იკერ, ჩვენ გვჭირდები!

რა თქმა უნდა, დიდი გამოხმაურება მოჰყვა იკერის წასვლასთან დაკავშირებულ გავრცელებულ ინფორმაციას. ბევრს გული წყდება, განიცდის და ჯერ კიდევ ვერ იჯერებს. ზოგი კი თვლის, რომ მისი დრო წავიდა. სწორედ ამიტომ მსურს ჩემი ეს (უმნიშვნელო) პოსტი სწორედ ამ ადამიანებმა წაიკითხონ.


"მე ყველაზე დიდი გამოცდილება მაქვს გუნდში, რის გამოც ყველაზე დიდი პასუხისმგებლობა სწორედ მე მაკისრია."

კითხვაზე, თუ რომელი პოზიციაა მოედანზე ყველაზე მნიშვნელოვანი, ალბათ ყველას თავისი პასუხი ექნება, რადგანაც ეს გემოვნებაზეა დამოკიდებული, თუმცა ის ფაქტი, რომ მეკარეს კოლოსალური როლი აკისრია, უდაო და აშკარაა.

უკვე მერამდენე წელია, რომ "ბლანკოსის" კარს მსოფლიოს საუკეთესო (დიახ, საუკეთესო) მეკარე, იკერ კასილასი იცავს, რომელიც ჯერ კიდევ 8 წლის ასაკში მოვიდა "რეალის" აკადემიაში. მისი დებიუტის დღიდან დაახლოებით 13 წელი გავიდა. ამ ხანმოკლე დროში კი იკერმა, გარდა იმისა, რომ გახდა გუნდის კაპიტანი, ასევე ძალიან ბევრს მაღწია, როგორც საკლუბო, ასევე ინდივიდუალურ დონეზეც.

იკერ კასილასის სანუკვარი ოცნება 1997/98 წლების სეზონში ახდა, როდესაც ჯერ კიდევ 16 წლის მეკარე მადრიდის "რეალის" პირველ გუნდში გამოიძახეს, რათა გუნდთან ერთად ნორვეგიაში, "რუსენბურგის" წინააღმდეგ გასამართი მატჩისთვის განმგზავრებულიყო. იმ დღიდან მოყოლებული იკერ კასილასი "თეთრების" ღირსებას იცავს და ყოველთვის ცდილობს გუნდს ის ძალა და მოტივაცია მისცეს, რომელსაც თავად წარმოადგენს.

ყველაფერი სხვაგვარადაა და სულ სხვა შეგრძნება ეუფლება თითოეულ ჩვენგანს, როდესაც მოედანზე არის გუნდის კაპიტანი და ლიდერი იკერ კასილასი, რომლის იმედიც არასდროს ქრება ჩვენი გულების სიღრმეში, თუმცა ამ ბოლო ხანებში მოხდა რამდენიმე რამ, რამაც განაპირობა ბევრი მადრიდიასტას აზრის შეცვლა "წმინდა" იკერთან დაკავშირებით:

1. იკერმა მიიღო ტრამვა და სათადარიგოთა სკამზე აღმოჩნდა.
2. ახალი სეზონის დაწყებიდან მას მხოლოდ ესპანეთის თასზე და ჩემპიონთა ლიგაზე უწევდა თამაში.
3. მან დაუშვა შეცდომა ფინალში, რასაც შესაძლოა ტრაგიკული დასასრული მოჰყოლოდა (თუმცა ეს ასე არ მოხდა).
4.მან საკმაოდ უფერულად იასპარეზა მსოფლიო ჩემპიონატზე.

დავიწყებ იმ აღიარებით, რომ როდესაც ჩემპიონთა ლიგის ფინალში გოლი გავუშვით, ძალიან ბევრი ცუდი რამ ვთქვი იკერზე, დიახ. თამაშის დასრულების შემდეგ კი ტელევიზორს მივუახლოვდი და უამრავჯერ მოვიხადე ბოდიში კაპიტნის წინაშე. ყოველივე ამით იმის თქმა მსურს, რომ შეცდომა ყველას მოსდის, ლეგენდებსაც კი. რა მოხდებოდა თამაში რომ წაგვეგო ? პირადად ჩემთვის იკერის პერსონა ზუსტად იმავე დარჩებოდა, შესაძლოა უფრო გაზრდილიყო კიდევაც მისდამი სიყვარული. რაც არ უნდა მოხდეს, იკერი გუნდის კაპიტანი და ლიდერია, ის თავად "რეალია"! ახლაც თვალწინ მიდგას რონალდუსა და კაკას გაცუდებული პენალტები ნოერის კარში, თუმცა მაშინვე მაგონდება იკერის დიდებული ნახტომები და სეივები, რომელთა წყალობით მან ბოლო წუთებამდე თუ წამებამდე გვაჩუქა იმედი, რომელიც ძალიან გვაკლდა იმ შეხვედრაში.

გაუმართლებელი შეცდომა და მარცხის შიში. სტვენა, ქომაგთა უკმაყოფილება, ბოლო წუთები და გამარჯვების პირველი ეტაპი. შეგიძლიათ წარმოიდგინოთ, თუ რას გრძნობდა იკერი მაშინ ? რას ფიქრობდა ? ეგონა, რომ მისი გუნდი ასეთ ლამაზ გამარჯვებას აჩუქებდა და დანაშაულის გრძნობას გაუქარწლებდა ? მის გრძნობებსა და ემოციებზე მეტყველებს ის სიხარულის ცრემლები, რომლებმაც ალბათ თითოეული ქომაგი და გულშემატკივარი აატირეს.

ყოველივე ამის შემდეგ მე მინდა გკითხოთ თქვენ, ნუთუ ასე მნიშვნელოვანია თქვენთვის წარუმატებელი სანაკრებო ასპარეზობა ? ნუთუ ამხელა მნიშვნელობა აქვს იმ ერთ შეცდომას, რომლის გამოსწორებაც თავად ღვთის ნება ყოფილა ? ნუთი ღირს ამდენი უაზრობის გამო გინდოდეს იკერის წასვლა გუნდიდან, რომელიც მისი სახლია ? თავად გადაწყვიტეთ.

"დიდი სიამოვნებით გავატარებდი ამ კლუბში კიდევ 20 წელიწადს. ძალიან ბედნიერი ვიქნები, თუ მომეცემა საშუალება კარიერა სწორედ იმ კლუბში დავასრულო, სადაც ბავშვობიდან ვარ" dle 10.1

ინფორმაცია


ჯგუფ სტუმარი-ის წევრებს არ აქვთ კომენტარის დატოვების უფლება.

რეკლამა

სარეკლამო ადგილი

ლა ლიგის ცხრილი

ლა ლიგის ბომბარდირები

ფეხბურთელი
გოლი
1 დოვბიკი 17
2 ბელინგემი 16
3 მაიორალი 15
4 ბუდიმირი 15

ჩემპ. ლიგის ცხრილი

გუნდი
1 რეალი 6 6 0 0 18
2 ნაპოლი 6 3 1 2 10
3 ბრაგა 6 1 1 4 4
4 იუნიონ ბერლინი 6 0 2 4 2

სარეკლამო ადგილი

ჩვენ Facebook-ზე

სარეკლამო ადგილი

გამოკითხვა

„რეალის“ საუკეთესო ტაქტიკა ამ სეზონში არის...

4-3-3
4-4-2
4-2-3-1



მთვლელები

საიტის არქივი:

აპრილი 2024 (256)
მარტი 2024 (335)
თებერვალი 2024 (456)
იანვარი 2024 (411)
დეკემბერი 2023 (372)
ნოემბერი 2023 (391)