მადრიდში ნეგრედოს სერიოზულად განიხილავენ, ფეხბურთელი უარზეა

ესპანურ გამოცემებზე დაყრდნობით, მადრიდის "რეალი" ასმაგი ძალით შეუდგა ფორვარდის ძიებას, რადგან ალვარო მორატამ კლუბი დატოვა და წინა ხაზში მხოლოდ კარიმ ბენზემაა დარჩენილი, რომელიც ჯერ-ჯერობით შვებულებაში იმყოფება, რაც მსოფლიო ჩემპიონატზე ასპარეზობით გახლავთ განპირობებული...


ალვარო ნეგრედო მადრიდის "რეალის" აღზრდილია, თუმცა "კანტერანომ" მთავარ კლუბში ფეხი ვერ მოიკიდა, რამაც მისი სხვადასხვა კლუბში მოგზაურობა განაპირობა. საბოლოო ჯამში კი ის მანჩესტერ "სიტის" ფეხბურთელი გახდა და პრემიერლიგაში საკმაოდ კარგად იასპარეზა.

ცოტა ხნის წინ ვრცელდებოდა ინფორმაციები იმის შესახებ, რომ მადრიდის "ატლეტიკოს" ხელმძღვანელობა დიეგო კოშტას შემცვლელს სწორედ ალვარო ნეგრედოში ხედავდა, თუმცა "სიტიმ" მოთამაშე არ გაუშვა და "როხიბლანკომაც" მარიო მანჯუკიჩი დაიმატა მიუნხენის "ბაიერნის" შემადგენლობიდან.

ნეგრედო ფიქრობს, რომ მადრიდში მას მომავალი არ აქვს, ამიტომ გადასვლაზე უარს აცხადებს.

"ინგლისში გადმოსვლა ძალიან გამიჭირდა, მქონდა რთული პერიოდები , თუმცა ყველაფრის დაძლევა მოვახერხე, უკვე ძალიან კარგად ვიცნობ პრემიერლიგას და ვთვლი, რომ მომდევნო წელს გაცილებით უფრო ნაყოფიერ ფეხბურთს ვითამაშებ. მე უკვე ძალიან ბედნიერი ვარ მანჩესტერ "სიტიში" ასპარეზობით და არამგონია ავიბარგო" - აცხადებს ესპანელი წინახაზელი.

ფეხბურთელის სურვილის არქონის გამო ფლორენტინო პერესს რა თქმა უნდა პატარა შანსები აქვს, თუმცა გამოსავალი ერთ რამეში ნამდვილად არის. თუკი ანჩელოტი ნეგრედოს სასტარტო შემადგელობაში ადგილს შესთავაზებს, "კასტილიელი" შესაძლოა ესპანეთის დედაქალაქში გადასვლაზე დაფიქრდეს.

დაველოდოთ მოვლენათა განვითარებას. dle 10.1

  • Hala
  • 20 ივლისი 2014
  • 1815
  • 0

ინფორმაცია


ჯგუფ სტუმარი-ის წევრებს არ აქვთ კომენტარის დატოვების უფლება.

რეკლამა

სარეკლამო ადგილი

ლა ლიგის ცხრილი

ლა ლიგის ბომბარდირები

ფეხბურთელი
გოლი
1 დოვბიკი 18
2 ბელინგემი 17
3 მაიორალი 15
4 ბუდიმირი 15

ჩემპ. ლიგის ცხრილი

გუნდი
1 რეალი 6 6 0 0 18
2 ნაპოლი 6 3 1 2 10
3 ბრაგა 6 1 1 4 4
4 იუნიონ ბერლინი 6 0 2 4 2

სარეკლამო ადგილი

ჩვენ Facebook-ზე

სარეკლამო ადგილი

გამოკითხვა

„რეალის“ საუკეთესო ტაქტიკა ამ სეზონში არის...

4-3-3
4-4-2
4-2-3-1



მთვლელები

საიტის არქივი:

აპრილი 2024 (307)
მარტი 2024 (335)
თებერვალი 2024 (456)
იანვარი 2024 (411)
დეკემბერი 2023 (372)
ნოემბერი 2023 (391)