უბრალოდ "ელ კაპიტანო"(ნაწილიI)


ყველამ კარგად ვიცით თუ რამხელა გუნდია მადრიდის „რეალი“. სამეფო კლუბი - ამით ყველაფერი ნათქვამია. ცხადია ყველა დროის საუკეთესო კლუბს უამრავი ლეგენდა ყავს. თანამედროვე ფეხბურთის ქომაგებს კი გაცილებით უკეთესად ბოლო 15-20 წლის „თეთრი ლეგენდები“ ახსოვთ. მიუხედავად იმისა, რომ ბოლო ოცწლეულში მადრიდულ გრანდს ბევრი დიდი ლეგენდა ჰყავდა, არის ერთი ადამიანი რომელიც ყველაზე და ყველაფერზე წინ დგას ამ კლუბის ბოლო წლების ისტორიაში, როგორც ფეხბურთელი, კაპიტანი, ლიდერი და რაღათქმაუნდა პიროვნება. ალბათ ყველა ხვდებით თუ ვისზეა საუბარი - რაულ გონსალეს ბლანკო, იგივე „ელ კაპიტანო“. ამ კაცმა სანტიაგო ბერნაბეუზე 16 წელ დაჰყო, გამოიარა „რეალის“ საუკეთესი და საშინელი პერიოდი, 741-ჯერ მოირგო მადრიდული გრანდის მაისური და 323 გოლი გაიტანა. რაული ამპლუით ფორვარდი იყო, მაგრამ თუ „რეალს“ დაჭირდებოდა ფლაგნზეც თამაშობდა და ე.წ მეორე ფორვარდის პოზიციაზეც. ის იყო ბრწყინვალე ფორვარდი. მას ქონდა შესანიშნავი საგოლე ალღო; ძლიერი იყო მეორე სართულზე; გამოირჩეოდა მშვენიერი ტექნიკით; დაყენებული, ტექნიკური დარტყმით. გარდა ამისა იდეალურად ათამაშებდა ბურთს პარტნიორებთან და იყო ძალიან გონიერი ფეხბურთელი. ბევრი მტკიცება არ უნდა იმას, რომ ყველა დროის ერთ-ერთი საუკეთესო ცხრიანი იყო და ალბათ საუკეთესო მადრიდისტა.

მცირედი შესავალის შემდეგ, უშუალოდ გავეცნოთ „ელ კაპიტანოს“ ფენომენალური კარიერა:

შეიძლება ბევრმა არ იცოდეს, რომ რაულმა დიდი ფეხბურთისკენ პირველი ნაბიჯების გადადგმა, არა „რეალში“ არამედ მადრიდის „ატლეტიკოში“ დაიწყო. გარკვეული მიზეზების გამო „ატლეტიკოს“ ახალგაზრდული აკადემია დაიხურა და რაულმაც „რეალს“ მიაშურა. ალბათ ფანტასტიკის სფეროდან არის, მაგრამ 17 წლის ბიჭმა ერთ წელიწადში „რეალის“ მესამე გუნდიდან, პირველ გუნდში მოხვედრა შეძლო...

რაულმა შთამბეჭდავი შედეგები დადო ახალგაზრდულ გუნდებში და ამით უმალვე მოიხიბლა მადრიდელთა თავკაცი, ხორხე ვალდანო. 1994 წლის 29 ოქტომბერს, ლა რომარედაზე შედგა „ელ კაპიტანოს“ დებიუტი. ვალდანომ 17 წლის ესპანელი ფორვარდი ძირითად შემადგენლობაში დააყენა და შესაბამისად რაული იმ დროისთვის გახდა ყველაზე ახალგაზრდა დებიუტანტი მადრიდული გრანდის ისტორიაში(ეს რეკორდი მომავალ სეზონში დაამხო ალბერტ რივერამ). რაულმა მშვენიერი მატჩი ჩაატარა, გაუკეთა საგოლე გადაცემა ივან სამარანოს და თავადაც შეეძლო გატანა, თუმცა 1-1ზე დარჩენილმა ააცილა ბურთი მეტოქის კარს. შეხვედრის შემდეგ მის მიმართ კომპლიმენტები თვით ემილიო ბუტრაგუენომაც არ დაიშურა.


