უბრალოდ "ელ კაპიტანო"(ნაწილი II)


მოგეხსენებათ,გუშინ შემოგთავაზეთ "ელ კაპიტანოს" ანუ რაულ გონსალეს ბლანკოს ბლოგერი სადაც აღწეილი იყო მისი მცირედი საფებურთო კარიერა ,დღეს კი ვასრულებდ დაპირებას და გთავაზობთ გაგრძელებას.

ეროვნული ნაკრები და პირველი გოლი ნაკრების მაისურში:

რაულმა თავისი პირველი ბურთი ეროვნული ნაკრების მაისურით 1998 წლის მუნდიალის საკვალიფიკაციო ეტაპზე გაიტანა, იუგოსლავიის ნაკრების წინააღმდეგ. ესპანელთა თავკაცმა, ხავიერ კლემენტემ ამჯერად წაიყვანა მუნდიალზე რაული. გონსალეს ბლანკომ პირველ შეხვედრაში, ნიგერიასთან პირველი გოლი გაიტანა მსოფლიო ჩემპიონატზე. ის მატჩი ესპანელებმა საბოლოოდ მაინც წააგეს - 2:3. შემდეგი მატჩიც რაულმა ძირითადში დაიწყო, თუმცა მეორე ტაიმის დასაწყისშივე გაიყვანა იგი მინდვრიდან კლემენტემ. ბოლო ტურში კი რაულმა მეორე ტაიმის მე-5 წუთზე ეშტიგარიბია შეცვალა. საბოლოოდ ესპანეთმა ვერ შეძლო ჯგუფიდან გასვლა.

კარიერის ერთ-ერთი საუკეთესო სეზონი:

ალბათ ყველას მოგეხსენებათ თუ რაოდენ რთული სეზონი ჰქონდა მადრიდულ გრანდს, 1998-99 წლებში. მათ 4 მწვრთნელი შეიცვალეს და მორიგი უტიტულო სეზონი ჩაატარეს. თუმცა რაულ გონსალეს ბლანკომ კარიერაში პირველად მოიგო პაჩიჩის პრიზი. მან ლა ლიგაში 37 მატჩი ჩაატარა და 25 ბურთის შეგდება შეძლო. გარდა ამისა ჩემპიონთა ლიგაზე გამართულ 8 შეხვედრაში, 3-ჯერ გამოიჩინა თავი. რაულმა აგრეთვე პირველი დუბლი გაიფორმა კლასიკოში და სეზონის ბოლოს კარიერაში მეორედ დასახელდა საუკეთესო ესპანელ ფეხბურთელად.

ვისენტე დელ ბოსკეს ოქროს 4 წელიწადი და „გალაქტიკო“:

1999 წლის ზაფხულში მადრიდის „რეალის“ მთავარ მწვრთნელად, ვისენტე დელ ბოსკე დაინიშნა. გარდა ამისა გუნდში უამრავი ცვლილება მოხდა. გუნდი დატოვეს: კრისტიან პანუჩიმ, დავორ შუკერმა, პრედრიგ მიიატოვიჩმა. სამაგიეროდ მადრიდული გუნდის შემადგენლობა შეავსეს: ივან ელგერამ, მიჩელ სალგადომ, სტივ მაკმანიმანმა, ჟერემიმ და ნიკოლას ანელკამ. ცხადია ახალ ფეხბურთელებს შეთამაშება ჭირდებოდათ, რის გამოც მადრიდული გრანდის სტარტი ლა ლიგაში ცუდი გამოდგა. საწყისი 10 ტურის შემდეგ, სამეფო კლუბს მხოლოდ 12 ქულა ჰქონდა. რაულთან მიმართებაში კი გამოსაყოფია მეშვიდე ტურში გამართული ელ კლასიკო, კამპ ნოუზე.

კატალონიური გუნდი 2:1 იგებდა, როდესაც 5 წუთით ადრე ძირითადი დროის დამთავრებამდე, რაულმა აღადგინა წონასწორობა. „ელ კაპიტანომ“ გოლი ჩვეულ სტილში არ აღნიშნა, მან საჩვენებელი თითი ტუჩებზე მიიდო და „დაადუმა“ კატალონიური პუბლიკა. მსგავსი ტიპის აღნიშვნა არაერთხელ გამოუყენებიათ მადრიდელ მოთამაშეებს, ამ ბოლო დროს კი კრიშტიანო რონალდო „აწყნარებს“ ხოლმე ესეთ სტილში კატალონიელ ქომაგებს, თუმცა პირველი ეს გონსალეს ბლანკომ გააკეთა. სამაგიეროდ მადრიდელებმა ძალიან დამაჯერებლად ჩაიარეს პირველი ჯგუფური ეტაპი ჩემპიონთა ლიგაზე. ლა ლიგის პირველი წრე საშინელი გამოდგა, რის შემდეგაც დელ ბოსკეს გუნდი გათამაშების მე-11 ადგილზე იყო.

