ილიარას შეძენა ინგლისელებს სურთ

ბრიტანულ ტაბლოიდებზე დაყრდნობით, სამეფო კლუბის ბასკმა ნახევარმცველმა, ასიერ ილიარამენდიმ თავი შესაძლოა პრემიერლიგაში ამოყოს...


ფეხბურთელის მიმართ ინტერესს ინგლისის უმაღლესი დივიზიონის ორი კლუბი იჩენს, ეს კოლეტივები ევერტონი და კრისტალ პალასი არიან.

ლივერპურულ გუნდს აწ უკვე განვლილ სეზონში ჩემპიონთა ლიგის ზონაში მოხვედრა ჰქონდა მიზნად დასახული, თუმცა ლონდონის არსენალს ვერ სძლია, რომელსაც ვიზავის 7 ქულით გაუსწრო და საბოლოო ჯამში აქტივში 79 ქულა ჩაიწერა.

განსხვავებული მიზნები ჰქონდა კრისტალ პალასს, რომლის მთავარი მიზანი უმაღლეს ლიგაში დარჩენა იყო. ფეხბურთელებმა მოვალეობას თავი კაგად გაართვეს და მე-11 ადგილი დაიკარვეს 45 ქულით, ახლა კი ევროზონაში მოსახვედრად იბრძოლებენ, ამისათვის კი შემადგენლობის მნიშვნელოვანი გაძლიერება სჭირდებათ.

ილიარაში შარშან ფლორენტინო პერესმა 36 მილიონი ევრო გადაიხადოს, თუმცა უნდა ითქვას, რომ ფეხბურთელმა გაცემული ავანსების მხოლოდ 40% გაამართლა და შესავბამისად მისი ფასიც დავარდა.

როგორც ევერტონი, ასევე კრისტალ პალასი ფეხბურთელში მაქსიმუმ 15-18 მილიონ ევროს გადაიხდიან, რადგან თვლიან, რომ ბასკი მეტი არ ღირს.

თავად ფეხბურთელი ოპტიმისტურად არის განწყობილი და თვლის, რომ წლევანდელი სეზონი მისთვის მეტისმეტად პროდუქტიული იყო, რადგან მოახერხა ჩემპიონთა ლიგისა და კოპა დელ რეის მოგება.

ლა ლიგაში ილიარამ 29-ჯერ იმონაწილევა, თუმცა მისი წუთობრივი მაჩვენელი მხოლოდ 1390 უტოლდება. გამოდის, რომ ის მეტწილად სათადარიგოთა სკამიდან ერთვებოდა პაექრობებში.

ჩემპიონთა ლიგაში ფეხბურთელს 11 მატჩი და 480 წუთი დააგროვა, რაც კიდევ უფრო ცუდი შედეგია, ვიდრე ესპანეთის პრიმერაში.

რაც შეეხება სამეფო თასს, ამ ტურნირზე ბასკმა 9 თამაშსა და 610 წუთს მოუყარა თავი.

ილიარამენდიმ გასულ სეზონში 3-ჯერ შეძლო გოლის გატანა, ეს 2-ჯერ პრიმერაში, ხოლო ერთხელ კოპაზე მოხდა. ჩემპიონთა ლიგის გოლების გრაფაში კი 0 წერია. dle 10.1

  • Hala
  • 1 ივნისი 2014
  • 2032
  • 0

ინფორმაცია


ჯგუფ სტუმარი-ის წევრებს არ აქვთ კომენტარის დატოვების უფლება.

რეკლამა

სარეკლამო ადგილი

ლა ლიგის ცხრილი

ლა ლიგის ბომბარდირები

ფეხბურთელი
გოლი
1 ბელინგემი 16
2 დოვბიკი 16
3 მაიორალი 15
4 ბუდიმირი 15

ჩემპ. ლიგის ცხრილი

გუნდი
1 რეალი 6 6 0 0 18
2 ნაპოლი 6 3 1 2 10
3 ბრაგა 6 1 1 4 4
4 იუნიონ ბერლინი 6 0 2 4 2

სარეკლამო ადგილი

ჩვენ Facebook-ზე

სარეკლამო ადგილი

გამოკითხვა

„რეალის“ საუკეთესო ტაქტიკა ამ სეზონში არის...

4-3-3
4-4-2
4-2-3-1



მთვლელები

საიტის არქივი:

აპრილი 2024 (236)
მარტი 2024 (335)
თებერვალი 2024 (456)
იანვარი 2024 (411)
დეკემბერი 2023 (372)
ნოემბერი 2023 (391)