ხამესის შეძენის შემთხვევაში დი მარიას წასვლა გარდაუვალია

იმ შემთხვევაში თუ მადრიდის "რეალი" კოლუმბიელ ნახევარმცველს, ხამეს როდრიგესს შეიძენს, ანხელ დი მარიას აბარგება მოუწევს...


თავად არგენტინელი ფეხბურთელი წასვლასთან დაკავშირებით არანაირ კომენტარს არ აკეთებს, თუმცა ინტერვიუებში ნათლად ჩანს, რომ იგი სხვა შემოთავაზებებს განიხილავს, რაც სამეფო კლუბის ხელმძღვანელობას ძალიან აღიზიანებს, ამიტომ მისი აბარგება საკმაოდ რეალურია.

ამასთან ერთად ვრცელდება ინფორმაციები, რომელიც კოლუმბიელ როდრიგესს ეხება, მისი ფავორიტი კლუბი სწორედ "ბლანკოსი" გახლავთ, მას თეთრი მაისურის მორგება სურს.

"მონაკოსთან" მოლაპარაკებების წარმატებით დასრულების შემთხვევაში "მერენგები" ანხელს გაუშვებენ და ხამესი სწორედ მის ადგილს დაიკავებს. ფლორენტინო პერესი კოლუმბიელ მოთამაშეში დიდ პერსპექტივას ხედავს და მის შეძენას სათადარიგოთა სკამისთვის არ აპირებს.

მოვლენები სავარაუდოდ თვის ბოლოს განვითარდება, როდესაც დი მარიას კლუბში დაბრუნება მოუწევს, არგენტინელი სავარაუდოდ ადმინისტრაციის წარმომადგენლებს შეხვდება და საკუთარ მომავალს გაარკვევს, თუმცა თუ არგენტინელის დაბრუნებამდე "რეალმა" როდრიგესი შეიძინა, დი მარიას წასვლაში ეჭვი აღარავის შეეპარება. dle 10.1

  • Hala
  • 16 ივლისი 2014
  • 2940
  • 0

ინფორმაცია


ჯგუფ სტუმარი-ის წევრებს არ აქვთ კომენტარის დატოვების უფლება.

რეკლამა

სარეკლამო ადგილი

ლა ლიგის ცხრილი

ლა ლიგის ბომბარდირები

ფეხბურთელი
გოლი
1 ბელინგემი 16
2 დოვბიკი 16
3 მაიორალი 15
4 ბუდიმირი 15

ჩემპ. ლიგის ცხრილი

გუნდი
1 რეალი 6 6 0 0 18
2 ნაპოლი 6 3 1 2 10
3 ბრაგა 6 1 1 4 4
4 იუნიონ ბერლინი 6 0 2 4 2

სარეკლამო ადგილი

ჩვენ Facebook-ზე

სარეკლამო ადგილი

გამოკითხვა

„რეალის“ საუკეთესო ტაქტიკა ამ სეზონში არის...

4-3-3
4-4-2
4-2-3-1



მთვლელები

საიტის არქივი:

აპრილი 2024 (234)
მარტი 2024 (335)
თებერვალი 2024 (456)
იანვარი 2024 (411)
დეკემბერი 2023 (372)
ნოემბერი 2023 (391)