ანჩელოტი: "ჩემს ფეხბურთელებთან ცუდი ურთიერთობა არ მქონია"

ანჩელოტიმ განვლილი სეზონი გააანალიზა.


"ბარსელონას" ფანებს მოვწონვარ? დიდებულია, მაგრამ "რეალის" ფანების სიყვარულს ვამჯობინებდი. ჩემს ფეხბურთელებთან დიდებული ურთიერთობა მაქვს, რაც არაა მარტივი. მათთან პრობლემა არასდროს მქონია. რა თქმა უნდა, ვბრაზდები, თუმცა ერთმანეთს ყველა პატივს ვცემთ. ყველა ფეხბურთელს ერთნაირად ველაპარაკები. ჩემი მოვალეობა მათთვის სათამაშო სტილის გაცნობაა. ისინი არ გააკეთებენ იმას, რასაც ავალებ, თუ არ გენდობიან."

"გრძელი სეზონი იყო. ახლა, მუნდიალზე ყველას წარმატებას ვუსურვებ. რა თქმა უნდა, იტალიას ვგულშემატკივრობ, თუმცა ესპანეთის წარმატებაც გამიხარდება, რადგან მათ საოცარი გუნდი ჰყავთ. სერხიო რამოსმა სეზონი არაჩვეულებრივად დაასრულა."

"მადრიდის "რეალი" დიდი კლუბია, რომელსაც ფანები მსოფლიოს ყველა კუთხეში ჰყავს. ფეხბურთი მსოფლიოში ყველაზე გავრცელებული სპორტია. ფეხბურთისთვის საჭიროა ბურთი და მეგობრები."

"მიყვარს თუ არა საჭმელების კეთება? რა თქმა უნდა, დიდი სიამოვნებით ვაკეთებ მაკარონს, რომელსაც ასევე დიდი სიამოვნებით ვჭამ. ფეხბურთელებისთვის დაგვიანება სასტიკად აკრძალულია. თუ რომელიმე მათგანი დააგვიანებს, სასჯელი საჭმლის მომზადება და დაპატიჟებაა, სახლში ან რესტორანში."

"ცრუმორწმუნე ვარ და ვფიქრობ, ეს ნორმალურია. ვატარებ პატარა თილისმას, რომელიც არ ჩანს. ეს მეხმარება თამაშის დროს სიმშვიდის შენარჩუნებაში. რა თქმა უნდა, თილისმა ყოველთვის არ ამართლებს."

"ყველაზე პატივმოყვარე ფეხბურთელი? ასეთები გუნდში არ გვყავს."

"ფეხბურთელი, რომელიც განკარგულებებს იძლევა, სერხიო რამოსია."

"ყველაზე ღორმუცელა? რა თქმა უნდა, ისკო."

"ყველაზე დისციპლინირებული ჩაბი ალონსოა."

"ყველაზე მხიარული მარსელო."

"ცრუმორწმუნე? ალბათ მე."

წყარო dle 10.1

ინფორმაცია


ჯგუფ სტუმარი-ის წევრებს არ აქვთ კომენტარის დატოვების უფლება.

რეკლამა

სარეკლამო ადგილი

ლა ლიგის ცხრილი

ლა ლიგის ბომბარდირები

ფეხბურთელი
გოლი
1 დოვბიკი 18
2 ბელინგემი 17
3 მაიორალი 15
4 ბუდიმირი 15

ჩემპ. ლიგის ცხრილი

გუნდი
1 რეალი 6 6 0 0 18
2 ნაპოლი 6 3 1 2 10
3 ბრაგა 6 1 1 4 4
4 იუნიონ ბერლინი 6 0 2 4 2

სარეკლამო ადგილი

ჩვენ Facebook-ზე

სარეკლამო ადგილი

გამოკითხვა

„რეალის“ საუკეთესო ტაქტიკა ამ სეზონში არის...

4-3-3
4-4-2
4-2-3-1



მთვლელები

საიტის არქივი:

აპრილი 2024 (326)
მარტი 2024 (335)
თებერვალი 2024 (456)
იანვარი 2024 (411)
დეკემბერი 2023 (372)
ნოემბერი 2023 (391)