შესანიშნავი ხუთეული

შემტევი ხუთეული, რომელიც მალე ევროპას მასტერკლასს ჩაუტარებს.


7,8,9,10,11 - ნომრები, რომელიც "ლოს ბლანკოსის" წინააღმდეგ გამოსულ გუნდს შიშის ზარს დასცემენ, ნომრები რომლებიც გუნდს ევროპაში დომინირებას მიანიჭებენ, ნომრები რომლებიც თავის სათამაშო ოსტატობით გუნდის შემტევ მენტალიტეტს უფრო გააძლიერებენ, ნომრები რომლებიც მეთერთმეტე ჩემპიონთა ლიგას მოიგებენ, ნომრები რომლებიც ეპოქას შექმნიან.

დიახ ეს რეალობაა. ფლორენტინო პერესმა კიდევ ერთხელ დაუმტკიცა ყველას, რომ მისთვის არცერთი ფეხბურთელის ყიდვა არანაირ პრობლემას არ წარმოადგენს და გუნდის ფინანსური შესაძლებლობები უსაზღვროა. კერ კიდევ ერთი კვირის წინ, მადრიდისტების გულები ტონი კროოსის ტრანსფერმა გაახარა, რომელმაც დატოვა ყოფილი კლუბი, მიუნხენის "ბაიერნი" და უფრო დიდ, უფრო დიად კლუბში გადმოვიდა, კლუბში რომელსაც ჩვენ ვგულშემატკივრობთ, კლუბში რომელიც გვიყვარს, კლუბში რომელსაც მადრიდის "რეალი" ჰქვია.

"ჩემი ოცნება რეალობად იქცა. მე მოვედი ყველაზე დიად კლუბში და ამით ბედნიერი ვარ"

კროოსი იმ მოთამაშეთა სიას მიეკუთვნებოდა, რომელსაც გუნდის ნახევარდაცვის გაძლიერება შეეძლოთ, იმის ფონზე რომ ალონსოს ასაკი ემატება, ხოლო ილარამ მასზე გაცემული ავანსები ვერ გაამართლა. აქედან გამომდინარე ანჩელოტიმ იპოვა იდეალური კანდიდატი და შემადგენლობაში მუნდიალის ერთ-ერთი გმირი მოიყვანა, რომელსაც ქვეყნისთვის მოპოვებულ თასში ლომის წვლილი მიუძღვის.

ბუნებრივია, სატრანსფერო ბაზარზე, ფლორენტინო მხოლოდ ერთი ნადავლით არ დაკმაყოფილდებოდა და ამჯერად მუნდიალის საუკეთესო გოლეადორი, ახალგაზრდა კოლუმბიელი, ხამეს როდრიგესი შეიძინა, რეკორდულ თანხად. ხამესმა მსოფლიო ჩემპიონატი მსვლელობისას არაერთხლ გამოხატა სიმპატიები მადრიდის "რეალის" მიმართ და გუნდში თამაშის სურვილი ღიად გამოთქვა. კლუბის ხელმძღვანლობამაც აღარ დაყოვნა და კიდევ ერთი ახალგაზრდა ტალანტი შემატა "ბლანკოსის" რეზერვს.

საბოლოო ჯამში ანჩელოტის და პერესის ძალისხმევით შეიქმნა უნიკალური ნახევარდაცვის და შეტვის ხაზი, რომლიც ნებისმიერ წუთს მზადაა საბრძოლველად და სასურველი შედეგის მისაღწევად. dle 10.1

ინფორმაცია


ჯგუფ სტუმარი-ის წევრებს არ აქვთ კომენტარის დატოვების უფლება.

რეკლამა

სარეკლამო ადგილი

ლა ლიგის ცხრილი

ლა ლიგის ბომბარდირები

ფეხბურთელი
გოლი
1 დოვბიკი 18
2 ბელინგემი 17
3 მაიორალი 15
4 ბუდიმირი 15

ჩემპ. ლიგის ცხრილი

გუნდი
1 რეალი 6 6 0 0 18
2 ნაპოლი 6 3 1 2 10
3 ბრაგა 6 1 1 4 4
4 იუნიონ ბერლინი 6 0 2 4 2

სარეკლამო ადგილი

ჩვენ Facebook-ზე

სარეკლამო ადგილი

გამოკითხვა

„რეალის“ საუკეთესო ტაქტიკა ამ სეზონში არის...

4-3-3
4-4-2
4-2-3-1



მთვლელები

საიტის არქივი:

აპრილი 2024 (326)
მარტი 2024 (335)
თებერვალი 2024 (456)
იანვარი 2024 (411)
დეკემბერი 2023 (372)
ნოემბერი 2023 (391)