მალდინი : "მუნდიალი ძალიან უფერული გახდა"

ლეგენდარული იტალიელი მცველის, პაოლო მალდინის განცხადებით, ბრაზილიაში მიმდინარე მსოფლიო ჩემპიონატი მეტისმეტად უფერული გახდა, რადგან ტურნირს უამრავი მაღალი დონის ფეხბურთელები მოაკლდა, განსაკუთრებით კი ეს მადრიდის "რეალის" შეგირდებზე ითქმის...


"მუნდიალი ყოველთვის საინტერესოა, მაგრამ მოვლენების მსგავს განვითარებას არავინ ელოდა. სიმართლე გითხრათ, ნამდვილად ვერ წარმოვიდგენდი თუ ჯგუფური ეტაპის შემდეგ ტურნირზე პორტუგალია, ინგლისი, იტალია, ესპანეთი და ხორვატია აღარ იქნებოდნენ, ეს ევროპული ფეხბურთის კატასტროფა გახლავთ."

"რთულია უყურო ჩემპიონატს, სადაც მონაწილეობას არ იღებს კრიშტიანო რონალდუ, ლუკა მოდრიჩი, ანდრეა პირლო, უეინ რუნი, იკერ კასილასი, სერხიო რამოსი, ჩაბი ალონსო და სხვები."

"გასულ სეზონში ჩემპიონთა ლიგა მადრიდის "რეალმა" მოიგო, სამეფო კლუბს ბრაზილიაში არაერთი წარმომადგენელი ჰყავდა, თუმცა როგორც ვხედავთ ამ ეტაპზე "ბლანკოსის" ფეხბურთელთა დიდი ნაწილი შვებულებაში გავიდა." dle 10.1

  • Hala
  • 27 ივნისი 2014
  • 3007
  • 0

ინფორმაცია


ჯგუფ სტუმარი-ის წევრებს არ აქვთ კომენტარის დატოვების უფლება.

რეკლამა

სარეკლამო ადგილი

ლა ლიგის ცხრილი

ლა ლიგის ბომბარდირები

ფეხბურთელი
გოლი
1 ბელინგემი 16
2 დოვბიკი 16
3 მაიორალი 15
4 ბუდიმირი 15

ჩემპ. ლიგის ცხრილი

გუნდი
1 რეალი 6 6 0 0 18
2 ნაპოლი 6 3 1 2 10
3 ბრაგა 6 1 1 4 4
4 იუნიონ ბერლინი 6 0 2 4 2

სარეკლამო ადგილი

ჩვენ Facebook-ზე

სარეკლამო ადგილი

გამოკითხვა

„რეალის“ საუკეთესო ტაქტიკა ამ სეზონში არის...

4-3-3
4-4-2
4-2-3-1



მთვლელები

საიტის არქივი:

აპრილი 2024 (236)
მარტი 2024 (335)
თებერვალი 2024 (456)
იანვარი 2024 (411)
დეკემბერი 2023 (372)
ნოემბერი 2023 (391)