პარეხო ჯენოას სურს
როგორც იტალიური გამოცემა Corriere dello Sport იუწყება, ჯენოა დაინტერესებულია მადრიდის რეალის ახალგაზრდა ფეხბურთელის დანიელ პარეხოს შეძენით...
ჯენოას მესვეურები მზად არიან ესპანელ ახალგაზრდაში გადაიხადონ 4 მილიონი ევრო და ფეხბურთელს გაუფორმონ 5 წლიანი ხელშეკრულება. ჯერჯერობით მადრიდულ მხარეს არანაირი განცხადება არ გაუკეთებია მაგრამ ცნობილია, რომ ,,ბლანკოსი” თავისი აღზრდილის იჯარით გაშვებას აპირებს და მისი გაყიდვის შანსი ძალიან პატარაა.
დანიელ პარეხო ითვლება ერთ-ერთ ყველაზე პერსპექტიულ ფეხბურთელად ესპანეთში და სამეფო კლუბი არ აპირებს მის დათმობას, ჯერჯერობით არანაირი მოლაპარაკება არ დაწყებულა, დანარჩენს დრო გვიჩვენებს.
- 14 ივლისი 2009
- 3652
- 0
ინფორმაცია
ჯგუფ სტუმარი-ის წევრებს არ აქვთ კომენტარის დატოვების უფლება.