უბრალოდ "ელ კაპიტანო"(ნაწილი II)


მადრიდულ გრანდს სერიოზული პრობლემები შეექმნა მეორე ჯგუფურ ეტაპზე. ჯგუფში საწყისი ორი გამარჯვების მერე, ბოსკეს გუნდი ორი მატჩს ჯამში 3:8 განადგურდა მიუნხენის „ბაიერნთან“. იმავე რაულის გოლის წყალობით სამეფო კლუბმა მოახერხა ბოლო ტურში გამარჯვების მოპოვება და შემდეგ ეტაპზე გასვლა. „რეალს“ მეოთხედფინალში სერ ალექსის „მანჩესტერ იუნაიტედი“ შეხვდა წილად. პირველი მატჩი სანტიაგო ბერნაბეუზე, უგოლო ფრით დასრულდა. ოლდ ტრაფორდე კი „რეალმა“ სეზონის ერთ-ერთი საუკეთესო მატჩი ჩაატარა. მადრიდელები 52-ე წუთისთვის 3:0 იგებდნენ. სამიდან ორი ბურთი რაულის ანგარიშზე იყო. საბოლოოდ ინგლისელებმა გაიბრძოლეს და ორი ბურთი გაქვითეს კიდეც, მაგრამ ნახევარფინალში ბოსკეს გუნდი გავიდა. იქ კი „ბაიერნი“ იყო მეტოქე. ესპანეთში მასპინძლებმა 2:0 იმარჯვეს ანელკას გოლის და იერემისის ავტოგოლის წყალობით. მიუნხენში კი გერმანელებმა 2:1 მოიგეს, მაგრამ იმავე ანელკას თავური როგორც ჩანს გადამწყვეტი აღმოჩნდა და „რეალი“ ფინალში გავიდა. ვისენტე დელ ბოსკეს ლიგა აუცილებლად უნდა მოეგო, ვინაიდან ჩემპიონატში სიტუაცია კი გამოასწორეს, თუმცა მე-5 ადგილი ნამდვილად არ იყო ის შედეგი, რასაც ისახავდა მადრიდული გრანდის ხელმძღვანელობა, აგერთვე კოპა დელ რეის ნახევარფინალში მარცხი „ესპანიოლთან“...ასე რომ ბოსკეს ლიგის მოგება თუ უშველიდა. სტად დე ფრენსზე გამართული გადამწყვეტი მატჩი, რაულის კარიერაში ერთ-ერთი საუკეთესოა თუ საუკეთესო არა. „რეალმა“ თამაში იდეალურად დაიწყო და ანგარიში 39-ე წუთზ გაიხსნა. სალგადოს ბრძოლის შედეგად ანგარიში მორომ გახსნა. 67-ე წუთზე კი სტივ მაკმანიმანმა ულამაზესი ბურთი გაიტანა, ზუსტად 8 წუთში კი მთელი გუნდით წინ წასული „ვალენსია“, მადრიდელებმა კონტრშეტევაზე დაიჭირეს და გონსალეს ბლანკომ საბოლოო ანგარიში დააფიქსირა - 3:0. გარდა ამ გოლისა მან გააწამა მეტოქე გუნდის მცველები და მართლაც რომ შესანიშნავი მატჩი ჩაატარა. რაულმა და კამპანიამ სრულიად დამსახურებულად მოიგეს ჩემპიონთა ლიგა, მერვედ. „ელ კაპიტანო“ ლიგის საუკეთესო ბომბარდირი გახდა 10 გატანილი ბურთით და ზედიზედ მეორედ დასახელდა საუკეთესო ესპანელ მოთამაშედ.

