"ბაიერნმა" კროოსს ახალი კონტრაქტი შესთავაზა

მიუნხენის "ბაიერნის" ხელმძღვანელობა ყველაფერს აკეთებს ტონი კროოსის შესანარჩუნებლად, რომელსაც ბუნდესლიგაში თამაში აღარ სურს...


"მარკას" ინფორმაციით, გერმანელები ტონის აგენტს დაუკავშირდნენ და ახალ კონტრაქტზე გასაუბრება სთხოვეს, "რეკორდმაისტერი" მზად არის ფეხბურთელის ხელფასი მნიშვნელოვნად გაზარდოს და ბევრად გაუმჯობესებული პირობები შესთავაზოს.

თუმცა აღსანიშნავია, რომ ტონიმ არაერთხელ განაცხადა წასვლის შესახებ, იგი არ აპირებ ხოსეპ გვარდიოლასთან მუშაობის გაგრძელებას.

ახალგაზრდა შუახაზელი "რეკორდმაისტერთან" არანაირ მოლაპარაკებაზე არ მიდის და არავითარი სახელშეკრულებლო პირობები არ აინტერესებს, აქედან გამომდინარე მათი შეთანხმება წარმოუდგენელია.

გერმანელებს სამომავლოდ დიდი გეგმები აქვთ, მათ უკვე დაიმატეს რობერტ ლევანდოვსკი, კონტრაქტები გაუხანგრძლივეს არიენ რობენსა და ტიაგო ალკანტარას, თუმცა კროოსთან შეთანხმება ვერ ხერხდება, ის მიუნხენში თავს ბედნიერად ვეღარ გრძნობს.

გერმანელი ნახევარმცველი ამჟამად მუნდიალზე იმყოფება და საკლუბო საკითხებით არ არის დაკავებული, თუმცა "ბაიერნი" აგენტის მეშვეობით ცდილობდა ფეხბურთელის შენარჩუნებას.

გარდა ამისა საყოველთაოდ ცნობილია, რომ მადრიდის "რეალი" სერიოზულ ინტერესს იჩენს და მზად არის ჯიბე 25 მილიონი ევროთი გაითხელოს. სავარაუდოდ, თუ "ბაიერნი" ტონის შეჩერებას ვერ მოახერხებს, ის "ბლანკოსის" რიგებში აღმოჩნდება." dle 10.1

  • Hala
  • 3 ივლისი 2014
  • 2418
  • 0

ინფორმაცია


ჯგუფ სტუმარი-ის წევრებს არ აქვთ კომენტარის დატოვების უფლება.

რეკლამა

სარეკლამო ადგილი

ლა ლიგის ცხრილი

ლა ლიგის ბომბარდირები

ფეხბურთელი
გოლი
1 ბელინგემი 16
2 დოვბიკი 16
3 მაიორალი 15
4 ბუდიმირი 15

ჩემპ. ლიგის ცხრილი

გუნდი
1 რეალი 6 6 0 0 18
2 ნაპოლი 6 3 1 2 10
3 ბრაგა 6 1 1 4 4
4 იუნიონ ბერლინი 6 0 2 4 2

სარეკლამო ადგილი

ჩვენ Facebook-ზე

სარეკლამო ადგილი

გამოკითხვა

„რეალის“ საუკეთესო ტაქტიკა ამ სეზონში არის...

4-3-3
4-4-2
4-2-3-1



მთვლელები

საიტის არქივი:

აპრილი 2024 (231)
მარტი 2024 (335)
თებერვალი 2024 (456)
იანვარი 2024 (411)
დეკემბერი 2023 (372)
ნოემბერი 2023 (391)