კაზემიროსა და მორატას წერილი მადრიდისტებს

მოგეხსენებათ, სამეფო კლუბს აწ უკვე ყოფილმა ახალგაზრდა ფეხბურთელებმა, ნავსაყუდელი შეიცვალეს.


ბრაზილიელი ნახევარმცველი კაზემირო, 1 წლიანი იჯარით „პორტუში“ მოსინჯავს ძალებს, ხოლო პერსპექტიული თავდამსხმელი ალვარო მორატა, „იუვენტუსში“ ეცდება „ცხრა“ ნომრიანი მაისურის ღირსეულად ტარებას.

„რეალიდან“ გადაბარგებამდე, მოთამაშეებმა წერილი დაუტოვეს მადრიდისტებს:

კაზემირო: „ძვირფასო მადრიდისტებო, ახალ ფაზას ვიწყებ იმ კლუბისგან შორს, რომელიც ყოველთვის განსაკუთრებული იქნება ჩემთვის.

როდესაც სან პულოდან „კასტილიაში“ გადავედი, მიხვდი, თუ რას ნიშნავდა „რეალი“ ფერების ტარება და მივხდი, რომ ეს კლუბი მთლიანად შეცვლიდა ჩემს ცხოვრებას.

ყოველთვის ვგრძნობდი დიდ სიყვარულსა და პატივისცემას, როგორც ხელმძღვანელების, ასევე თანაგუნდელების, მწვრთნელების, პერსონალისა და გულშემატკივრების მხრიდან.ყველა მასწავლიდა „ბლანკოსი“ მთავარ ღირებულებებსა და ფასეულობებს, რაც არასოდეს დამავიწყდება.

საბედნიეროდ, ასევე დიდებულ კლუბში გადავდივარ, სადაც პირველივე წუთებიდან ვიგრძენი ადგილობრივებების სითბო.ვეცდები ღირსეულად ვიასპარეზო და სიმაყის საფუძველი მივცე ჩემ ქომაგებს.

დიდი მადლობა ყველაფრისათვის.მუდამ ჩემს გულში იქნებით.

Hala Madrid!“

მორატა: „მინდა მადლობა გადაგიხადოთ იმისათვის, რაც მომეცით „რეალში“ ყოფნის პერიოდში.

პატარა ბიჭი ვიყავი, როდესაც „ბლანკოსის“ კარი შემოვაღე და თქვენ ოჯახის წევრად მიმიღეთ.ყოველთვის მემახსოვრება ქომაგები, რომლებიც ჭირსა თუ ლხინში გვერდით მედგნენ, მწვრთნელები და თანაგუნდელები, რომლებმაც ჩემ პროფესიონალად ჩამოყალიბებაში ლომის წვლილი შეიტანეს.განსაკუთრებული მადლობა სამწვრთნელი ბაზის თანამშრომლებს.6 წლის განმავლობაში, მათი წყალობით, გავიზარდა როგორც მოთამაშე და როგორც ადამიანი.

მადლობა ფლორენტინო პერესსა და სხვა ხელმძღვანელებს.ისინი ყოველთვის ჩემ ზურგს უკან იდგნენ და ახლა მომცემს საშუალება, სხვა ლეგენდარულ კლუბში კარიერის გაგრძელებისა.

პირველი დღიდან, წაგებისა თუ მოგების ჟამს, განსაკუთრებულ სიყვარულს ვგრძნობდი „რეალის“ მაისურის მიმართ.თან მიმაქვს კლუბის ფასეულობები: მეგობრული სულისკვეთება, სოლდარობა, თავდაუზოგავი მუშაობა და რა თქმა უნდა, ბოლომდე ბრძოლა, რასაც გვასწავლიდა დიადი დი სტეფანო.

არასოდეს დამავიწყდება ბოლო შეხვედრა, რომელიც „თეთრი“ უნიფორმით გავმართე.

არ ვიცი თქვენ რას ფიქრობთ, მაგრამ ყოველთვის ბოლომდე ვიხარჯებოდი, რამეთუ ასეთია ამ დიადი კლუბის მოთხოვნები.

გკოცნით და გეხვევით ყველას

Hala Madrid!“ dle 10.1

ინფორმაცია


ჯგუფ სტუმარი-ის წევრებს არ აქვთ კომენტარის დატოვების უფლება.

რეკლამა

სარეკლამო ადგილი

ლა ლიგის ცხრილი

ლა ლიგის ბომბარდირები

ფეხბურთელი
გოლი
1 დოვბიკი 18
2 ბელინგემი 17
3 მაიორალი 15
4 ბუდიმირი 15

ჩემპ. ლიგის ცხრილი

გუნდი
1 რეალი 6 6 0 0 18
2 ნაპოლი 6 3 1 2 10
3 ბრაგა 6 1 1 4 4
4 იუნიონ ბერლინი 6 0 2 4 2

სარეკლამო ადგილი

ჩვენ Facebook-ზე

სარეკლამო ადგილი

გამოკითხვა

„რეალის“ საუკეთესო ტაქტიკა ამ სეზონში არის...

4-3-3
4-4-2
4-2-3-1



მთვლელები

საიტის არქივი:

აპრილი 2024 (309)
მარტი 2024 (335)
თებერვალი 2024 (456)
იანვარი 2024 (411)
დეკემბერი 2023 (372)
ნოემბერი 2023 (391)