ისკოს გაყიდვა არ იგეგმება... ჯერ-ჯერობით

საათებიღა დარჩა ხამესის ტრანსფერის ოფიციალურად დადასტურებამდე. საფეხბურთო ექსპერტები კი ისკოს ბედით დაინტერესდნენ.


ექს-მალაგელი ფეხბურთელი დარწმუნებულია, რომ როდრიგესის ტრანსფერი მას არანაირ პრობლემას არ შეიქმნის. პირიქით, ხელს შეუწყობს განვითარებაში, რადგან კონკურენციის პირობებში უფრო მეტ დროს დაუთმობს ვარჯიშს. ალარკონი რეალმა გასულ სეზონში შეიძინა და ჯამში 53 მატჩში მიიღო მონაწილეობა, აქედან 35 შეხვედრა ძირითადი შემადგენლობიდან დაიწყო. ამ პერიოდში 22 წლის ესპანელმა 11 გოლის გატანა მოახერხა, რაც ნახევარმცველისთვის ურიგო შედეგი ნამდვილად არ არის.

როგორც ირკვევა, არც მადრიდის რეალს სურს მაინცდამაინც ფეხბურთელის გაყიდვა, რადგან პერესი ესპანიზაციის პოლიტიკაზე უარს არ ამბობს. მისი აზრით, მადრიდის რეალის ბირთვს ესპანელები უნდა შეადგენდნენ და ისკო მთელს სამეფოში ერთ-ერთ საუკეთესო ფეხბურთელად მიაჩნია.

სატრანსფერო ფანჯრის დახურვამდე მადრიდის რეალს 5 ოფიციალური თამაშის გამართვა მოუწევს, ეს იქნება ისკოსთვის გამოსაცდელი ვადა, იმ შემთხვევაში თუ ანჩელოტი დაინახავს მისგან სარგებელს. ალარკონი გუნდს არ დატოვებს. ამას ემატება ის ფაქტიც, რომ ანჩელოტის ძალიან მოსწონს ფეხბურთელი. იტალიელი სპეციალისტის აზრით, ის ძალიან ჰგავს ზეედორფს. მისი ვარაუდი გამართლდა კიდეც, როდესაც ახალგაზრდა ნახევარმცველმა სეზონის ბოლოს ბრწყინვალე თამაშით დაამახსოვრა ყველას თავი და რამდენიმე თვიანი წარუმატებლობის შემდეგ შეეგუა მისთვის უჩვეულო პოზიციაზე თამაშს.

მიუხედავად ამისა, ისკოს შეძენით ძალიან ბევრი კლუბი ინტერესდება და თუ მან ვეღარ მოიპოვა ანჩელოტის ნდობა, არ არის გამორიცხული სატრანსფერო ფანჯრის მიწურულს სხვა გუნდის ფორმა მოირგოს.
dle 10.1

  • Junior
  • 21 ივლისი 2014
  • 2193
  • 0

ინფორმაცია


ჯგუფ სტუმარი-ის წევრებს არ აქვთ კომენტარის დატოვების უფლება.

რეკლამა

სარეკლამო ადგილი

ლა ლიგის ცხრილი

ლა ლიგის ბომბარდირები

ფეხბურთელი
გოლი
1 ბელინგემი 16
2 დოვბიკი 16
3 მაიორალი 15
4 ბუდიმირი 15

ჩემპ. ლიგის ცხრილი

გუნდი
1 რეალი 6 6 0 0 18
2 ნაპოლი 6 3 1 2 10
3 ბრაგა 6 1 1 4 4
4 იუნიონ ბერლინი 6 0 2 4 2

სარეკლამო ადგილი

ჩვენ Facebook-ზე

სარეკლამო ადგილი

გამოკითხვა

„რეალის“ საუკეთესო ტაქტიკა ამ სეზონში არის...

4-3-3
4-4-2
4-2-3-1



მთვლელები

საიტის არქივი:

აპრილი 2024 (236)
მარტი 2024 (335)
თებერვალი 2024 (456)
იანვარი 2024 (411)
დეკემბერი 2023 (372)
ნოემბერი 2023 (391)