"არსენალი" მზად არის მორატასა და დი მარიაში 44 მილიონი გადაიხადოს

ინგლისური პრესის ცნობით ლონდონის არსენალის მთავარი მიზანი მომავალ წელს ევროპის ჩემპიონთა ლიგის მოგება იქნება, ამისთვის კი გუნდს გაძლიერება სჭირდება, რისთვისაც კლუბის ხელმძღვანელობამ 100 მილიონი ევრო გამოყო, რაც სახუმარო თანხა ნამდვილად არ არის...


მეთოფეები რამდენიმე მაღალკვალიფიციური ფეხბურთელის დამატებას აპირებენ, მათ სიაში კი ალვარო მორატა და ანხელ დი მარიაც არიან.

არგენტინელმა შემტევმა წლეულს შესანიშნავი სეზონი ჩაატარა და მისივე თქმით 2013/14 წლები კარიერის საუკეთესო დრო გახლდათ, აქედან გამომდინარე მასზე მოთხნოვდა თავისთავად გაიზარდა.

რაც შეეხება ესპანელს. მიუხედავად იმისა, რომ ის კარიმ ბენზემას შემცვლელად ითვლება, ლა ლიგაში ფეხი საკმაოდ კარგად მოიკიდა და 8-ჯერ მოახერხა მეტოქეთა დამწუხრება, რაც ახალგაზრდა "კანტერანოსთვის" ნამდვილად იმედისმომცემი შედეგი გახლავთ.

გავრცელებული ინფორმაციის თანახმად ლონდონური კლუბი ანხელსა და ალვაროში 44 მილიონ ევროს იხდის, ორივე შეგირდს კი გაცილებით უკეთესს პირობებს სთავაზობს, ვიდრე ესპანეთის დედაქალაქში აქვთ.

რამდენად შეელევა კარლო ანჩელოტი დი მარიას, რომელიც გუნდისთვის ძალიან საჭირო ფეხბურთელია, ცალკე საკითხი გახლავთ, მითუმეტეს მისით არაერთი გრანდი ინტერესდება. ამასთანავე უნდა აღვნიშნოთ მორატაც, რომლის შეძენის მთავარი პრეტენდენტი ტურინის "იუვენტუსი" გახლავთ.

ინგლისელებს ორივე შემთხვევაში გაუჭირდებათ ფეხბურთელთა დაყოლიება, თუმცა დაველოდოთ მოვლენათა განვითარებას. სავარაუდოდ, ყველაფერი მუნდიალის დასრულების შემდეგ გადაწყდება. dle 10.1

  • Hala
  • 31 მაი 2014
  • 3534
  • 0

ინფორმაცია


ჯგუფ სტუმარი-ის წევრებს არ აქვთ კომენტარის დატოვების უფლება.

რეკლამა

სარეკლამო ადგილი

ლა ლიგის ცხრილი

ლა ლიგის ბომბარდირები

ფეხბურთელი
გოლი
1 ბელინგემი 16
2 დოვბიკი 16
3 მაიორალი 15
4 ბუდიმირი 15

ჩემპ. ლიგის ცხრილი

გუნდი
1 რეალი 6 6 0 0 18
2 ნაპოლი 6 3 1 2 10
3 ბრაგა 6 1 1 4 4
4 იუნიონ ბერლინი 6 0 2 4 2

სარეკლამო ადგილი

ჩვენ Facebook-ზე

სარეკლამო ადგილი

გამოკითხვა

„რეალის“ საუკეთესო ტაქტიკა ამ სეზონში არის...

4-3-3
4-4-2
4-2-3-1



მთვლელები

საიტის არქივი:

აპრილი 2024 (203)
მარტი 2024 (335)
თებერვალი 2024 (456)
იანვარი 2024 (411)
დეკემბერი 2023 (372)
ნოემბერი 2023 (391)