კროოსი ესპანეთშია

გერმანელი ფეხბურთელი ცდილობს მაქსიმალურად აარიდოს თავი ჟურნალისტებს მანამ, სანამ "მადრიდის რეალი" მის ტრანსფერს არ გააოფიციალურებს.


ტონი კროოსი უკვე ესპანეთშია. ის გუშინ კერძო თვითმფრინავით სან ხოანის აეროპორტში პალმა დე მალიორკაში ჩაფრინდა. აეროპორტში მას თეთრი ფერის ნაქირავები რენჯ როვერი დახვდა. სწორედ ის ფერი, რა ფერის მაისურსაც ის მომდევნო სეზონიდან მოირგებს. მალიორკადან ის მადრიდში გაფრინდება მაშინ, როცა "მადრიდის რეალი" უკვე ოფიციალურად განაცხადებს ტონი კროოსის ტრანსფერის შესახებ.

AS-ის ჟურნალისტებმა სცადეს ფეხბურთელთან გასაუბრება, მაგრამ მან ეს არ ისურვა და მანქანით სწრაფად დატოვა იქაურობა. მოსალოდნელია, რომ კროოს უკვე დღესვე მოუწიოს ესპანეთის დედაქალაქში გაფრენა, სადაც კონტრაქტს მოაწერს ხელს და ამის შემდეგ, კვლავ გააგრძელებს დასვენებას.

წყარო: AS dle 10.1

  • shvela
  • 16 ივლისი 2014
  • 7642
  • 0

ინფორმაცია


ჯგუფ სტუმარი-ის წევრებს არ აქვთ კომენტარის დატოვების უფლება.

რეკლამა

სარეკლამო ადგილი

ლა ლიგის ცხრილი

ლა ლიგის ბომბარდირები

ფეხბურთელი
გოლი
1 ბელინგემი 16
2 დოვბიკი 16
3 მაიორალი 15
4 ბუდიმირი 15

ჩემპ. ლიგის ცხრილი

გუნდი
1 რეალი 6 6 0 0 18
2 ნაპოლი 6 3 1 2 10
3 ბრაგა 6 1 1 4 4
4 იუნიონ ბერლინი 6 0 2 4 2

სარეკლამო ადგილი

ჩვენ Facebook-ზე

სარეკლამო ადგილი

გამოკითხვა

„რეალის“ საუკეთესო ტაქტიკა ამ სეზონში არის...

4-3-3
4-4-2
4-2-3-1



მთვლელები

საიტის არქივი:

აპრილი 2024 (225)
მარტი 2024 (335)
თებერვალი 2024 (456)
იანვარი 2024 (411)
დეკემბერი 2023 (372)
ნოემბერი 2023 (391)