კატალონიაში ხამესი რუშტუს შეადარეს

კატალონიელმა მოცლილმა ჟურნალისტებმა ხამეს როდრიგესის ტრანსფერი რუშტუს 2003 წელს "ბარსელონაში" გადასვლას შეადარეს.


ის ეიფორია, რომელიც ხამეს როდრიგესის "მადრიდის რეალში" გადასვლას მოჰყვა არახალია, წერს ჟურნალისტი. ანალოგიური ვითარება იყო კლუბში კაკას მოსვლის დროსაც, რომელმაც უდიდესი ფიასკო განიცადა "თეთრების" რიგებში. ხამეს როდრიგესის წინაპირობაც სწორედ ისეთია, როგორც კაკასი.

ხამეს როდრიგესის ტრანსფერი და სიტუაცია ძალიან გავს 2003 წელს "ბარსელონაში" თურქი გოლკიპერის რუშტუს გადმოსვლას. მაშინ რუშტუმ დიდებულად იასპარეზა მსოფლიო ჩემპიონატზე თურქეთის ეროვნული ნაკრების რიგებში, რომელმაც იაპონიასა და კორეაში გამართულ მსოფლიო ჩემპიონატზე მესამე ადგილი დაიკავა. მაშინდელმა მსოფლიო ჩემპიონატზე ნაჩვენებმა თამაშმა ის "ბარსელონაში" მოიყვანა, მაგრამ შემდეგ ვერაფერს ვერ გახდა კატალონიურ კლუბში. "ბარსას" შემდეგ მისი გაშვება მოუწია, ვინაიდან უკვე აშკარად აღარ აკმაყოფილებდა "ბლაუგრანას" დონეს.

ხამეს როდრიგესის სიტუაციაც ჯერჯერობით ასეთია და შემდგომში მსგავში განვითარებაც შეიძლება ჰქონდეს. ფლორენტინო პერესი, როგორც ყოველთვის, არ მოერიდა ფულის ფლანგვას და "მონაკოს" 80 მლნ. ევრო ჩაურიცხა ხამესის გადმოსაყვანად იმ თამაშების გამო, რა თამაშებიც მან მსოფლიო ჩემპიონატზე აჩვენა.

ვნახოთ როგორ განვიტარდება მოვლენები და გვექნება თუ არა საქმე მორიგ რუშტუსნაირ ფიასკოსთან. ხამესის მოყვანა ხომ ნიშნავს იმას, რომ კლუბიდან წასვლა მოუწევს იმ ფეხბურთელს, რომელმაც "მადრიდის რეალს" წინა სეზონში მოაგებინა სამეფო თასი და ჩემპიონთა ლიგა.

პს: კომენტარები სტატიაზე თქვენთვის მომინდვია, მე კი სიმართლე გითხრათ , მაგრად ვიხალისე - ავტ. dle 10.1

  • shvela
  • 24 ივლისი 2014
  • 4441
  • 0

ინფორმაცია


ჯგუფ სტუმარი-ის წევრებს არ აქვთ კომენტარის დატოვების უფლება.

რეკლამა

სარეკლამო ადგილი

ლა ლიგის ცხრილი

ლა ლიგის ბომბარდირები

ფეხბურთელი
გოლი
1 ბელინგემი 16
2 დოვბიკი 16
3 მაიორალი 15
4 ბუდიმირი 15

ჩემპ. ლიგის ცხრილი

გუნდი
1 რეალი 6 6 0 0 18
2 ნაპოლი 6 3 1 2 10
3 ბრაგა 6 1 1 4 4
4 იუნიონ ბერლინი 6 0 2 4 2

სარეკლამო ადგილი

ჩვენ Facebook-ზე

სარეკლამო ადგილი

გამოკითხვა

„რეალის“ საუკეთესო ტაქტიკა ამ სეზონში არის...

4-3-3
4-4-2
4-2-3-1



მთვლელები

საიტის არქივი:

აპრილი 2024 (236)
მარტი 2024 (335)
თებერვალი 2024 (456)
იანვარი 2024 (411)
დეკემბერი 2023 (372)
ნოემბერი 2023 (391)