დანიელა - ხამესის წარმატების საიდუმლო

ჟურნალისტების თქმით, დანიელა ოსპინა წარმოადგენს ხამეს როდრიგესის წარმატების მთავარ საიდუმლოს


დანიელ ოსპინა 16 წლიდან ხამეს როდრიგესის გვერდითაა. პირველად ისინი ერთმანეთს მაშინ შეხვდნენ, როცა "მადრიდის რეალის" ფეხბურთელი 17 წლის გახლდათ. მას შემდეგ ერთად არიან. ალბათ ყველა შეამჩნევდა, რომ დანიელა პრეზენტაციის დროს მუდამ ხამესის გვერდით იყო და ხშირ შემთხვევაში სურათებშიც ერთად არიან. აღნიშნული არ დარჩენიათ ყურადღების მიღმა ჟურნალისტებს.

დანიელა წარსულში ფრენბურთის მოთამაშე იყო და საკმაოდ კარგად ასპარეზობდა, ვინაიდან კოლუმბიის ეროვნულ ნაკრებშიც უთამაშია. მას შემდეგ, რაც ხამესს კოლუმბიის დატოვებამ და პორტუგალიაში გადმოსვლამ მოუწია, მანაც თავი დაანება ამ სპორტს და თან გაჰყვა თავის გულისწორს. "არ იყო ადვილი სახლის, ოჯახის მიტოვება და პორტუგალიაში გადასვლა"-იხსენებს დანიელა იმ დროს, როცა ხამესს პორტუგალიაში გაჰყვა. 2010 წელს მათ იქორწინეს, ამჟამად ჰყავთ ერთი შვილი სალომე, რომელიც 2013 წელს დაიბადა. ის, რომ დანიელა ამდენი ხანია ერთი ფეხბურთელის გვერდითაა უკვირთ კოლუმბიაში, სადაც ის არამარტო ხამესის მეუღლის სახელითაა ცნობილი, არამედ კოლუმბიის მეკარის დევიდ ოსპინას შვილადაც იცნობენ.

"ჩემი ძმა არასდროს არ ეუბნებოდა მამას, რომ ხამესს ველაპარაკებოდ. როცა უკვე შეხვედრებზე გადავედით, მაშინ სხვებმა მიუტანეს ამბები. ხამესი და მამაჩემი , როცა ყველაფერმა უფრო სერიოზული სახე მიიღო, ერთმანეთს შეხვდნენ კიდევაც"-იხსენებს დანიელა.

კოლუმბიაში და სხვადასხვა ქვეყნებში დანიელას იწვევენ ტელევიზიებში სამუშაოდ, მაგრამ მას ურჩევნია სახლში საკუთარ ოჯახის წევრებთან ერთად ყოფნა. სწორედ მის ამ საქციელს აფასებენ დიდად კოლუმბიაში და ამბობენ, რომ მისი დამსახურებაა ხამესის ასეთი წარმატება. სხვადასხვა წყაროების ცნობით, სწორედ დანიელამ შესძინა ხამესს სიმშვიდე და თავდაჯერებულობა, მაშინ როცა ის მსოფლიოში ერთ-ერთი გამორჩეულ ფეხბურთელად იქცა.

წყარო:MundoDeportivo.com dle 10.1

  • shvela
  • 24 ივლისი 2014
  • 3682
  • 0

ინფორმაცია


ჯგუფ სტუმარი-ის წევრებს არ აქვთ კომენტარის დატოვების უფლება.

რეკლამა

სარეკლამო ადგილი

ლა ლიგის ცხრილი

ლა ლიგის ბომბარდირები

ფეხბურთელი
გოლი
1 ბელინგემი 16
2 დოვბიკი 16
3 მაიორალი 15
4 ბუდიმირი 15

ჩემპ. ლიგის ცხრილი

გუნდი
1 რეალი 6 6 0 0 18
2 ნაპოლი 6 3 1 2 10
3 ბრაგა 6 1 1 4 4
4 იუნიონ ბერლინი 6 0 2 4 2

სარეკლამო ადგილი

ჩვენ Facebook-ზე

სარეკლამო ადგილი

გამოკითხვა

„რეალის“ საუკეთესო ტაქტიკა ამ სეზონში არის...

4-3-3
4-4-2
4-2-3-1



მთვლელები

საიტის არქივი:

აპრილი 2024 (203)
მარტი 2024 (335)
თებერვალი 2024 (456)
იანვარი 2024 (411)
დეკემბერი 2023 (372)
ნოემბერი 2023 (391)