მარსელო : "ყველაზე დიდი მოულოდნელობა ესპანეთის წარუმატებლობაა"

მადრიდის "რეალის" ბრაზილიელმა შეგირდმა მარსელო ვიეირამ, მუნდიალზე უკვე 2 დაპირისპირება გამართა, რის შემდეგაც ჟურნალისტებს ინტერვიუ მისცა...


"უკვე ორი დაპირისპირება გავმართეთ და ბევრ რამეზე შეგვიძლია საუბარი, ანალიზის აკეთება ამ გადასახედიდან უკვე ძალიან იოლია."

"იმით, რომ ხორვატიასთან დაპირისპირებაში საკუთარ კარში გავიტანე, ნამდვილად ვერ ვიტყვი, რომ მოწყენილი ვარ, ეს იყო ჩვეულებრივი სათამაშო მომენტი. საბედნიეროდ 3-1 გავიმარჯვეთ და პირველი 3 ქულა ჩავიწერეთ აქტივში, ეს უმნიშვნელოვანესი გამარჯვება იყო. მექსიკასთან დაპირისპირების მეორე ტაიმში ბევრი მომენტი გვგქონდა, მაგრამ რეალიზება ვერ მოვახერხეთ."

"არ ვთვლი, რომ კონფედერაციის თასზე ბრაზილიის ნაკრები უფრო ძლიერი იყო, ვიდრე ახლა გახლავთ."

"ყველაზე დიდი "სიურპრიზი" წლევანდელ მუნდიალზე ესპანეთი-ჰოლანდიის მატჩი იყო, რადგან "როხიბლანკოს" ნამდვილად დიდებული შემადგენლობა ჰყავს, ამას მიჰყვა ჩილესთან მარცხი, რამაც ვისენტე დელ ბოსკეს კოლექტივს წერტილი დაუსვა."

"ჩვენი წინა ხაზი საკმაოდ სოლიდურია. ფრედი თავის გამოჩენას ვერ ახერხებს, მაგრამ ის გუნდისთვის მნიშვნელოვანი ძალაა."

"ნეიმარი შესანიშნავი მოთამაშეა, რომელიც ფრედის ძალიან კარგად უგებს და საკმაოდ სოლიდურ დუეტს ქმნის, ის ასევე ძალიან კარგად ასრულებს საჯარიმო დარტყმებს. დარწმუნებული ვარ, ჩვენი მხრიდან სწორედ ნეიმარი იქნება ის ფეხბურთელი, რომელიც სტანდარტული სიტუაციიდან მოახერხებს მეტოქის კარის აღებას."

"მომდევნო დაპირისპირება გაცილებით უფრო რთული იქნება, რადგან ჩვენ დიდი პასუხისმგებლობა გვაქვს. ტურნირი ბრაზილიაში იმართება და ყველაზე დიდი ზეწოლა თავისთავად ადგილობრივ კლუბს აქვს, მეტოქე კი ამ შეთხვევაში უმოტივაციოა და ნებისმიერ სიახლეს უნდა ველოდოთ."

"საკუთარი კონდიციით კმაყოფილი ვარ და მჯერა, რომ ჩემი ნაკრები წინ წავა და მე ამაში დიდ წვლილს შევიტან." dle 10.1

  • Hala
  • 23 ივნისი 2014
  • 1869
  • 0

ინფორმაცია


ჯგუფ სტუმარი-ის წევრებს არ აქვთ კომენტარის დატოვების უფლება.

რეკლამა

სარეკლამო ადგილი

ლა ლიგის ცხრილი

ლა ლიგის ბომბარდირები

ფეხბურთელი
გოლი
1 დოვბიკი 17
2 ბელინგემი 16
3 მაიორალი 15
4 ბუდიმირი 15

ჩემპ. ლიგის ცხრილი

გუნდი
1 რეალი 6 6 0 0 18
2 ნაპოლი 6 3 1 2 10
3 ბრაგა 6 1 1 4 4
4 იუნიონ ბერლინი 6 0 2 4 2

სარეკლამო ადგილი

ჩვენ Facebook-ზე

სარეკლამო ადგილი

გამოკითხვა

„რეალის“ საუკეთესო ტაქტიკა ამ სეზონში არის...

4-3-3
4-4-2
4-2-3-1



მთვლელები

საიტის არქივი:

აპრილი 2024 (253)
მარტი 2024 (335)
თებერვალი 2024 (456)
იანვარი 2024 (411)
დეკემბერი 2023 (372)
ნოემბერი 2023 (391)