კროოსის ღია წერილი "ბაიერნს" და გულშემატკივრებს

კროოსმა "მიუნხენის ბაიერნს" და მის გულშემატკივრებს ღია წერილით მიმართა.


"ეს უკვე ოფიციალური ინფორმაციაა: მე დავტოვე მიუნხენის ბაიერნი და მადრიდის რეალის ფეხბურთელი გავხდი.

"მიუნხენის ბაიერნს" მადლობას ვუხდი ყველა იმ სითბოსთვის და გატარებული წლებისთვის, რაც ამ კლუბში ვიყავი. 16 წლიდან მოყოლებული გადაწყვეტილი მქონდა "ბაიერნში" თამაში. ყოველ დღე, რომელიც ამ დიდებულ კლუბში გავატარე, დაუვიწყარი და საამაყოა ჩემთვის. მე ვთამაშობდი ისეთი დიდებული და ბრწყინვალე ფეხბურთელების გვერდით, როგორებიც არიან ლამი, მიულერი, ნოიერი, შვაინსტაიგერი, კლოზე, ლუკა ტონი და ფრანკ რიბერი. ჩვენ ერთად ბევრი წარმატებული წელი გვქონდა. ბევრი სპორტული და პირადი ამბები და წარმატებები მახსენდება ეხლა. ყველაზე მეტად 2013 წელი, ტრიპლეტი, რომელიც მუდამ მემახსოვრება, ისევე , როგორც თქვენ.

დიდებულ მწვრთნელებთან ვიმუშავე: ჰითსფელდი, "ჰერმან გერლანდი, ლუის ვან გაალო თუ იუპ ჰაინკესი, რომელი უნდა აღვნიშო არც კი ვიცი. "ლივერკუზენში" გატარებული წელიც ძალზედ მნიშვნელოვანი იყო ჩემთვის და ჩემი კარიერისთვის. არასდროს არ დამავიწყდება იქ თამაშის წლები. იყო ასევე საკმაოდ გამორჩეული გამოცდილება წინა სეზონში პეპ გვარდიოლას გვერდით. პეპი ბრწყინვალე ადამიანი, განსაკუთრებული მწვრთნელი და ის თავისუფლად დგას დიდებული მწვრთნელების გვერდით. პეპი ძალიან დამეხმარა და მადლობელი ვარ მისი, ასევე მატიას სამერის, სპორტული დირექტორის, რომელსაც ძალიან კარგად ვიცნობ ჯერ კიდევ ახალგაზრდობის წლებიან. მადლობა მათ იმ ნდობისთვის, რაც ჰქონდათ ჩემდამი. ძვირფასო პეპ გვარდიოლა, ძვირფასო მატიას, ძვირფასო მეგობრებო და "მიუნხენის ბაიერნო", თითოეულ თქვენგანს უდიდეს წარმატებებს გისურვებთ მომდევნო წლებში!

"ბაიერნთან" ერთად ყველა მნიშვნელოვანი ტიტულის მოგების შემდეგ, მსოფლიო ჩემპიონატის მოგების შემდეგ, მოვიდა დრო, რომ ახალ გამოწვევებს შევეჭიდო.

სწორედ ამიტომ ვღებულობ დიდი პატივისცემით ამ დიდ გამოწვევას და ვთანხმდები "მადრიდის რეალს". კლუბს, რომელიც მითიური და ლეგენდარულია თანამედროვე ფეხბურთში. კლუბს, რომელსაც უდიდესი ტრადიციები და უდიდესი ძალა აქვს მსოფლიო ფეხბურთში. კლუბს, ბრწყინვალე წარსულითა და უდიდესი მომავლით. კლუბს დიდებული ფეხბურთელებით და გამორჩეული გუნდური სულით, რაც მეათის დროს ყველა ჩვენგანმა ვნახეთ. გახარებული ვარ "მადრიდის რეალის" თეთრი მაისურის მორგებით და შანსით, რომ შემიძლია მომავალ წინსვალში და წარმატებებში ჩემი წვლილი შევიტანო. გახარებული ვარ იმ შანსით, რომ შემიძლია დავეხმარო კლუბს, რომელსაც ჰყავდა ისეთი ლეგენდა, როგორიც ალფრედო დი სტეფანოა, რომელსაც სამწუხაროდ არ ვიცნობდი. რომელსაც ჰყავდა ისეთი ფეხბურთელები, როგორებიც არიან ბუტრაგენიო, ზიდანი, რაული , ასევე გერმანელი ფეხბურთელები გიუნტერ ნეთსერი, პოლ ბრეიტნერ და ული შტილკე. გახარებული ვარ იმით, რომ ამ ყველაფრის შანსი მეძლევა გუნდთან და მთავარ მწვრთნელ კარლო ანჩელოტისთან ერთად.

ჩემს გულშემატკივრებს გერმანიაში მინდა ვუთხრა, რომ რა თქმა უნდა, მალე შევხვდებით და მე ჩვეულებრივ უმაღლეს დონეზე გავაგრძელებ თამაშს ეროვნულ ნაკრებში. ველი თქვენთან შეხვედრას. ჩემს გულშემატკივრებს ესპანეთში კი მინდა ვუთხრა, მოუთმენლად ველოდები თქვენთან შეხვედრას "სანტიაგო ბერნაბეუზე". და ბოლოს, მინდა ყველას გითხრათ:

Hala Madrid!

მომავალ შეხვედრამდე!

ტონი dle 10.1

  • shvela
  • 18 ივლისი 2014
  • 9422
  • 0

ინფორმაცია


ჯგუფ სტუმარი-ის წევრებს არ აქვთ კომენტარის დატოვების უფლება.

რეკლამა

სარეკლამო ადგილი

ლა ლიგის ცხრილი

ლა ლიგის ბომბარდირები

ფეხბურთელი
გოლი
1 დოვბიკი 18
2 ბელინგემი 17
3 მაიორალი 15
4 ბუდიმირი 15

ჩემპ. ლიგის ცხრილი

გუნდი
1 რეალი 6 6 0 0 18
2 ნაპოლი 6 3 1 2 10
3 ბრაგა 6 1 1 4 4
4 იუნიონ ბერლინი 6 0 2 4 2

სარეკლამო ადგილი

ჩვენ Facebook-ზე

სარეკლამო ადგილი

გამოკითხვა

„რეალის“ საუკეთესო ტაქტიკა ამ სეზონში არის...

4-3-3
4-4-2
4-2-3-1



მთვლელები

საიტის არქივი:

აპრილი 2024 (294)
მარტი 2024 (335)
თებერვალი 2024 (456)
იანვარი 2024 (411)
დეკემბერი 2023 (372)
ნოემბერი 2023 (391)