მუნდიალზე წარმატებული ასპარეზობა "რეალში" თამაშის გარანტიაა

ფლორენტინო პერესი ფუჭად არცერთ წუთს არ კარგავს, ესპანელი პრეზიდენტი ყველაფერს აკეთებს იმისათვის, რომ არცერთი ნიჭიერი ფეხბურთელი არ გამორჩეს და გზა მადრიდის "რეალისკენ" გაუხსნას...


2000 წლიდან მოყოლებული ვინც კი სანაკრებო დონეზე უმაღლესი კლასი აჩვენა, ყველა ფეხბურთელი უმოკლეს დროში "ბლანკოსის" ღირსების დამცველი გახდა.

მადრიდში ტრადიციად იქცა მსოფლიო ჩემპიონატზე მოასპარეზე ვარსკვლავების შეძენა.

პირველ რიგში გავიხსენოთ ლუიშ ფიგუ, რომელიც პერესმა "ბარსელონას" წაართვა, მას სახელი უკვე განთქმული ჰქონდა, თუმცა არც ევროპის ჩემპიონატზე შეურცხვენია თავი, სადაც პორტუგალიის ნაკრებთან ერთად წარმატებას მიაღწია, შემდეგ კი გეზი მადრიდისკენ აიღო და "რეალის" ფორმა მოირგო.

შემდეგ იყო ლუის ნაზარიო რონალდო, რომელიც მსოფლიო ფეხბურთის ლეგენდა და ყველა დროის ერთ-ერთი საუკეთესო ფორვარდი გახლავთ. 2002 წლის მსოფლიო ჩემპიონატზე კიჭა უმძიმესი ტრავმის შემდეგ დაბრუნდა და ტურნირის საუკეთესო ბომბარდირი 8 გოლით გახდა, მისმა ნაკრებმა კი მსოფლიო თასი აღმართა. მუნდიალის დასრულების შემდეგ ბრაზილიელმა შემტევმა პერესის წინადადება მიიღო და "ბლანკოსში" გადაბარგდა.

შემდეგ იყო 2006 წელი, სადაც იტალიელმა მცველმა ფაბიო კანავარომ მოედანზე სასწაულების ჩადენა მოახერხა, მისი ნაკრების ფეხბურთელებმა კი ოქროს მედლები მოიპოვეს, ის წელი ფაბიოსთვის ყველაზე დასამახსოვრებელი გახლდათ, რადგან ოქროს ბურთის მოგებაც მოახერხა. ტრადიციისამებს პერესს არც ეს ფაქტი გამორჩენია და კანავაროც "მერენგების" დაცვის ბურჯად მოგვევლინა.

2010 წლის მსოფლიო ჩემპიონატზე გერმანიის ნაკრების გამოკვეთილი ლიდერი მესუთ იოზილი გახლდათ, რომელიც ახალგაზრდული ასაკის მიუხედავად გულშემატკივართა განცვიფრებას იწვევდა. გერმანელი ნახევარმცველი ბურთის ფლობითა და მოედნის შესანიშნავი ხედვით გამოირჩეოდა, რაზეც პერესმა რეაგირება მყისვე მოახდინა და ისიც გაამადრიდელა.

რაც შეეხება 2014 წელს, ალბათ ყველა თანხმდება იმაზე, რომ მიმდინარე წლის მუნდიალის აღმოჩენა კოლუმბიელი შემტევი, ხამეს როდრიგესია, რომლის გუნდი 1/4 ფინალში ბრაზილიასთან დამარცხდა, თუმცა მან 5 დაპირისპირებაში 6-ჯერ მოახერხა მეტოქის კარის აღება და ჯერ-ჯერობით ტურნირის საუკეთესო ბომბარდირი გახლავთ. ალბათ არავის გაკვირვებია, რომ როდრიგესის შეძენაზე პრეტენზია "რეალს" უკვე აქვს, აქედან გამომდინარე დიდი შანსი იმისა, რომ სატრანსფერო ფანჯრის დახურვამდე კოლუმბიელი ნიჭიერი ფეხბურთელი თეთრ მაისურში გამოწყობილი ვიხილოთ. dle 10.1

  • Hala
  • 5 ივლისი 2014
  • 3673
  • 0

ინფორმაცია


ჯგუფ სტუმარი-ის წევრებს არ აქვთ კომენტარის დატოვების უფლება.

რეკლამა

სარეკლამო ადგილი

ლა ლიგის ცხრილი

ლა ლიგის ბომბარდირები

ფეხბურთელი
გოლი
1 ბელინგემი 16
2 დოვბიკი 16
3 მაიორალი 15
4 ბუდიმირი 15

ჩემპ. ლიგის ცხრილი

გუნდი
1 რეალი 6 6 0 0 18
2 ნაპოლი 6 3 1 2 10
3 ბრაგა 6 1 1 4 4
4 იუნიონ ბერლინი 6 0 2 4 2

სარეკლამო ადგილი

ჩვენ Facebook-ზე

სარეკლამო ადგილი

გამოკითხვა

„რეალის“ საუკეთესო ტაქტიკა ამ სეზონში არის...

4-3-3
4-4-2
4-2-3-1



მთვლელები

საიტის არქივი:

აპრილი 2024 (236)
მარტი 2024 (335)
თებერვალი 2024 (456)
იანვარი 2024 (411)
დეკემბერი 2023 (372)
ნოემბერი 2023 (391)