“კასტილიამ” ხუანფრანი გადაიბირა
“კასტილიამ” მორიგი შენაძენი გააკეთა. მადრიდელებმა “ხეტაფედან” ხუანფრანი გადაიბირეს.
ხუანფრანი 1988 წელს დაიბადა. ამპლუით ის უკანდახეული ფორვარდია, რომელიც ასევე ასპარეზობს მარჯვენა და მარცხენა გარემარბის პოზიციებზე. ფეხბურთელი “კასტილიაში” 3 სეზონს გაატარებს.
"კასტილიას" ახალწვეული “ხეტაფეს” ახალგაზრდული გუნდის აღზრდილია. მიქაელ ლაუდრუპის მწვრთნელობისას, მას მთავარ გუნდშიც ჰქონდა დებიუტი. გასული სეზონი ხუანფრანმა “ვილიარეალის” სარეზერვო გუნდში გაატარა და ამ კლუბს სეგუნდას საგზური მოაპოვებინა.
შეგახსენებთ, რომ ხუანფრანი, რუბენ რამოსის შემდეგ, ამ ზაფხულს “კასტილიას” რიგით მეორე შენაძენია. ჯერჯერობით კვლავაც უცნობია, თუ ვინ უთავკაცებს “რეალის” უმთავრეს სარეზერვო გუნდს მომდევნო სეზონში.
"კასტილია" შეკრებას 21 ივლისს განაახლებს.
ინფორმაციის წყარო: Marca.Com
- 15 ივლისი 2009
- 2265
- 0
ინფორმაცია
ჯგუფ სტუმარი-ის წევრებს არ აქვთ კომენტარის დატოვების უფლება.