"მადრიდის რეალი" 2014/15 წლებისთვის სატელევიზიო უფლებებს ყიდის

სეზონის დაწყებამდე თითქმის ორი თვით ადრე, "მადრიდის რეალმა" ყველა გააკვირვა იმით, რომ უკვე დაიწყო 2014/15 წლების სატელევიზიო უფლებების გაყიდვა ლიგისთვის და თასისთვის


"მადრიდის რეალმა" გუშინ ყველა გააკვირვა, განაცხადა რა, რომ იწყებს 2014/15 წლების ლიგისა და თასისთვის სატელევიზიო უფლებების გაყიდვას. ნებისმიერ მსურველს საშუალება აქვს შვიდი დღის ვადაში მიმართოს კლუბს წინადადებით და მიიღოს მონაწილეობა ტენდერში. "მადრიდის რეალს" შეთანხმება ჰქონდა გაფორმებული Mediapro-სთან, მაგრამ ნაციონალურმა კონკურენციის კომისიამ შეთანხმება დაიწუნა, ვინაიდან ის არღვევდა 2010 წლის რეზოლუციას, რომელიც კრძალავდა კონტრაქტის გაფორმებას სამ წელზე მეტი ხანგრძილვობით.

"მადრიდის რეალმა" აღნიშნული გადაწყვეტილება გაასაჩივრა, მაგრამ არც ამას მოჰყოლია რაიმე შედეგი, შესაბამისად კლუბი იძულებულია თავიდან გამოაცხადოს აუქციონი უფლებების გაყიდვაზე.

აღნიშნული კონფლიქტი 2012 წლის 20 ივლისიდან მოდის , როცა საკონკურენციო კომისიამ აღძრა საქმე "მადრიდის რეალისა" და მედიაპროს წინააღმდეგ კანონის დარღვევისთვის. აღნიშნული კანონდმებლობა, რომელიც უკრძალავს სამ წელზე მეტი ხანგრძლივობვის სატელევიზიო უფლებებზე კონტრაქტის გაფორმებას კლუბებს 2010 წლის 14 აპრილს იქნა მიღებული. კანონდმებლობა არ ითვალისწინებდა და არ ვრცელდებოდა უკვე გაფორმებულ კონტრაქტებზე (როგორც "მადრიდის რეალს" ჰქონდა), მაგრამ გამოძიებისას დადგინდა, რომ "თეთრებმა" და მედიაპრომ კანონის ამოქმედების შემდეგ გააფორმეს შეთანხმება, რომელიც მათ შორის ადრე გაფორმებული ხელშეკრულების გახანგრძლივებას ითვალისწინებდა. აღნიშნული შეთანხმება გაფორმდა 2010 წლის 30 ნოემბერს. კომისიის გადაწყვეტილებაში ვკითხულობთ: "ჩვენ 2012 წლის 21 ივნისამდე არ გვქონდ ინფორმაცია, რომ კლუბმა და მედიაპრომ კონტრაქტის გახანგრძლივებაზე მოილაპარაკეს. მედიაპრო არიდებდა თავს ჩვენთვის აღნიშნული ინფორმაციის მოწოდებას."

კომისიას "მადრიდის რეალამდე" სხვა კუბების საქმეებიც აქვს შესწავლილი და ყველა მათგანს ფულადი სანქციები დააკისრეს კანონის დარღვევისთვის. 2013 წლის 2 დეკემბერს დაჯარიმდნენ მედიაპრო 6,5 მლნ. ევროთი, "მადრიდის რეალი" 3,9 მლნ. ევროთი, "ბარსელონა" 3,6 მლნ. ევროთი, "სევილია" 900 000 ევროთი და "რასინგი" 300 000 ევროთი.

