პეპე: დიდებული გუნდი გვეყოლება

პეპე: დიდებული გუნდი გვეყოლება


AS-თან ინტერვიუში, პეპემ “რეალის” ამჟამინდელ მდგომარეობასა და ახალ თანაგუნდელებზე ისაუბრა.


პროექტი
“საკმაოდ საინტერესო პროექტია, დარწმუნებული ვარ, რომ “რეალი” სეზონს ჩემპიონთა ლიგის მოგებით დაასრულებს. ეს ჩვენთვის შესანიშნავი და ღირებული წარმატება იქნება.”

კრისტიანო:
“კრისტიანო გუნდის რიგითი წევრია. მასაც ისეთივე ვალდებულებები აკისრია, როგორიც სხვებს. რონალდო ადაპტაციას გადის და დარწმუნებული ვარ, რომ სულ მალე “სამეფო კლუბის” ლიდერად მოგვევლინება.”

“რონალდო ძალიან მხიარული და შრომისმოყვარე ადამიანია. ის უკვე ყველამ გაიცნო. თითოეულ თანაგუნდელს ხშირად ეხუმრება და ყველასთან იდეალური დამოკიდებულება აქვს.”

ფლორენტინო პერესი:
“პრეზიდენტს პირადად არ ვიცნობ, თუმცა რაღაც შეხედულებები მის სატრანსფერო პოლიტიკაზე მაქვს. ყველას ჰგონია, რომ დიდებულ გუნდს ვაშენებთ. “რეალი” ყოველთვის დიადი ფეხბურთელების გადაბირებით იყო დაკავებული. პერესიც ამ პოლიტიკის მიმდევარია.”

ალბიოლი:
“რაული ესპანეთის ნაკრების ერთ-ერთი ლიდერია. “ვალენსიაში” მას დიდებული სეზონი ჰქონდა, თუმცა ადაპტაციის გავლა აქ მაინც მოუწევს. მოკლედ, საკმაოდ კარგად დაბალანსებული შემადგენლობა გვყავს.”

გასული სეზონის ინციდენტი:
“10 მატჩიანი დისკვალიფიკაციით უკმაყოფილო ვარ, თუმცა ეს სამართლიანი გადაწყვეტილება იყო. მაშინ ვერ გავაცნობიერე, რაც გავაკეთე. ყველაფერი ახლა გავაანალიზე. მოკლედ, ეს ყველაფერი წარსულს ჩაბარდა. ჩემს ქმედებას ვნანობ.”

ინფორმაციის წყარო: RealMadrid.Com dle 10.1

  • niko
  • 15 ივლისი 2009
  • 2070
  • 0

ინფორმაცია


ჯგუფ სტუმარი-ის წევრებს არ აქვთ კომენტარის დატოვების უფლება.

რეკლამა

სარეკლამო ადგილი

ლა ლიგის ცხრილი

ლა ლიგის ბომბარდირები

ფეხბურთელი
გოლი
1 დოვბიკი 17
2 ბელინგემი 16
3 მაიორალი 15
4 ბუდიმირი 15

ჩემპ. ლიგის ცხრილი

გუნდი
1 რეალი 6 6 0 0 18
2 ნაპოლი 6 3 1 2 10
3 ბრაგა 6 1 1 4 4
4 იუნიონ ბერლინი 6 0 2 4 2

სარეკლამო ადგილი

ჩვენ Facebook-ზე

სარეკლამო ადგილი

გამოკითხვა

„რეალის“ საუკეთესო ტაქტიკა ამ სეზონში არის...

4-3-3
4-4-2
4-2-3-1



მთვლელები

საიტის არქივი:

აპრილი 2024 (253)
მარტი 2024 (335)
თებერვალი 2024 (456)
იანვარი 2024 (411)
დეკემბერი 2023 (372)
ნოემბერი 2023 (391)