უბრალოდ "ელ კაპიტანო"(ნაწილი II)

უბრალოდ "ელ კაპიტანო"(ნაწილი II)


ამის შემდეგ კი მოდის ევროპის ჩემპიონატი. ტურნირი რომელშიც რაულის კარიერაში ყველაზე უსიამუვნო ფაქტი მოხდა. ხოსე ანტონიო კამაჩოს გუნდმა საშინლად დაიწყო ჩემპიონატი. ესპანელები ნორვეგიასთან დამარცხდნენ 0:1. თუმცა შემდეგ ტურში რაულის და ეშტიბერიას გოლებით 2:1 დაამარცხეს სლოვენიის ნაკრები. ბოლო ტურში კი ესპანელებს გამარჯვება აწყობდათ, რათა გასულიყვნენ შემდეგ ეტაპზე და არ ყოფილიყვნენ დამოკიდებულნი მეორე თამაშის შედეგზე. მატჩი იუგოსლავიასა და ესპანეთს შორის ევროპის ჩემპიონატის ისტორიაშია შესული, როგორც ერთ-ერთი ყველაზე სანახაობრივი, დაძაბული და საინტერესო შეხვედრა. ანგარიში 30-ე წუთზე მილოშევიჩმა გახსნა. ზუსტად 8 წუთში ალფონსომ აღადგინა წონასწორობა. მეორე ტაიმის მე-5 წუთზე იუგოსლავია კვლავ წინ გაიყვანა დეიან გოვედარიცმა, მაგრამ მეტოქის შემდეგივე შეტევა, მუნიტისის ულამაზესი გოლით დასრულდა. 75-ე წუთზე კი კომლიენოვიჩმა ესპანელები შოკში ჩააგდო, 10 კაციანმა იუგოსლავიის ნაკრები წინ გავიდა. მსაჯის მიერ დამატებულ 6 წუშთი კი მოხდა ნამდვილი სასწაული. ჯერ 94-ე წუთზე გაიზკა მენდიეტამ პენალტით აღადგინა წონასწორობა, ბოლო წამებზე კი ალფონსომ მორიგი ლამაზი ბურთი გაიტანა და ნამდვილი თრილერი დაასრულა, ესპანეთის ნაკრების გამარჯვებით.

მეოთხედფინალში კი ესპანელების მეტოქე, მსოფლიოს ჩემპიონი საფრანგეთის ნაკრები იყო. ანგარიში ზიზუმ გახსნა ულამაზესი საჯარიმო დარტყმით. 8 წუთში კი მუნიტისმა პენალტი მოუტანა ესპანელებს, რომელიც გაიზკა მედნიეტამ გამოიყენა. პირველი ტაიმის მიწურულს, ჯორკაეფმა კვლავ დააწინაურა ფრანგები. ესპანელები მთელი მეორე ტაიმის განმავლობაში ცდილობდნენ გოლის გატანას და აი, ბოლო წუთებზე ფაბიან ბარტეზი არღვევს თამაშს წესებს საკუთარ საჯარიმოში, ინიშნება პენალტი, რომელიც რაღათქმაუნდა მენდიეტას უნდა დაერტყა, მაგრამ გაიზკა მინდორზე აღარ იყო. პასუხისმგებლობა საკუთარ თავზე რაულმა აიღო და ბურთი კარს გადააცილა. ეს მართლაც დიდი ფსიქოლოგიური დარტყმა იყო, მაგრამ რაული არ დაეცა, მას ყველა გვერდში დაუდგა და ამ პენალტს მის მომავალზე არანერი გავლენა არ უქონია. გონსალეს ბლანკო ტურნირის სიმბოლურშიც მოხვდა.

უბრალოდ "ელ კაპიტანო"(ნაწილი II)


