რას აკეთებდა ნაჩო, ბეილის გოლის დროს

ერთის მხრივ სასაცილო, მაგრამ მეორეს მხრივ ძალიან უსიამოვნო ამბავი.


როგორც იცით, შესაძლოა ალონსომ დისკვალიფიკაციას გამოჰკრას ხელი, თავის არანორმალური ქმედების გამო, როდესაც ბეილის გოლის შემდეგ მოედანზე შევარდა და თანაგუნდელებთან ერთად აღნიშნა. რათქმაუნდა ეს უდიდესი სიხარულის და ბედნიერების გამო მოხდა და ამას ბასკს არავინ საყვედურობს უეფას გარდა, მაგრამ სინატერესოა ამ დროს სად იყო და რას აკეთებდა ნაჩო ფერანდესი.

რაცარუნდა გასაკვირი იყოს, ნაჩო გოლის აღნიშვნის მომენტში პოლიციის და სტადიონის დაცვის მიერ დაკავებული იყო. შესაძლოა ახალგაზრდა ალონსოსავით პოპულარული არაა, მაგრამ სტადიონის დაცვამ მაინც მიუტევებელი შეცდომა დაუშვა. საქმე იმაშია, რომ როდესაც გოლი გავიდა, ნაჩომაც სცადა ბასკის მსგავსად მოედანზე შევარდნა და გუნდელებთან ერთად სიხარულის გამოხატვა, მაგრამ მისდა საუბედუროდ ეს არავინ აცალა და დაცვამ გაზონამდეც კი არ მიუშვა. საბოლოოდ ფერნანდესი ხელებზე ბორკილბით დამშვნებული სტადიონის დაცვის კაბინეტში საჩქაროდ წაიყვანეს, სადაც მას გარკვეული დროის გატარება მოუწია. როგორც აღმოჩნდა, ბოლო 2 გოლის დროს, როდესაც ჯერ მარსელომ, ხოლო შემდეგ რონალდუმ საბოლოოდ გაანადგურეს ატლეტიკო, ნაჩო დაცვის პოლიციის კაბინეტში სკამზე მიბმული გახლდათ. საბოლოო ჯამში გაუგებრობა მალევე დასრულდა, გაირკვა რომ ნაჩო "რეალის" ფეხბურთელი გახლდათ და ახალგარდზამ შეძლო გუნდთან ერთად მოგების აღნიშვნა.



Merengus
dle 10.1

ინფორმაცია


ჯგუფ სტუმარი-ის წევრებს არ აქვთ კომენტარის დატოვების უფლება.

რეკლამა

სარეკლამო ადგილი

ლა ლიგის ცხრილი

ლა ლიგის ბომბარდირები

ფეხბურთელი
გოლი
1 ბელინგემი 16
2 დოვბიკი 16
3 მაიორალი 15
4 ბუდიმირი 15

ჩემპ. ლიგის ცხრილი

გუნდი
1 რეალი 6 6 0 0 18
2 ნაპოლი 6 3 1 2 10
3 ბრაგა 6 1 1 4 4
4 იუნიონ ბერლინი 6 0 2 4 2

სარეკლამო ადგილი

ჩვენ Facebook-ზე

სარეკლამო ადგილი

გამოკითხვა

„რეალის“ საუკეთესო ტაქტიკა ამ სეზონში არის...

4-3-3
4-4-2
4-2-3-1



მთვლელები

საიტის არქივი:

აპრილი 2024 (225)
მარტი 2024 (335)
თებერვალი 2024 (456)
იანვარი 2024 (411)
დეკემბერი 2023 (372)
ნოემბერი 2023 (391)