ხამესის ერა დღეს იწყება!

ხამეს როდრიგესის პრეზენტაცია დღეს "სანტიაგო ბერნაბეუზე" შედგება


რამოდენიმე საათში "მადრიდის რეალი" გააკეთებს ოფიციალურ განცხადებას ხამეს როდრიგესის ტრანსფერთან დაკავშირებით. განცხადება ოფიციალურ ვებ-გვერდზე დაიდება. პარალელურად განცხადებას გაავრცელებს "მონაკოც". ხამესი "მადრიდის რეალთან" 6 წლიან კონტრაქტს გააფორმებს, რომლის დროსაც წლიურად შვიდ მილიონ ევროს მიიღებს. პრეზენტაცია ადგილობრივი დროით 19:00 ან 20:00 სთ-ზე "სანტიაგო ბერნაბეუზე" შედგება. ფეხბურთელი 10 ნომრიან მაისურს მოირგებს, რომელიც წინა სეზონის მანძილზე არავის არ ეცვა. სტადიონის კარი პრეზენტაციამდე ნახევარი საათით ადრე გაიღება იმ გულშემატკივრებისთვის, ვისაც დასწრება სურთ.

მანამდე ხამესი სამედიცინო შემოწმებას გაივლის სანიტასის კლინიკაში, საიდანაც "სანტიაგო ბერნაბეუსკენ" აიღებს გეზს, სადაც ფლორენტინო პერესთან ერთად კონტრაქტზე მოაწერს ხელს.

ამის შემდეგ "სანტიაგო ბერნაბეუზე" გულშემატკივრების წინაშე წარსდგება, ხოლო შემდეგ კი ჟურნალისტების კითხვებს უპასუხებს პრესკონფერენციაზე. მოსალოდნელია, რომ პრესკონფერენციას 300-მდე ჟურნალისტი დაესწრება.

წყარო: AS dle 10.1

  • shvela
  • 22 ივლისი 2014
  • 3841
  • 0

ინფორმაცია


ჯგუფ სტუმარი-ის წევრებს არ აქვთ კომენტარის დატოვების უფლება.

რეკლამა

სარეკლამო ადგილი

ლა ლიგის ცხრილი

ლა ლიგის ბომბარდირები

ფეხბურთელი
გოლი
1 ბელინგემი 16
2 დოვბიკი 16
3 მაიორალი 15
4 ბუდიმირი 15

ჩემპ. ლიგის ცხრილი

გუნდი
1 რეალი 6 6 0 0 18
2 ნაპოლი 6 3 1 2 10
3 ბრაგა 6 1 1 4 4
4 იუნიონ ბერლინი 6 0 2 4 2

სარეკლამო ადგილი

ჩვენ Facebook-ზე

სარეკლამო ადგილი

გამოკითხვა

„რეალის“ საუკეთესო ტაქტიკა ამ სეზონში არის...

4-3-3
4-4-2
4-2-3-1



მთვლელები

საიტის არქივი:

აპრილი 2024 (236)
მარტი 2024 (335)
თებერვალი 2024 (456)
იანვარი 2024 (411)
დეკემბერი 2023 (372)
ნოემბერი 2023 (391)