ბეილის ისტორიული სეზონი

გარეთ ბეილმა საკმაოდ მარტივად გაიარა ადაპტაცია.


დიდებულ ფეხბურთელებს არ სჭირდებათ ბევრი დრო თავიანთი ფასის დასამტკიცებლად. უელსელს საოცარი პირველი სეზონი ჰქონდა მადრიდში. გარეთმა ყველა ჩემპიონატში ერთად 22 გოლს მოუყარა თავი, ამ 22 გოლიდან კი ერთი კოპა დელ რეის ფინალში გაიტანა, ერთი ჩემპიონთა ლიგის. "რეალის" 11-მა ნომერმა სადებიუტო სეზონში 22-ჯერ მოახერხა მეტოქეთა მეკარეების დამწუხრება და 14 საგოლე გადაცემა გააკეთა.

მისი დებიუტი სამეფო კლუბში 14 სექტემბერს შედგა, "ვილიარეალის" წინააღმდეგ. ბეილმა სადებიუტო მატჩში კარიც დალაშქრა. 22 გოლიდან, "რეალის" ძვირადღირებულმა შენაძენმა 15 ლა ლიგაში გაიტანა, 6 ჩემპიონთა ლიგაზე და 1 სამეფო თასზე. გარეთმა პირველი ჰეთ-ტრიკი "ვალიადოლიდს" შეუსრულა.

ბეილს პირველი სეზონი იმიტომაა უფრო დასამახსოვრებელი, რომ მან თავი ორივე ფინალში გამოიჩინა. მისმა გოლებმა მადრიდის "რეალს" კოპა დელ რეის და ჩემპიონთა ლიგის ტიტული მოუპოვა. ყველაფერთან ერთად,უელსელმა "ბარსელონას" არაამქვეყნიური დრიბლინგის შედეგად შეუგდო.. "მესტალიაზე" "რეალის" 11-მა ნომერმა 60 მეტრი საოცარი სისწრაფით დაფარა.

ასევე დიდი როლი ითამაშა უელსელის პერსონამ ჩემპიონთა ლიგის ფინალშიც, მისი გოლით "რეალი" დაწინაურდა და ფაქტობრივად ყველაფერი გადაწყდა.

წყარო: Realmadrid.com dle 10.1

ინფორმაცია


ჯგუფ სტუმარი-ის წევრებს არ აქვთ კომენტარის დატოვების უფლება.

რეკლამა

სარეკლამო ადგილი

ლა ლიგის ცხრილი

ლა ლიგის ბომბარდირები

ფეხბურთელი
გოლი
1 დოვბიკი 18
2 ბელინგემი 17
3 მაიორალი 15
4 ბუდიმირი 15

ჩემპ. ლიგის ცხრილი

გუნდი
1 რეალი 6 6 0 0 18
2 ნაპოლი 6 3 1 2 10
3 ბრაგა 6 1 1 4 4
4 იუნიონ ბერლინი 6 0 2 4 2

სარეკლამო ადგილი

ჩვენ Facebook-ზე

სარეკლამო ადგილი

გამოკითხვა

„რეალის“ საუკეთესო ტაქტიკა ამ სეზონში არის...

4-3-3
4-4-2
4-2-3-1



მთვლელები

საიტის არქივი:

აპრილი 2024 (303)
მარტი 2024 (335)
თებერვალი 2024 (456)
იანვარი 2024 (411)
დეკემბერი 2023 (372)
ნოემბერი 2023 (391)