ბუტრაგუენოს წასვლა და რაულის დიდებული სეზონი:

ახალი სეზონის წინ „რეალი“ დატოვა ამ გუნდის ბუმბერაზმა ლეგენდამ, ემილიო ბუტრაგუენომ. „ელ კაპიტანო“ ბუტრაგუენოს ღირსეული მემკვიდრე უნდა ყოფილიყო და ახალმა სეზონმა ეს კიდევ ერთხელ დაადასტურა. „ელ კაპიტანომ“ სწორედ ამ სეზონში შეაგდო თავისი პირველი ბურთი ელ კლასიკოებში. ლა ლიგის მეხუთე ტურის ეგიდით, სამეფო კლუბმა შინ ფრედ 1:1 ითამაშა „ბარსელონასთან“. ანგარიში კი სწორედ რაულმა გახსნა ულამაზესი პარაშუტი გოლით. 1995 წლის ოქტომბერში კი რაულმა გაიტანა სადებიუტო გოლები ჩემპიონთა ლიგაზე. მადრიდული გრანდი D ჯგუფში მოხვდა, ამსტერდამის „აიაქსთან“, „ფერენცვაროსთან“ და „გრასჰოპერთან“ ერთად. პირველ ტურში ჰოლანდიაში განცდილი მარცხის შემდეგ(სწორედ ამსტერდამ არენაზე შედგა რაულის დებიუტი ევროტურნირებზე), მადრიდელებმა შინ 2:0 დაამარცხეს „გრასჰოპერი“ სამარანოს დუბლით და კარგი განწყობით შეხვდნენ მომდევნო მატჩებს. „რეალმა“ მესამე ტურში შინ 6:1 გადაუარა „ფერენცვაროსს“, რაულმა კი ჰეთ-რიქი გაიფორმა.



საბოლოოდ კი მადრიდული გრანდი ტიტულის გარეშე დარჩა. ვალდანოს გუნდმა საშინელი მეორე წრე ჩაატარა ლა ლიგაში და ტურნირი მე-6 ადგილზე დაასრულა. ჩემპიონთა ლიგაზე კი მადრიდელები ტურინის „იუვენტუსმა“ გამოაგდო. პირველი თამაში სანტიაგო ბერნაბეუზე რაულის ერთადერთი გოლით მოიგო „რეალმა“, თუმცა იტალიაში 0:2 დამარცხდა და გამოეთიშა ევროპის ყველაზე პრესტიჟულ გათამაშებას. მიუხედავად გუნდის საშინელი სეზონისან, რაულმა ინდივიდუალურად იდეალური სეზონი ჩაატარა და არ დაგვავიწყდეს რომ ის მხოლოდ 18 წლის იყო. ჩემპიონთა ლიგაზე ყველა 8 შეხვედრა ჩაატარა და 6 გოლის გატანა მოახერხა. ლა ლიგაში კი 40 მატჩში, 19 ბურთის შეგდება შეძლო.
1996 წლის დეკემბერში შედგა „ელ კაპიტანოს“ დებიუტი ესპანეთის ეროვნულ ნაკრებში. ეს მოხდა ჩეხეთის ნაკრების წინააღმდეგ გამართულ ამხანაგურ შეხვედრაში. მიუხედავად ამისა ხავიერ კლემენტემ ევროპის ჩემპიონატზე არ წაიყვანა ახალგაზრდა ფორვარდი.

1996 წლის ზაფხული კი მადრიდისტებისთვის ძალიან საინტერესო იყო. ცხადია, ხორხე ვალდანოს გუნდში არავინ გააჩარებდა. არგენტინელი სპეციალისტი, გენიალურმა ფაბიო კაპელომ ჩაანაცვლა. ასევე გუნდი დატოვა ივან სამარანომაც. მის პოზიციაზე „რეალმა“ დავორ შუკერი და პრედრაგ მიიატოვიჩი დაიმატა. ცხადი იყო, რომ რაული ძირითადის უცვლელი წევრი იქნებოდა. მადრიდელები თავიდანვე სერიოზულად მიუდგნენ ჩემპიონატს და პირველი ტურის შემდეგ, 55 ქულით დამაჯერებლად ლიდერობდნენ ლა ლიგას და კარგად დაწყებული საქმე, კარგადაც დაასრულეს. რაულმა მეორედ მოიგო ესპანეთის ჩემპიონატი და წლის ბოლოს ესპანეთის სუპერთასიც მოიგო. ფინალში მადრიდელებმა კატალონიის „ბარსელონა“ დაამარცხეს, ორი მატჩს ჯამში - 5:2. „ელ კაპიტანომ“ ამ მატჩებში 3 ბურთი გაიტანა. მთლიანად სეზონში კი უკლებლივ ყველა შეხვედრა ჩაატარა და 21-ჯერ გამოიჩინა თავი. ლა ლიგაში მასზე მეტი ბურთი 4-მა მოთამაშემ შეაგდო, მაგრამ სეზონის საუკეთესო ესპანელ ფეხბურთელად სწორედ რაული დასახელდა.


