„რეალმა“ სერიაში ანგარიში გაათანაბრა

მსოფლიო ჩემპიონატის პარალელურად, კალათბურთის ქომაგების ყურადღება, ესპანეთის „ენდესა ლიგის“ სუპერფინალისკენაა მიმართული.


„რეალი“ და „ბარსელონა“ ქვეყნის პირველობისთვის ეჯიბრებიან ერთმანეთს და ეს ყველაფერი, დაძაბული და დრამატული სანახაობის ფონზე მიმდინარეობს.ამ ეტაპისათვის, გუნდები უკვე 2 შეხვედრას მოითვლიან.სამწუხაროდ, მადრიდელებმა მოედნის უპირატესობა დათმეს, თუმცა პირველი მარცხის შემდეგ, გუშინ მოახერხეს სერიაში ანგარიშის გათანაბრება (1-1) და ახლა უკვე კატალონიაში, რთულ პირობებში მოუწევთ ტიტულისათვის ბრძოლა.

განვლილ ორთაბრძოლაში, ლასოს დამოძღვრილებმა 9 ქულიანი სხვაობით ძლიეს მოწინააღმდეგეს.გამოსარჩევია რუდი ფერნანდესის ბურთაობა, რომელმაც 17 ქულას მოუყარა თავი, ხოლო მისი თანაგუნდელების მონაგარი შემდეგია: ლული (4), დარდენი (12), მიროტიჩი (4) ბურუსისი (12); რეიესი (10), სერხიო როდრიგესი (12), კეროლი (5), დიასი (-), დრაპერი (-), სლოტერი (-) და მეხრი (11).

შეგახსენებთ, რომ რიგით მესამე თამაში, 24 ივნისს შედგება, ხოლო ჩემპიონობი ის გახდება, ვინც 3 გამარჯვებას მოუყრის თავს. dle 10.1

ინფორმაცია


ჯგუფ სტუმარი-ის წევრებს არ აქვთ კომენტარის დატოვების უფლება.

რეკლამა

სარეკლამო ადგილი

ლა ლიგის ცხრილი

ლა ლიგის ბომბარდირები

ფეხბურთელი
გოლი
1 დოვბიკი 17
2 ბელინგემი 16
3 მაიორალი 15
4 ბუდიმირი 15

ჩემპ. ლიგის ცხრილი

გუნდი
1 რეალი 6 6 0 0 18
2 ნაპოლი 6 3 1 2 10
3 ბრაგა 6 1 1 4 4
4 იუნიონ ბერლინი 6 0 2 4 2

სარეკლამო ადგილი

ჩვენ Facebook-ზე

სარეკლამო ადგილი

გამოკითხვა

„რეალის“ საუკეთესო ტაქტიკა ამ სეზონში არის...

4-3-3
4-4-2
4-2-3-1



მთვლელები

საიტის არქივი:

აპრილი 2024 (256)
მარტი 2024 (335)
თებერვალი 2024 (456)
იანვარი 2024 (411)
დეკემბერი 2023 (372)
ნოემბერი 2023 (391)