Goal.Com: "შეთანხმება მიღწეულია - ხამესი რეალში ითამაშებს"

Goal.Com-ის ჟურნალისტის, დანკან კასტლის ინფორმაციით მადრიდის რეალი და მონაკო ხამეს როდრიგესის ტრანსფერზე შეთანხმდნენ. თეთრები ახალგაზრდა კოლუმბიელის სანაცვლოდ ზუსტად იმდენივეს გადაიხდიან, რამდენიც ბარსელონამ გაიღო ლუის სუარესის სანაცვლოდ (88 მლნ. ევრო).


კლუბებს შორის შეთნხმება უკვე შედგა, ახლა საჭიროა მადრიდის რეალი და თავად ფეხბურთელი შეთანხმდნენ კონტრაქტის პირობებზე. პერესის მთავარ სამიზნეს სატრანსფერო ფანჯრის გახსნისთანავე წარმოადგენდა 23 წლის ფეხბურთელი და საკმაოდ სოლიდურ ხელფასსაც სთავაზობს. სამწუხაროდ Goal.Com-მა ვერ გაარკვია რამდენი იქნება როდრიგესის ანაზღაურება მადრიდის რეალში.

იმ შემთხვევაში, თუ აღნიშნული ტრანსფერი წარმატებით განხორციელდება ხამესი სუარესთან ერთად მსოფლიო სატრანსფერო რეკორდებში მესამე ადგილს გაიყოფს. ისკო ალარკონს კი ახალი კლუბის ძებნა მოუწევს. ყველაზე მეტად მისი სამსახურით ლივერპულია დაინტერესებული.

სამეფო კლუბი კიდევ ერთ კოლუმბიელ ფეხბურთელს - რადამელ ფალკაოს აკვირდება, მაგრამ აქ მდგომარეობა სხვაგვარად არის, პერესი სამედიცინო დეპარტამენტის წარმომადგენლებისგან ელოდება პასუხს, ვინაიდან ფორვარდს სერიოზული ტრავმა ჰქონდა და სამეფო კლუბის პრეზიდენტს დიდი თანხით გარისკვა არ სურს.

ინფორმაციის წყარო: Goal.Com dle 10.1

  • Junior
  • 21 ივლისი 2014
  • 3082
  • 0

ინფორმაცია


ჯგუფ სტუმარი-ის წევრებს არ აქვთ კომენტარის დატოვების უფლება.

რეკლამა

სარეკლამო ადგილი

ლა ლიგის ცხრილი

ლა ლიგის ბომბარდირები

ფეხბურთელი
გოლი
1 ბელინგემი 16
2 დოვბიკი 16
3 მაიორალი 15
4 ბუდიმირი 15

ჩემპ. ლიგის ცხრილი

გუნდი
1 რეალი 6 6 0 0 18
2 ნაპოლი 6 3 1 2 10
3 ბრაგა 6 1 1 4 4
4 იუნიონ ბერლინი 6 0 2 4 2

სარეკლამო ადგილი

ჩვენ Facebook-ზე

სარეკლამო ადგილი

გამოკითხვა

„რეალის“ საუკეთესო ტაქტიკა ამ სეზონში არის...

4-3-3
4-4-2
4-2-3-1



მთვლელები

საიტის არქივი:

აპრილი 2024 (225)
მარტი 2024 (335)
თებერვალი 2024 (456)
იანვარი 2024 (411)
დეკემბერი 2023 (372)
ნოემბერი 2023 (391)