იუპ ჰაინკესის მოსვლა და ნანატრი თასი:

1997-98 წლების სეზონი მადრიდის „რეალის“ ისტორიაში განსაკუთრებულია. ფაბიო კაპელო ზაფხულში იუპ ჰაინკესმა ჩაანაცვლა. გარდა ამისა მადრიდელებს შეუერთდა ფერნანდო მორიენტესი. მორო-რაულის წყვილი ნებისმიერი გუნდის დაცვას თავ-ზარს სცემდა. სამეფო კლუბმა ჩააგდო ლა ლიგის მეორე წრე და კვლავ ვერ შეძლო ესპანეთის ჩემპიონის ტიტულის დაცვა. რაულის სტატისტიკაც შედარებით მოკრძალებული იყო, 35 მატჩი და 10 გოლი. თუმცა ჩემპიონთა ლიგაზე „რეალი“ ტრიუმფალურად გამოვიდა. ჰაინკესის გუნდმა ადვილად გაიარა ჯგუფური ეტაპი. გონსალეს ბლანკომ 6 შეხვედრაში, 2 ბურთის გატანა მოახერხა. მეოთხედფინალში მადრიდელებმა, ლევერკუზენის „ბაიერი“ დაამარცხეს. პირველი მატჩი გერმანიაში ფრედ 1:1 დასრულდა, მაგრამ სანტიაგო ბერნაბეუზე მადრიდელებმა 3:0 იმარჯვეს. ნახევარფინალში ჰაინკესის გუნდს მორიგი გერმანული გუნდი, ლიგის მოქმედი ჩემპიონი, დორტმუნდის „ბორუსია“ ელოდა. ბერნაბეუზე „რეალმა“ მორიენტესის და კერებუს გოლებით მოუგო მეტოქეს, გასვლაზე კი ნულოვანი ფრე დაფიქსირდა. მადრიდული გრანდი 31 წლიანი პაუზის შემდეგ პირველად გავიდა ევროპის ყველაზე პრესტიჟული ტურნირის ფინალში. ამსტერდამში გამართულ შეხვედრაში ფავორიტად „იუვენტუსი“ მოისაზრებოდა, მაგრამ მადრიდელებმა შესანიშნავად ითამაშეს და პრედრაგ მიიატოვიჩის ერთადერთი ბურთით, ჩემპიონთა ლიგის თასი კვლავ მადრიდში დააბრუნეს. ეს რაულისთვის პირველი წარმატება იყო ევროპაში.

უბრალოდ "ელ კაპიტანო"(ნაწილიI)

უბრალოდ "ელ კაპიტანო"(ნაწილიI)



აღსანიშნავია, რომ რაული-მოროს დუეტმა 1997-98 წლების სეზონში, ჯამში 31 გოლი შეაგდო. „ელ კაპიტანოს“ კი წინ პირველი დიდი საერთაშორისო ტურნირი ელოდა...

გაგრძელება იქნება...

ავტორი:გიორგი ნაროუშვილი
სპეციალურად halamadrid.ge-სთვის dle 10.1

ინფორმაცია


ჯგუფ სტუმარი-ის წევრებს არ აქვთ კომენტარის დატოვების უფლება.

რეკლამა

სარეკლამო ადგილი

ლა ლიგის ცხრილი

ლა ლიგის ბომბარდირები

ფეხბურთელი
გოლი
1 ბელინგემი 16
2 დოვბიკი 16
3 მაიორალი 15
4 ბუდიმირი 15

ჩემპ. ლიგის ცხრილი

გუნდი
1 რეალი 6 6 0 0 18
2 ნაპოლი 6 3 1 2 10
3 ბრაგა 6 1 1 4 4
4 იუნიონ ბერლინი 6 0 2 4 2

სარეკლამო ადგილი

ჩვენ Facebook-ზე

სარეკლამო ადგილი

გამოკითხვა

„რეალის“ საუკეთესო ტაქტიკა ამ სეზონში არის...

4-3-3
4-4-2
4-2-3-1



მთვლელები

საიტის არქივი:

აპრილი 2024 (236)
მარტი 2024 (335)
თებერვალი 2024 (456)
იანვარი 2024 (411)
დეკემბერი 2023 (372)
ნოემბერი 2023 (391)