როდრიგესს რეალი ჯერ კიდევ 2007 წელს აკვირდებოდა

ხამეს როდრიგესი მადრიდის "რეალის" რადარზე, ჯერ კიდევ 2007 წელს გამოჩნდა. მას შემდეგ დიდი დრო გავიდა და კლუბის ყურადღება კოლუმბიელმა კიდევ ერთხელ მიიპყრო, ამჯერად მისმა ფენომენალურმა გამოსვლამ 2014 წლის მუნდიალზე მოაწონა ხალხს თავი.


კოლუმბიელმა ტალანტმა მადრიდის "რეალის" ყურადღება პირველად 7 წლის წინ მიიქცია, როდესაც მისი ნაკრები 2007 წელს, სამხრეთ კორეაში 17 წლამდელებთა მსოფლიო ჩემპიონატზე იღებდა მონაწიოლეობას. უცნაურია, მაგრამ მაშინ კლუბის ინტერესთა სფეროში მოექცა გერმანელი ტონი კროოსიც, რომელის წარმატებული კარიერის ერთ-ერთი მთავარი მიზეზი სწორედ 7 წლის წინ გამართულ ახალგაზრულ მსოფლიო ჩემპიონატზე დამაჯერებელი თამაში გახლდათ.

ახალგაზრდა სამხრეთ ამერიკელმა 2011 წლის 20 წლამდელებთა მსოფლიო ჩემპიონატზეც გამოიჩინა თავი, თუმცა მაშინ როდრიგესი ტურნირამდე ცოტა ხნით ადრე "პორტუმ" გადაიბირა 5 მილიონად.

ხამეს როდრიგესის "რეალში" არშემდგარი ტრანსფერი გარკვეულწილად მესუთ იოზილსაც უკავშირდება, რადგან კლუბის სკაუტები 2010 წელს გერმანელ შემტევსაც აკვირდებოდნენ და მათი გადაწყვეტილებით მაშინ "სამეფო კლუბმა" კოლუმბიელს გერმანელი არჩია.

ამ ყველაფრის შემდეგ რამდნიმე წელი გავიდა და ხამეს როდრიგესის ბრწყინვალე თამაშმა კვლავ მიიქცია მრავალი კლუბის ყურადღება, თუმცა მათ შორის ფავორიტი ესპანური გრანდია. მიუხედავად იმისა, რომ ახლა სამხრეთ ამერიკელის ფასი ყოველდღიურად მატულობს და არც "მონაკოელთა" გეგმებში შედის გუნდიდან ერთ-ერთი ლიდერის გაშვება, პრეზიდენტი პერესი ფრანგებთან საუბარს აპირებს. dle 10.1

  • Onyx
  • 30 ივნისი 2014
  • 3374
  • 0

ინფორმაცია


ჯგუფ სტუმარი-ის წევრებს არ აქვთ კომენტარის დატოვების უფლება.

რეკლამა

სარეკლამო ადგილი

ლა ლიგის ცხრილი

ლა ლიგის ბომბარდირები

ფეხბურთელი
გოლი
1 ბელინგემი 16
2 დოვბიკი 16
3 მაიორალი 15
4 ბუდიმირი 15

ჩემპ. ლიგის ცხრილი

გუნდი
1 რეალი 6 6 0 0 18
2 ნაპოლი 6 3 1 2 10
3 ბრაგა 6 1 1 4 4
4 იუნიონ ბერლინი 6 0 2 4 2

სარეკლამო ადგილი

ჩვენ Facebook-ზე

სარეკლამო ადგილი

გამოკითხვა

„რეალის“ საუკეთესო ტაქტიკა ამ სეზონში არის...

4-3-3
4-4-2
4-2-3-1



მთვლელები

საიტის არქივი:

აპრილი 2024 (236)
მარტი 2024 (335)
თებერვალი 2024 (456)
იანვარი 2024 (411)
დეკემბერი 2023 (372)
ნოემბერი 2023 (391)