ზიზუს წასვლა ბენზემას წყალს შეუყენებს?

მოგეხსენებათ, ზინედინ ზიდანი სამეფო კლუბის მთავარი მწვრთნელის, კარლო ანჩელოტის დამხმარე/თანაშემწე აღარ გახლავთ. ფრანგს მადრიდის "რეალის" ახალგაზრდული კლუბი, "კასტილია" ჩააბარეს და მომავალი თაობის აღზრდა დაუსახეს მიზნად...


ეს ყველაფერი შესაძლოა ბევრს არაფერს გვეუბნებოდეს და ოპტიმალურ ვარიანტად გვეჩვენებოდეს, რადგან ლეგენდას შესანიშნავად შეუძლია ახალგაზრდებთან მუშაობა და ფსიქოლოგიურად დამუხტვა, მაგრამ საკითხავია რა ელის კარიმ ბენზემას, რომლის დიდი გულშემატკივარი გახლავთ ზინედინი.

ფრანგ ფორვარდზე მისმა უფროსმა მეგობარმა ძალიან ბევრი იმუშავა და წინახაზელმაც უკეთესად დაიწყო ბურთის გორაობა, თუმცა ახლა მას აღარ ჰყავს ისეთი დიდი დამცველი და გულშემატკივარი, როგორიც ზიზუ იყო.

ამასთანავე ვრცელდება ინფორმაციები იმის შესახებ, რომ ფლორენტინო პერესი უმაღლესი დონის ფორვარდის დამატებას გეგმავს, იგი რამდენიმე ვარიანტს განიხილავს, თუმცა ყველაზე რეალური კანდიდატი რადამელ ფალკაო გახლავთ, კოლუმბიელი ფეხბურთელი ღიად აცხადებს, რომ "ბლანკოსში" თამაში სურს და სხვა კლუბები ტყუილად წუხდებიან შეთავაზებებით, აქედან გამომდინარე მადრიდელებს მხოლოდ ფრანგებთან მოუწევთ მოლაპარაკებების წარმატებით დასრულება.

ფალკაოს გარდა დიდი მითქმა-მოთქმა გამოიწვია ხამეს როდრიგესის ბრწყინვალე თამაშმა და ის მყისვე სამეფო კლუბს დაუკავშირეს, იგივეს თქმა შეგვიძლია ინგლისელ სტერლინგზე, რომლის სანაცვლოდაც "მერენგები" 31 მილიონ ევროს ჩამოდიან.

რას ფიქრობს კარლო ანჩელოტი ჯერ-ჯერობით უცნობია, თუმცა პერესი მას თვალდახუჭული ენდობა. იმ შემთხვევაში თუ კარლიტო ფორვარდის შეძენას არ მოისურვებდა, არც პრეზიდენტი იაქტიურებდა ამდენს, აქედან გამომდინარე ჩნდება კითხვა : "სჭირდება ანჩელოტის კარიმ ბენზემა?".

იმაში ეჭვი არავის ეპარება, რომ რადამელი სამეფო კლუბს შეტევის ხაზის გასაძლიერებლად სურს, ამ შემთხვევაში რა გამოდის? კარიმს სათადარიგოთა სკამზე დაჯდომა მოუწევს, რაც მის გეგმებში სავარაუდოდ არ უნდა შედიოდეს.

ზიზუს კასტილიის მწვრთნელად დანიშვნამ მადრიდელ "ცხრიანს" შესაძლოა სერიოზული პრობლემები შეუქმნას, რაც მის ფსიქოლოგიაზე უარყოფით ზეგავლენას მოახდენს, ასე რომ დაველოდოთ მოვლენათა განვითარებას. dle 10.1

  • Hala
  • 30 ივნისი 2014
  • 2729
  • 0

ინფორმაცია


ჯგუფ სტუმარი-ის წევრებს არ აქვთ კომენტარის დატოვების უფლება.

რეკლამა

სარეკლამო ადგილი

ლა ლიგის ცხრილი

ლა ლიგის ბომბარდირები

ფეხბურთელი
გოლი
1 ბელინგემი 16
2 დოვბიკი 16
3 მაიორალი 15
4 ბუდიმირი 15

ჩემპ. ლიგის ცხრილი

გუნდი
1 რეალი 6 6 0 0 18
2 ნაპოლი 6 3 1 2 10
3 ბრაგა 6 1 1 4 4
4 იუნიონ ბერლინი 6 0 2 4 2

სარეკლამო ადგილი

ჩვენ Facebook-ზე

სარეკლამო ადგილი

გამოკითხვა

„რეალის“ საუკეთესო ტაქტიკა ამ სეზონში არის...

4-3-3
4-4-2
4-2-3-1



მთვლელები

საიტის არქივი:

აპრილი 2024 (237)
მარტი 2024 (335)
თებერვალი 2024 (456)
იანვარი 2024 (411)
დეკემბერი 2023 (372)
ნოემბერი 2023 (391)