოტიმ პირველი პრესკონფერენცია გამართა


რას იტყვით ბოლო დღეებში განხორციელებულ ტრანსფერებზე?

კლუბი კარგ სამუშაოს ასრულებს. ორივე ფეხბურთელი მნიშვნელოვანი შენაძენია. ისინი გააუმჯობესებენ კლუბში სიტუაციას. ძალიან კარგი და კონკურენტუნარიანი შემადგენლობა გვყავს. ვიცი, რომ კლუბი ბევრს მუშაობს გაუმჯობესებისთვის, როგორც ეს პრეზიდენტმა აღნიშნა.

წინა წელს თქვენი უმთავრესი მიზანი მეათის მოგება იყო. წელს რა მიზნები გაქვთ?

მეათე უმნიშვნელოვანესი იყო. ესაა ციკლის დასაწყისი და ყველაფერი წინა წელს დაიწყო. ტიტულები უწინდებურად გვწყურია და წელს მათ გამდიდრებას ვეცდებით. ასე რომ წლევანდელი წელი კიდევ უფრო კონკურენტუნარიანი იქნება.

კეილორ ნავასი თქვენი მოთხოვნით იყიდეს?

კეილორი "მადრიდის რეალის" ფეხბურთელი არ არის. ამჟამად სამი გოლკიპერი გვყავს ისე, როგორც წინა წელს. ჯერ მხოლოდ წინასასეზონო მომზადებას გავდივართ. იკერმა დღეს დაიწყო ვარჯიში. ჩვენთვის მეკარის პრობლემა არ დგას. წინა წელს ძალიან ბევრი დებატები იყო ამასთან დაკავშირებით, მაგრამ ეს სხვებისთვის იყო ასე, თორემ ჩემთვის ყველაფერი ნათელი გახლდათ. სეზონის დასაწყისში მივიღებ გადაწყვეტილებას, თუ ვინ იქნება სასტარტო შემადგენლობაში.

პიშეკის სახელმაც გაიჟღერა, რას იტყვით ამასთან დაკავშირებით?

დანი და არბელოა გვყავს. ხამესსა და კროოსსაც შეუძლიათ სხვადასხვა პოზიციებზე თამაში. ჩვენ არ გვჭირდება პიშეკი. ეს არ ნიშნავს იმას, რომ ის არ არის კარგი ფეხბურთელი, უბრალოდ მის პოზიციაზე საკმაოდ ძლიერი კონკურენციაა.

და დი მარია?

დი მარია "მადრიდის რეალის" ფეხბურთელია. ის მალე შემოუერთდება წინასასეზონო მზადების პროცესში გუნდს. კროოსთან და ხამესთან საკმაოდ დაძაბული კონკურენცია იქნება, მაგრამ, ჩემი აზრით, დიდ კლუბებში ასეც უნდა იყოს. წინა წელს სეზონის ბოლოს პრობლემები გვქონდა და ამ ორი ახალი ფეხბურთელის დამატებით უფრო ბრძოლისუნარიანი და კონკურენტული გავხდით.

წელსაც იქნება როტაცია მეკარეებში?

წინა წელს ყველაფერი წინასასეზონო მზადებისას გადავწყვიტეთ. წელს განსხვავებული მდგომარეობაა. იკერი იმავე დონეზე დაიწყებს, როგორც სხვები. წინასასეზონო მომზადების ბოლოს უკვე მეცოდინება ვინ იქნება სასტარტოში.

რა შეიცვალა წინა წლის შემდეგ?

წინა წელი მძიმე იყო. ფეხბურთელები საკმაოდ კონცენტრირებულნი არიან და ვხვეწთ გუნდურ თამაშს. უკეთესად შეგვიძლია განვითარება. ძალიან ბევრი ვიმუშავეთ გასულ წელს. იმედი გვაქვს, მიმდინარე სეზონში უკეთესი სტარტი გვექნება

ხამეს როდრიგესის მოყვანა აუცილებელი იყო?

"მადრიდის რეალის" ისტორია დამყარებულია იმ ფაქტზე, რომ აქ მხოლოდ საუკეთესო ფეხბურთელები თამაშობენ. კლუბმა მსოფლიოში ერთ-ერთი საუკეთესო ფეხბურთელი მოიყვანა. მომავალში კლუბს სჭირდება მისი ტიპის ფეხბურთელები.

ესპანეთმა მსოფლიოზე კრახი განიცადა. თუ შეადარებთ კეილორ ნავასისა და იკერი გამოსვლას, რომელმა მეკარემ უნდა დაიწყოს სასტარტოში თამაში?

(იცინის) ეხლა ნავასისა და კასილასის შედარება ადვილია. ესპანეთის მსოფლიო ჩემპიონატზე ჩავარდნა ისეთივეა, როგორც იტალიის, ინგლისის და ბრაზილიის. ესპანეთმა 2010 წელს მოიგო მსოფლიო ჩემპიონატი და ფეხბურთში თქვა თავისი სიტყვა. ესპანეთი მომდევნო ჩემპიონატებზე ყველას დაუმტკიცებს თავის ძალას.

ხამესი რატომ არ არის ამერიკის ტურნეზე?

ხამესმა მსოფლიო ჩემპიონატი 30 ივნისს დაასრულა და ფეხბურთელს ერთ თვიანი დასვენება ესაჭიროებოდა. ბენზემასა და ვარანესთან ერთად 01 აგვისტოს დაიწყებს ვარჯიშს. dle 10.1

  • shvela
  • 25 ივლისი 2014
  • 4137
  • 0

ინფორმაცია


ჯგუფ სტუმარი-ის წევრებს არ აქვთ კომენტარის დატოვების უფლება.

რეკლამა

სარეკლამო ადგილი

ლა ლიგის ცხრილი

ლა ლიგის ბომბარდირები

ფეხბურთელი
გოლი
1 ბელინგემი 16
2 დოვბიკი 16
3 მაიორალი 15
4 ბუდიმირი 15

ჩემპ. ლიგის ცხრილი

გუნდი
1 რეალი 6 6 0 0 18
2 ნაპოლი 6 3 1 2 10
3 ბრაგა 6 1 1 4 4
4 იუნიონ ბერლინი 6 0 2 4 2

სარეკლამო ადგილი

ჩვენ Facebook-ზე

სარეკლამო ადგილი

გამოკითხვა

„რეალის“ საუკეთესო ტაქტიკა ამ სეზონში არის...

4-3-3
4-4-2
4-2-3-1



მთვლელები

საიტის არქივი:

აპრილი 2024 (236)
მარტი 2024 (335)
თებერვალი 2024 (456)
იანვარი 2024 (411)
დეკემბერი 2023 (372)
ნოემბერი 2023 (391)