კროოსი: " "მადრიდის რეალი" უდიდესი კლუბია"

ტონი კროოსმა "მადრიდის რეალის" ტელევიზიას ინტერვიუ მისცა


თქვენ აიხდინეთ "მადრიდის რეალში" თამაშის ოცნება და ასევე შეძელით მსოფლიო ჩემპიონატის მოგება

მას შემდეგ, რაც ბრაზილიაში მსოფლიო ჩემპიონის ტიტულს დავეუფლეთ, მივეცი თავს უფლება, რომ ეს ყველაფერი მომხდარიყო და "მადრიდის რეალში" გადმოვსულიყავი. ბედნიერი ვარ აქ მოსვლით.

რას გრძნობა გეუფლებათ თეთრი მაისურის ტარებით?

რა თქმა უნდა, ძალიან ამაყი ვარ, ეს რაღაც განსაკუთრებულია. სტადიონზე ამ მაისურით პირველად შესვლა განსაკუთრებით მომეწონა. გულშემატკივრებმა ბრწყინვალედ მიმიღეს. ძალიან კარგი და ლამაზი დღე იყო.

ბევრ კლუბს სურდა თქვენი შეძენა, მაგრამ "მადრიდის რეალი" არჩიეთ, რატომ?

ვინაიდან ვფიქრობ, რომ "მადრიდის რეალი" უდიდესი კლიბია. ასე რომ გადაწყვეტილების სისწორეში საერთოდ არ დავეჭვებულვარ. ეს იყო ჩემი უპირველესი და ერთადერთი არჩევანი. საბედნიეროდ ყველაფერი კარგად დასრულდა.

რას გრძნობდით, როცა კონტრაქტს მოაწერეთ ხელი?

ძალიან ვნერვიულობდი. ამავდროულად ძალიან ამაყი ვიყავი. აბსოლიტურად დარწმუნებული ვარ, რომ ეს სწორი გადაწყვეტილებაა. ყველაფერი ისე მოხდა, როგორც მე მინდოდა. გულშემატკივრებთან შეხვედრა განსაკუთრებული იყო, რამაც კიდევ ერთხელ დამარწმუნა, რომ სწორი გადაწყვეტილება მივიღე.

თქვენ იყავით ვალდებაბასზე, ნახეთ ანჩელოტი, ასევე სამწვრთნელო შტავის სხვა წევრები და ფეხბურთელები. როგორ მიგიღეს?

ძალიან შთამბეჭდავი იყო პირველ ვარჯიშზე მისვლა. მალე მეც შევუდგები ვარჯიშს. ყველაფერი განსაკუთრბეული იყო, მოედნის ფართობი, მწვრთნელი , რომელსაც გავესაუბრე კიდევაც. ძალიან გახარებული ვარ, რომ 5 აგვისტოს ვარჯიშს ვიწყებ, ხოლო შემდეგ კი თამაშსაც შევძლებ.

რა გითხრათ კარლო ანჩელოტიმ?

რომ ბედნიერია ჩემი აქ ხილვით, რომ ტრანსფერმა კარგად ჩაიარა. მე ვთქვი, რომ ვამაყობ "მადრიდის რეალის" არჩევით. მას იმედი აქვს 5 აგვისტოს ვარჯიშზე შეძლებს ჩემს ხილვას.

რას ნიშნავს ფეხბურთელისთვის რონალდუს, ბეილის, კასილასის, ალონსოს და ა.შ. გვერდით თამაში?

თქვენ უდიდესი ფეხბურთელები ჩამოთვალეთ. მე მოვედი გუნდიდან, სადაც ასევე დიდებული ფეხბურთელები თამაშობდნენ და ეს ჩემთვის არ არის ახალი. უბრალოდ სიმართლეა ის ფაქტი, რომ "მადრიდის რეალი" უდიდესი კლუბია."

რას სთავაზობთ მადრიდისტებს?

იმ დახვედრის შემდეგ, რაც მქონდა, მინდა, რომ მოედანზე რაც შეიძლება მალე დავბრუნდე და გპირდებით, მაქსიმუმს გავიღებ. ყველაფერს გავაკეთებ იმისთვის, რომ ხალხს ეს სიყვარული და სითბო დავუბრუნო

წყარო: RealMadrid.com dle 10.1

  • shvela
  • 18 ივლისი 2014
  • 2848
  • 0

ინფორმაცია


ჯგუფ სტუმარი-ის წევრებს არ აქვთ კომენტარის დატოვების უფლება.

რეკლამა

სარეკლამო ადგილი

ლა ლიგის ცხრილი

ლა ლიგის ბომბარდირები

ფეხბურთელი
გოლი
1 ბელინგემი 16
2 დოვბიკი 16
3 მაიორალი 15
4 ბუდიმირი 15

ჩემპ. ლიგის ცხრილი

გუნდი
1 რეალი 6 6 0 0 18
2 ნაპოლი 6 3 1 2 10
3 ბრაგა 6 1 1 4 4
4 იუნიონ ბერლინი 6 0 2 4 2

სარეკლამო ადგილი

ჩვენ Facebook-ზე

სარეკლამო ადგილი

გამოკითხვა

„რეალის“ საუკეთესო ტაქტიკა ამ სეზონში არის...

4-3-3
4-4-2
4-2-3-1



მთვლელები

საიტის არქივი:

აპრილი 2024 (231)
მარტი 2024 (335)
თებერვალი 2024 (456)
იანვარი 2024 (411)
დეკემბერი 2023 (372)
ნოემბერი 2023 (391)