კოენტრაუს ფასი მნიშვნელოვნად გაიზარდა

მოგეხსენებათ, რამდენიმე თვის წინ სამეფო კლუბის ხელმძღვანელობას ფაბიო კოენტრაუს გაშვების გადაწყვეტილება უკვე მტკიცედ ჰქონდა მიღებული, თუმცა პორტუგალიელის დიდებულმა ასპარეზობამ ჩემპიონთა ლიგის ნახევარფინალებსა და ფინალში მათ აზრი შეუცვალა, ამას დაემატა სხვა ტურნირებიც, სადაც ფაბიომ მართლაც ძალიან მაღალ დონეზე შეძლო თამაში...


კოენტრაუს ფასი 13-იდან 18 მილიონ ევრომდე მერყეობდა, თუმცა დღესდღეობით ის საკუთარ პოზიციაზე უკვე ერთ-ერთ საუკეთესოდ ითვლება, თანაც ახლოვდება მსოფლიო ჩემპიონატი, სადაც მას კიდევ ერთხელ მიეცემა იმის შანსი, რომ საკუთარი შესაძლებლობები უკეთესად წარმოაჩინოს.

დღესდღეობით ფეხბურთელის ფასი მინიმუმ 25 მილიონი ევროა და იმ შემთხვევაში თუ მისი მისამართით ინტერესი კვლავ იქნება, ნებისმიერ კლუბს მოუწევს ჯიბის შეთხელება, რადგან ხსენებული თანხა არც ისე პატარა გახლავთ.

რამდენიმე წლის წინ სამეფო კლუბის პრეზიდენტმა, ფლორენტინო პერესმა პორტუგალიაში 30 მილიონი ევრო გადაიხადა, ფეხბურთელმა მადრიდს ჟოზე მოურინიოს დაჟინებული მოთხოვნის შედეგად მიაშურა. dle 10.1

  • Hala
  • 1 ივნისი 2014
  • 3099
  • 0

ინფორმაცია


ჯგუფ სტუმარი-ის წევრებს არ აქვთ კომენტარის დატოვების უფლება.

რეკლამა

სარეკლამო ადგილი

ლა ლიგის ცხრილი

ლა ლიგის ბომბარდირები

ფეხბურთელი
გოლი
1 დოვბიკი 18
2 ბელინგემი 17
3 მაიორალი 15
4 ბუდიმირი 15

ჩემპ. ლიგის ცხრილი

გუნდი
1 რეალი 6 6 0 0 18
2 ნაპოლი 6 3 1 2 10
3 ბრაგა 6 1 1 4 4
4 იუნიონ ბერლინი 6 0 2 4 2

სარეკლამო ადგილი

ჩვენ Facebook-ზე

სარეკლამო ადგილი

გამოკითხვა

„რეალის“ საუკეთესო ტაქტიკა ამ სეზონში არის...

4-3-3
4-4-2
4-2-3-1



მთვლელები

საიტის არქივი:

აპრილი 2024 (307)
მარტი 2024 (335)
თებერვალი 2024 (456)
იანვარი 2024 (411)
დეკემბერი 2023 (372)
ნოემბერი 2023 (391)