სალგადო : "მორატას წასვლა არასასიამოვნოა"

მიჩელ სალგადოს განცხადებით, ფლორენტინო პერესმა ალვარო მორატას გაშვებით დიდი შეცდომა დაუშვა...


"წინა წელს კარლო ანჩელოტის გადაწყვეტილებით, ალვარო მორატა სამეფო კლუბის მთავარი გუნდის წევრი გახდა. მან მოიგო ჩემპიონთა ლიგა და კოპა დელ რეი, ამასთან ერთად დააგროვა დიდი გამოცდილება, რადგან ევროსარბიელზე ასპარეზობა ძალიან რთულია."

"ვთვლი, რომ მომდევნო სეზონი ესპანელისთვის ძალიან ნაყოფიერი იქნებოდა, თანაც მას ჯერ-ჯერობით ძირითად შემადგენლობაში თამაშზე პრეტენზია ნამდვილად არ აქვს, აქედან გამომდინარე კარიმ ბენზემას შემცვლელად ყოფნა ოპტიმალური ვარიანტი იყო და მთავარ მწვრთნელს ბევრი თავსტეხი არ ექნებოდა."

"ჩვენ შარშანდელის შემდეგ მივიღეთ ბევრად უფრო გამოცდილი და პროდუქტიული ალვარო,თუმცა მას დარჩენაში ხელი შეუშალეს, რაც ძალიან სამწუხარია."

"რეალს მხოლოდ ერთი ფორვარდი დარჩა, ახლა სამეფო კლუბი იძულებულია წინახაზელი დაიმატოს, რომელიც როგორ მოერგება სამეფო კლუბის სათამაშო ფილოსოფიას კაცმა არ იცის, ალვარო კი "თეთრი" მაისურით გაიზარდა და ძალიან უყვარს "ბლანკოსი". ვფიქრობ "კასტიელილი" იუვეში ძალიან პროდუქტიული იქნება, თუმცა მას არც ესპანეთის დედაქალაქში დაეწუნებოდა მარგი ქმედების კოეფიციენტი."

"ერთხელ და სამუდამოდ ყველამ უნდა გაითავისოს, რომ პერსპექტიული "კანტერანოების" გაყიდვა გუნდს სარგებელს არ მოუტანს. შესაძლოა ვცდები, მაგრამ ბევრმა მაგალითმა გვაჩვენა, რომ "რეალს" საკმაოდ ძლიერი აკადემია ჰყავს, უბრალოდ რესურსის სწორად გამოყენებაა საჭირო." dle 10.1

  • Hala
  • 20 ივლისი 2014
  • 1731
  • 0

ინფორმაცია


ჯგუფ სტუმარი-ის წევრებს არ აქვთ კომენტარის დატოვების უფლება.

რეკლამა

სარეკლამო ადგილი

ლა ლიგის ცხრილი

ლა ლიგის ბომბარდირები

ფეხბურთელი
გოლი
1 დოვბიკი 18
2 ბელინგემი 17
3 მაიორალი 15
4 ბუდიმირი 15

ჩემპ. ლიგის ცხრილი

გუნდი
1 რეალი 6 6 0 0 18
2 ნაპოლი 6 3 1 2 10
3 ბრაგა 6 1 1 4 4
4 იუნიონ ბერლინი 6 0 2 4 2

სარეკლამო ადგილი

ჩვენ Facebook-ზე

სარეკლამო ადგილი

გამოკითხვა

„რეალის“ საუკეთესო ტაქტიკა ამ სეზონში არის...

4-3-3
4-4-2
4-2-3-1



მთვლელები

საიტის არქივი:

აპრილი 2024 (294)
მარტი 2024 (335)
თებერვალი 2024 (456)
იანვარი 2024 (411)
დეკემბერი 2023 (372)
ნოემბერი 2023 (391)