ესაა განცხადება, რომელიც "მადრიდის რეალის" ოფიციალურ ვებ-გვერდზე იკითხება:

"როგორც წინა წელს გაცნობეთ, ნაციონალურმა ფინანსური ბაზრისა და კონკურენციის კომისიამ (CNMC) საბოლოოდ მიიღო გადაწყვეტილება იმ საქმეზე, რომელიც 2012 წლის მაისში დაიწყო. CNMC-მ მაშინ მედიაპრო და რამოდენიმე კლუბი დააჯარიმა, მათ შორის "მადრიდის რეალი". ჯარიმა შეეხო სამ წელზე მეტი ხანგრძლივობით კონტრაქტის გაფორმების საკითხს.

"მადრიდის რეალთან" დაკავშირებით CNMC-მ დაადგინა, რომ 2010 წლის 30 ნოემბერს გაფორმებული შეთანხმება, რომელიც 2014/15 წლებისთვის სატელევიზიო უფლებების ნედიადპროსთვის მიყიდვას ითვალისწინებდა, შეიძლება ჩაითვალოს, როგორც ახალი კონტრაქტი ან მოქმედი კონტრაქტის გახანგრძლივება ორ თანაბარი იურიდიული ძალის მქონე სუბიექტებს შორის.

მიუხედავად იმისა, რომ "მადრიდის რეალმა" არაერთხელ სცადა CNMC-ის გადაწყვეტილების გასაჩივრება და თავისი სიმართლის დამტკიცება, სხვადასხვა მიზეზების გამო , კლუბმა ეს ვერ მოახერხა. კლუბი დღესაც იმ პოზიციაზეა, რომ "მადრიდის რეალსა" და ნებისმიერ მეორე მხარეს შორის გაფორმებული კონტრაქტები, ჯდება კანონდმებლობაში, ხოლო CNMC-ი კი ჯიუტად აგრძელებს კლუბის არგუმენტების უგულვებელყოფას.

"მადრიდის რეალმა" მიმართა სასამართლოს და მოითხოვა CNMC-ის გადაწყვეტილების ბათილად ცნობა, მაგრამ საქმე ჯერჯერობით არ დახურულა და სასამართლო იხილავს. მიუხედავად ამისა, "მადრიდის რეალი" კლუბის და გულშემატკივრების ინტერესებიდან გამომდინარე, საბოლოო გადაწყვეტილების მიღებამდე მზადაა მიიღოს ნებისმიერი შემოთავაზება იმ პირებისგან, რომლებიც დაინტერესებულები არიან სატელევიზიო უფლებების ყიდვით. დაინტერესებულმა ორგანიზაციებმა თავიანთი წინადადებები ამ განცხადების გამოქვეყნებიდან შვიდი დღის ვადაში უნდა წარმოადგინონ. წინადადებებს უნდა ერთოდეს კომერციული შემოთავაზებები, სადაც გაწერილი იქნება ფინანსური საკითხები."

წყარო: AS dle 10.1

  • shvela
  • 24 ივნისი 2014
  • 3034
  • 0

ინფორმაცია


ჯგუფ სტუმარი-ის წევრებს არ აქვთ კომენტარის დატოვების უფლება.

რეკლამა

სარეკლამო ადგილი

ლა ლიგის ცხრილი

ლა ლიგის ბომბარდირები

ფეხბურთელი
გოლი
1 ბელინგემი 16
2 დოვბიკი 16
3 მაიორალი 15
4 ბუდიმირი 15

ჩემპ. ლიგის ცხრილი

გუნდი
1 რეალი 6 6 0 0 18
2 ნაპოლი 6 3 1 2 10
3 ბრაგა 6 1 1 4 4
4 იუნიონ ბერლინი 6 0 2 4 2

სარეკლამო ადგილი

ჩვენ Facebook-ზე

სარეკლამო ადგილი

გამოკითხვა

„რეალის“ საუკეთესო ტაქტიკა ამ სეზონში არის...

4-3-3
4-4-2
4-2-3-1



მთვლელები

საიტის არქივი:

აპრილი 2024 (236)
მარტი 2024 (335)
თებერვალი 2024 (456)
იანვარი 2024 (411)
დეკემბერი 2023 (372)
ნოემბერი 2023 (391)