ბუენო “ვალიადოლიდში” გადავიდა
მადრიდის “რეალის” ახალგაზრდა ფორვარდი, ალბერტო ბუენო “ვალიადოლიდში” გადავიდა. ბუენომ ახლა გუნდთან ხუთწლიან კონტრაქტს მოაწერა ხელი. სატრანსფერო ღირებულება 3 მლნ. ევროა.
გუნდებმა შეთანხმებას გუშინ მიაღწიეს. ალბერტოს ახალ გუნდში ორშაბათს წარადგენენ.
ბუენოს “ბლანკოსის” მთავარ გუნდში დებიუტი გასულ წელს ჰქონდა, ბერნდ შუსტერის თავკაცობით. სამეფო თასზე, “რეალ უნიონთან”, ალბერტომ გოლის გატანაც მოახერხა. მან პრიმერას რამდენიმე შეხვედრაშიც მიიღო მონაწილეობა.
ინფორმაციის წყარო: Marca.Com
- 15 ივლისი 2009
- 2046
- 0
ინფორმაცია
ჯგუფ სტუმარი-ის წევრებს არ აქვთ კომენტარის დატოვების უფლება.