ახალი სეზონში კი მადრიდელთა მიზანი ლა ლიგის ტიტულის დაბრუნება და აგრეთვე ჩემპიონთა ლიგის ტიტულის დაცვა იყო. თუმცა მთავარი ამბები ზაფხულში განვითარდა, როდესაც „რეალის“ ახალ პრეზიდენტად, ფლორენტინო პერესი დაინიშნა. მან გააკეთა ორი ისეთი ტრანსფერი, რამაც შოკში ჩააგდო მადრიდისტები. გაუშვა რა საუკეთესო ფორმაში მყოფი ფერნანდო რედონდო და ამ ცოდვის გამოსასყიდად, „ბარსელონადან“ გადაიბირა ლუიშ ფიგუ. მადრიდელებმა აგრეთვე დაიმატეს უნიჭიერესი ფრანგი საყრდენი, კლოდ მაკელელე, რომელიც ბოსკემ ერთ-ერთ საუკეთესოდ აქცია თავის პოზიციაზე. სამეფო კლუბმა თავიდანვე მიხედა საქმეს და პირველი წრის შემდეგ გაიმყარა პირველი ადგილი, 39 ქულით. ჩემპიონთა ლიგაზე მადრიდელები მშვენივრად გამოიყურებოდნენ. პირველი ჯგუფური ეტაპი წარმატებით გაიარეს და მეორე ჯგუფი კი კიდევ უფრო დამაჯერებლად მოიგეს. ყველასათვის მოულოდნელად, მადრიდელები კოპა დელ რეის გათამაშებას, პირველივე რაუნდში გამოეთიშნენ. ლიგაზე კი მეოთხედფინალში ესპანელებს ძალიან გაუჭირდათ. „გალათასარაისთან“ პირველი მატჩი მადრიდელებისთვის იდეალურად დაიწყო, ისინი პირველი ტაიმის შემდეგ 2:0 იგებდნენ. თუმცა მეორე ნახევარში თურქებმა, იუმიტ დავალას, ჰასან სასის და მარიო ჟარდელის გოლებით სასწაულად შემოატრიალეს შეხვედრა. მიუხედავად ამისა სანტიაგო ბერნაბეუზე რაულის დუბლით და ელგერას ერთი გოლით, სამეფო კლუბი შემდეგ ეტაპზე გავიდა. იქ კი მეტოქე „ბაიერნი“ იყო, რომელსაც რევანში სწყუროდა. აღსანიშნავია, რომ მადრიდელები დამონირებდნენ, ქმნიდნენ უამრავ მომენტს, მაგრამ ოლივერ კანის კარის აღება იმ საღამოს შეუძლებელი იყო, ტიტანი არანორმალურ ფორმაში იყო. მეორე ტაიმის დასაწყისში კი ჯოვანი ელბერის შორეულმა დარტყმამ სამეფო კლუბმა მძიმე სიტუაციაში ჩააგდო. მიუნხენში მასპინძლებმა 2:1 იმარჯვეს და გამოთიშეს მოქმედი ჩემპიონი ევროპის ყველაზე პრესტიჟულ გათამაშებას. სამაგიეროდ მადრიდულმა გრანდმა ფანტასტიკური მეორე წრე ჩაატარა და გახდა ესპანეთის ჩემპიონი, 3 წლიანი პაუზის შემდეგ. რაული კი ლა ლიგის საუკეთესო ბომბარდირი გახდა, 24 გატანილი გოლით. „ელ კაპიტანო“ ზედიზედ მეორედ გახდა ლიგის საუკეთესო ბომბარდირი, ამჯერად 7 გოლით. ასევე აღსანიშნავია, რომ რაულმა ჰეთ-რიქი გაიფორმა ესპანეთის სუპერთასის მეორე მატჩში და სწორედ მისი დიდებული თამაშის წყალობით მოიპოვა ეს ტიტული სამეფო კლუბმა. მან კარიერაში მეორედ მოიგო პაჩიჩის პრიზი და ზედიზედ მესამედ დასახელდა საუკეთესო ესპანელ ფეხბურთელად. „ელ კაპიტანომ“ ჯამში ყველა ტურნირზე ერთად 50 მატჩი ჩაატარა და 32-ჯერ გამოიჩინა თავი. მან ფანტასტიკური სეზონი ჩაატარა და ოქროს ბურთისთვის ბოლომდე იბრძოლა, თუმცა მხოლოდ მეორე პოზიციას დასჯერდა.

გაგრძელება იქნება...

ავტორი:გიორგი ნაროუშვილი
სპეციალურად halamadrid.ge-სთვის

უბრალოდ "ელ კაპიტანო"(ნაწილიI) dle 10.1

ინფორმაცია


ჯგუფ სტუმარი-ის წევრებს არ აქვთ კომენტარის დატოვების უფლება.

რეკლამა

სარეკლამო ადგილი

ლა ლიგის ცხრილი

ლა ლიგის ბომბარდირები

ფეხბურთელი
გოლი
1 ბელინგემი 16
2 დოვბიკი 16
3 მაიორალი 15
4 ბუდიმირი 15

ჩემპ. ლიგის ცხრილი

გუნდი
1 რეალი 6 6 0 0 18
2 ნაპოლი 6 3 1 2 10
3 ბრაგა 6 1 1 4 4
4 იუნიონ ბერლინი 6 0 2 4 2

სარეკლამო ადგილი

ჩვენ Facebook-ზე

სარეკლამო ადგილი

გამოკითხვა

„რეალის“ საუკეთესო ტაქტიკა ამ სეზონში არის...

4-3-3
4-4-2
4-2-3-1



მთვლელები

საიტის არქივი:

აპრილი 2024 (225)
მარტი 2024 (335)
თებერვალი 2024 (456)
იანვარი 2024 (411)
დეკემბერი 2023 (372)
ნოემბერი 2023 (391)