Cadena Ser : "პერესმა "მონაკოსთან" შეთანხმებას მიაღწია"

ცნობილი რადიოსა და გამოცემის Cadena Ser-ის ინფორმაციით ფლორენტინო პერესი "ფინიშში გავიდა". ესპანელმა პრეზიდენტმა "მონაკოელებთან" დიალოგი დაასრულა და ხამეს როდრიგესი მომდევნო სეზონში მადრიდის "რეალის" ფეხბურთელად მოგვევლინება...


ტრანსფერში არცერთი მადრიდელი ფეხბურთელი არ ჩართულა. პერესი ფრანგების საბანკო ანგარიშზე 70 მილიონ ევროს ჩარიცხავს, რის სანაცვლოდა კოლუმბიელი "ბლანკოსის" სრულფასოვანი წევრი გახდება.

დედაქალაქელებს როდრიგესისთვის 6 წლიანი კონტრაქტი აქვთ მომზადებული.

მომდევნო კვირაში მსოფლიო ჩემპიონატის საუკეთესო ბომბარდირი სამეფო კლუბის პრეზიდენტს შეხვდება და კონტრაქტს მოაწერს ხელს, რის შემდეგაც მისი პრეზენტაცია შედგება.

ყველანაირი ფორმალობის გავლის შემდეგ, როდრიგესს რამდენიმე დღე კვლავ ექნება შვებულებით დასატკბობად, შემდეგ კი ამერიკის შეერთებულ შტატებში მოუწევს გამგზავრება და პრე-სეზონის "მერენგებთან" ერთად დაწყება.

რამდენად შეესაბამება ეს ინფორმაცია სიმართლეს დარწმუნებით ვერ ვიტყვით, თუმცა ზემოხსენებული წყარო ესპანეთში საკმაოდ ანგარიშგასაწევ და სანდო ინფორმატორად ითვლება.

დაველოდოთ მოვლენათა განვითარებას. dle 10.1

  • Hala
  • 20 ივლისი 2014
  • 3759
  • 0

ინფორმაცია


ჯგუფ სტუმარი-ის წევრებს არ აქვთ კომენტარის დატოვების უფლება.

რეკლამა

სარეკლამო ადგილი

ლა ლიგის ცხრილი

ლა ლიგის ბომბარდირები

ფეხბურთელი
გოლი
1 დოვბიკი 18
2 ბელინგემი 17
3 მაიორალი 15
4 ბუდიმირი 15

ჩემპ. ლიგის ცხრილი

გუნდი
1 რეალი 6 6 0 0 18
2 ნაპოლი 6 3 1 2 10
3 ბრაგა 6 1 1 4 4
4 იუნიონ ბერლინი 6 0 2 4 2

სარეკლამო ადგილი

ჩვენ Facebook-ზე

სარეკლამო ადგილი

გამოკითხვა

„რეალის“ საუკეთესო ტაქტიკა ამ სეზონში არის...

4-3-3
4-4-2
4-2-3-1



მთვლელები

საიტის არქივი:

აპრილი 2024 (323)
მარტი 2024 (335)
თებერვალი 2024 (456)
იანვარი 2024 (411)
დეკემბერი 2023 (372)
ნოემბერი 2023 (391)